უხეიროდ, უინიციატივოდ, უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდა.

ეს ევროპირველობის წინ ნიდერლანდელთა ბოლო ამხანაგური მატჩი იყო და წინა შეხვედრაში შოტლანდიასთან დაზავების (2:2) შემდეგ მათი გუნდის მწვრთნელი ფრანკ დე ბური პრესამ ძალიან გააკრიტიკა. ამიტომ ეჭვს არ იწვევდა, რომ ევროფორუმის წინ „ჯვაროსნებთან“ მოედანზე მობილიზებულები გავიდოდნენ.

სანიოლმა 5-4-1 ტაქტიკური სქემა აირჩია, რომელიც შეტევისას 3-4-3-ად ტრანფორმირდებოდა. უკვე დებიუტში აბურჯანიას პასით ლობჟანიძე საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ბურთის წინ გამოსული მეკარისთვის თავზე გადაგდება ვერ შეძლო. შემდეგ კი საჯარიმოში დვალმა დუმფრისი წააქცია და დეპაიმ მასპინძლები პენალტით დააწინაურა. ცოტა ხანში
ლორიამ დეპაის ახლო მანძილიდან გოლი არ გაატანინა. „ნარინჯისფერები“ სრულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ხოლო ჩვენს გუნდს კონტიერიშების ორგანიზება უჭირდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, კიტეიშვილმა გვილიას კარგი პასი გაუკეთა, მან კი მიზანს ვერ უწია. ამას ნიდერლანდელთა შეტევები მოჰყვა, ლორიამ ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენებაზე ლობჟანიძე დავითაშვილმა შეცვალა, ჩვენმა გუნდმა უხიფათოდ შეუტია, მოწინააღმდეგემ კი მეორე გოლი გაიტანა, როდესაც ვეგჰორსტი თავისუფლად შეიჭრა საჯარიმოში და დაუბრკოლებლივ დალაშქრა ლორიას კარი. მოედანზე კლასში გუნდების სხვაობა თვალსაჩინო გახლდათ, საქართველოს ნაკრების თამაში ვერც შეცვლაზე ჯიღაურისა და მიქაუტაძის შესვლამ გაამწვავა და მესამე გოლიც გავუშვით.

მოედანზე კი კატასტროფა ხდებოდა, საქართველოს ნაკრები საერთოდ „აიჭრა“, ბურთს ვერ აკონტროლებდა, მარტივ სიტუაციებში კარგავდა. მეორე ტაიმში ერთადერთი მომენტი შეცვლაზე შესულ ჯიღაურს ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: მოწინააღმდეგემ ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაგვჯაბნა, ევროპის ჩემპიონატის წინ კარგად წაივარჯიშა და შესანიშნავი განწყობა შეიქმნა. „ჯვაროსანთა“ თამაში კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ალბათ, სჯობს სანიოლმა ექსპერიმენტები დაასრულოს და მომავალში ოპტიმალური შემადგენლობა ათამაშოს.

ენსხედე. „გროლშ ვესტე“
ნიდერლანდები - საქართველო 3:0
გოლები: დეპაი (10, პენ), 2:0 ვეგჰორსტი (55), 3:0 გრავენბეხი (77)

ნიდერლანდები: სტეკელენბურგი, დუმფრისი, ტიმბერი (ბერგჰუისი 77), დე ვრი, ბლინდი (აკე 46), ვეინდალი (ვან ანჰოლტი 74), დე რონი, ვეინალდუმი (კლასენი 66), ფ. დე იონგი (გრავენბერხი 66), ვეგჰორსტი (მალენი 66), დეპაი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (ჯიღაური 66), დვალი, გიორბელიძე, გვილია (კვეკვესკირი 78), აბურჯანია (დაუშვილი 78), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კიტეიშვილი (კუხიანიძე 86), ზივზივაძე (მიქაუტაძე 66)

მკითხველის კომენტარები / 114 /
ზივზივაძეს სავარაუდოდ აღარ გამოიძახებს, დღეს გამოჩნდა რომ ძირითად 11 კაცში მხოლოდ ორს ქონდა კლასი ესიყო კაშია და კიტეიშვილი. სანიოლი ერთი ერთზე გატანას ვერასწავლის აი რაც ლობჟანიძემ გააკეთა მაგალითად თამაშის დასაწყისში ერთიერთზე გავიდა და თქვზე გადაგდება მოინდომა და ბურთი მისცა პროსტა მეკარეს, გვილიაც ერთიერთზე იყო თითქმის მეორე ტაიმში და ფეხი აუკანკალდა ესეთ რაღაცეებს სანიოლი ვერასწავლის გამჯდარი უნდა ჰქონდეს ფეხბურთელს რაც ამათ არააქვთ
აბაშა
07 ივნისი 2021 00:44
0
ინგლისს რუმინეთის დამარცხება გაუჭირდა სახლში (1-0 პენალტიდან გატანილი გოლით). ჩვენ გასვლაზე დავამარცხეთ რუმინეთი. არც ისე ცუდად არის საქმე.
დაბრუნდებიან ნაკრებში კვარა და ჩაკვე, და უფრო კარგად ვითამაშებთ.
ქ. გ.
07 ივნისი 2021 07:55
2
გვილია კელი დეგნანის ბლატებითაა თუ შარლ მიშელის ვეღარ გავიგე. . . ათი პასიდან თხუთმეტს მოწინააღმდეგეს აძლევს. . . ისაც კი მოახერხა და იმათ კარში ჩადგა. . .ტიპი დივერსანტია მაგრამ. . .საცოდაობაა ამ ბანდაში ხვიჩა კვარაცხელია რა. . . მაგარი საცოდაობაა. . .
Napoleoni
06 ივნისი 2021 22:59
1
უი 2 დღე რუმინეთში გადაუღებლად იწვიმა და ამ მინდორზე როგორ ვითამაშებთო (ევროპის ვარსკვლავებმა) ფედერაციაში გადმორეკეს... იქნებ ეზოს მოედანზეა ნახევარი გუნდის ადგილი? ხალიჩიანზე არა ასფალტიანზე!!!
ზურა
07 ივნისი 2021 08:00
1
დასასრული მომეწონა. აქამდე მეგონა ამხანაგური თამაშები სწორედ რომ ექსპერიმენტებისთვის იყო.
დათო
06 ივნისი 2021 22:06
1
იცით რას ვფიქრობ? საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ქართველი უნდა იყოს, და ფედერაციის პრეზიდენტი უცხოელი. როდემდე უნდა ვიტრიალოთ ასე წრეზე, ესეც ხომ არჩევნები არ არის, გაუშვებენ ძველ მწვრთნელს, მოიყვანენ ახალს, თითქოს ის ახალი რამეს ჩეცვლიდეს. ყველა ვარიანტში მწვრთნელი აქაური უნდა იყოს, ოღონდ არ უნდა იყოს კობიაშვილის და არველაძეების კლანის წარმომადგენელი, ცხადაძეს არ აცადა კობიაშვილმა მუშაობა, ჩვენს საფეხბურთო პრინციპებში არ ჯდებაო, შეიძლება არველაძეც არ არის ცუდი მწვრთნელი, მაგრამ კლანის წარმომადგენელია
ირაკლი
07 ივნისი 2021 10:20
4
თითქმის დარწმუნებული ვარ სანიოლი ამ გუნდიდან თითქმის ნახევარს აღარ გამოიძახებს. სად იყო ბრძოლა და შემართება? ბიჭები ბოლომდე აღარ იხარჯებიან და ზოგიც მზად არაა სანაკრებო წნეხისთვის.
roma bejanidze
07 ივნისი 2021 09:37
0
და ნახევარს თუ არ გამოძახებს, მაშინ მოედანზე ვის გაიყვანს? აა, მინი ფეხბურთს ითამაშებს?
ხალხო, ნახევარ გუნდს სანიოლი კი არა, ესპანეთის, ბრაზილიის, არგენტინის, გერმანიის ტრენერი ვერ შეცვლის. ეგეთი რამე შრეიძლება მარტო ჩრდილოეთ კორეაში მოხდეს. ვინც გვყავს ყველა მოედანზეა, მორჩა კინო.
ერიჰაა
07 ივნისი 2021 13:57
2
სამწუხაროდ ჩვენს ნაკრებს არ აქვს რესურსი, რაც გუშინ ვნახე ეს იყო სრული მარაზმი.
აბსოლიტურად სხვა განზომილებაშია ჰოლანდიის შემდგენლობა. არ მესმის, შესაძლოა კლასი არ გქონდეს, მაგრამ ფიზ მომზადება ხომ უნდა გაგაჩნდეს, სადღაც ხო თამასობს ეს ხალხი და ხელფასს ხომ უხდიან, რაში უხდიან, დგომაში?
მოკლეს თუ ჩვენს ნაკრებს აკლია 2-3 ძირითადის მოთამაშე , მათი შემცველი უბრალოდ არ არის გუნდი არის აბსოლიტურად უუნარო.
las
07 ივნისი 2021 09:11
0
,,უშანსოდ დავმარცხდით'' გუნდთან,რომელიც ტოპ-10ულისაა,მისი ფეხბურთელები უმაღლესი დონის გრანდ-გუნდებში თამაშობენ,უკვე ერთი წელია ევროპის ჩემპიონატისთვის გულმოდგინედ ემზადებოდა და ფაქტობრივად სრულ მზადყოფნაშია.თუ ეხლაც დაიწყებთ ამბიციური პრეტენზიების წაყენებას-არ გამოვრიცხავ იმასაც,რომ თქვენმა უსაფუძვლო ამბიციებმა მწვრთნელთანაც და ფეხბურთელებთანაც საქმე უფრო გაართულოს ვიდრე უშველოს.
giorgi janikashvili
07 ივნისი 2021 00:18
2
გვილია, დავითაშვილი, ზივზივაძე, გვილია, კვირკველია ამათ ნაკრებში ჯერჯერობით არაფერი ესაქმებათ. ამას ყველა ამჩნევს. აღარაა საჭირო ამდენი ექსპერიმენტები.
fan1
07 ივნისი 2021 00:18
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული