უხეიროდ, უინიციატივოდ, უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან უშანსოდ დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებთან 0:3 დამარცხდა.

ეს ევროპირველობის წინ ნიდერლანდელთა ბოლო ამხანაგური მატჩი იყო და წინა შეხვედრაში შოტლანდიასთან დაზავების (2:2) შემდეგ მათი გუნდის მწვრთნელი ფრანკ დე ბური პრესამ ძალიან გააკრიტიკა. ამიტომ ეჭვს არ იწვევდა, რომ ევროფორუმის წინ „ჯვაროსნებთან“ მოედანზე მობილიზებულები გავიდოდნენ.

სანიოლმა 5-4-1 ტაქტიკური სქემა აირჩია, რომელიც შეტევისას 3-4-3-ად ტრანფორმირდებოდა. უკვე დებიუტში აბურჯანიას პასით ლობჟანიძე საჯარიმოში შეიჭრა, მაგრამ ბურთის წინ გამოსული მეკარისთვის თავზე გადაგდება ვერ შეძლო. შემდეგ კი საჯარიმოში დვალმა დუმფრისი წააქცია და დეპაიმ მასპინძლები პენალტით დააწინაურა. ცოტა ხანში
ლორიამ დეპაის ახლო მანძილიდან გოლი არ გაატანინა. „ნარინჯისფერები“ სრულ ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ხოლო ჩვენს გუნდს კონტიერიშების ორგანიზება უჭირდა. სადღაც შუა ტაიმში თამაში გათანაბრდა, კიტეიშვილმა გვილიას კარგი პასი გაუკეთა, მან კი მიზანს ვერ უწია. ამას ნიდერლანდელთა შეტევები მოჰყვა, ლორიამ ორჯერ გვიხსნა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენებაზე ლობჟანიძე დავითაშვილმა შეცვალა, ჩვენმა გუნდმა უხიფათოდ შეუტია, მოწინააღმდეგემ კი მეორე გოლი გაიტანა, როდესაც ვეგჰორსტი თავისუფლად შეიჭრა საჯარიმოში და დაუბრკოლებლივ დალაშქრა ლორიას კარი. მოედანზე კლასში გუნდების სხვაობა თვალსაჩინო გახლდათ, საქართველოს ნაკრების თამაში ვერც შეცვლაზე ჯიღაურისა და მიქაუტაძის შესვლამ გაამწვავა და მესამე გოლიც გავუშვით.

მოედანზე კი კატასტროფა ხდებოდა, საქართველოს ნაკრები საერთოდ „აიჭრა“, ბურთს ვერ აკონტროლებდა, მარტივ სიტუაციებში კარგავდა. მეორე ტაიმში ერთადერთი მომენტი შეცვლაზე შესულ ჯიღაურს ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა.

რა შეიძლება რეზიუმეს სახით ითქვას: მოწინააღმდეგემ ყველა საფეხბურთო კომპონენტში დაგვჯაბნა, ევროპის ჩემპიონატის წინ კარგად წაივარჯიშა და შესანიშნავი განწყობა შეიქმნა. „ჯვაროსანთა“ თამაში კი ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, ალბათ, სჯობს სანიოლმა ექსპერიმენტები დაასრულოს და მომავალში ოპტიმალური შემადგენლობა ათამაშოს.

ენსხედე. „გროლშ ვესტე“
ნიდერლანდები - საქართველო 3:0
გოლები: დეპაი (10, პენ), 2:0 ვეგჰორსტი (55), 3:0 გრავენბეხი (77)

ნიდერლანდები: სტეკელენბურგი, დუმფრისი, ტიმბერი (ბერგჰუისი 77), დე ვრი, ბლინდი (აკე 46), ვეინდალი (ვან ანჰოლტი 74), დე რონი, ვეინალდუმი (კლასენი 66), ფ. დე იონგი (გრავენბერხი 66), ვეგჰორსტი (მალენი 66), დეპაი

საქართველო: ლორია, კაკაბაძე, კაშია, ხოჭოლავა (ჯიღაური 66), დვალი, გიორბელიძე, გვილია (კვეკვესკირი 78), აბურჯანია (დაუშვილი 78), ლობჟანიძე (დავითაშვილი 46), კიტეიშვილი (კუხიანიძე 86), ზივზივაძე (მიქაუტაძე 66)

მკითხველის კომენტარები / 114 /
კუხიანიძის შემოყვანა მინიმუმ 20 წუთით ადრეც შეიძლებოდა ვნახავდით საქმეში
achareli
06 ივნისი 2021 23:07
1
რატომ გავიწყდებათ, რომ ეს არის ამხანაგური თამაში, რომელსაც მხოლოდ ერთი დატვირთვა აქვს, მოსინჯო ახლი სახეები, სსრკ ს ნაკრები საერთოდ არ აგებდა ამხანაგურებს და ასე ეძახდნენ: ამხანაგური თამაშების მსოფლიო ჩემპიონი, ეს არის ფაქტიურად ჩვენი სარეზერვო გუნდი, ყველაფერი დალაგდება, კაშია, კიტეიშილი, კაკაბაძე, გიორბელიძე, მეტი მე იქ ძირითადის ხალხი ვერ დავინახე.
???
06 ივნისი 2021 23:05
2
გვილია შეუდარებელი ლიდერია !!! ყველა დროის საუკეთესოა და მასზე საუკეთესო არასოდეს არავინ იქნება მომავალშიც!!! ან რა დრიბლინგი აქვს, ან რა პასი, ან რა სისწრაფე, ან რა სიძლიერის და სიზუსტის დარტყმა ან რომ გააფუჭებს მომენტს რა მხატვრულად იკიდებს თავზე ხელებს ?! ბრავო, ბრავო !!! ჰოლივუდში საერთოდ ვერ არჩევენ მსახიობებს თორემ გვილიას აქ რა უნდა იქ უნდა იყოს !!! ან იქაც და აქაც, მაგის გარეშე ნაკრებს რა ეშველება პასის და გოლის გამტანი აღარავინ არის სხვა!!!
S.O.S.
07 ივნისი 2021 21:43
2
ვაი ეს კომენტატორებიი. განსაკუთრებით თვალაბეიშვილი...
შოთა
07 ივნისი 2021 01:58
4
დვალი ,გვილია ზივზივაძე -ჟანგიანი ზომბები ,მაგათგან ნიდერლანდების დამმარცხებელი არ გამოვა )) კიტეიშვილი , კვარაცხელია, მიქაუტაძე ლობჟანიძე აბურჯანია - ნაკრების ბირთვი, დაცვაში მარტო კაშია და ხოჭოლავა .
დევკალიონი
06 ივნისი 2021 23:52
0
გასული საუკუნის 70-ანი წლებიდან მოყოლებული,რაც ტოტალური ფეხბურთი შეიქმნა,საქართველოს არც ერთი ნაკრები არ იყო და არის,ჰოლანდიის ნაკრების დამმარცხებელი.ის დიდი დინამოც კი,ფეინოორდს რომ აჯობა,არ იყო ჰოლანდიის ნაკრების მომგები.ნახეთ სად თამაშობენ ჰოლანდიელები და სად ჩვენები...,მათთან ბრძოლა შეიძლება,მაგრამ კლასში ძალიან ჩამოვრჩებით და ახლა ისინი,თითქმის ფორმის ზენიტში რომ არიან,ჩვენებმა კი,ჩემპიონატები დაამთავრეს,ეს საერთოდ შეუძლებელი ჩანდა.მთავარია,რომ მწვრთნელმა დაათვალიერა რეზერვი და გაიგო,ვინ რად ღირს.რამდენიმე კაცი,მგონი დიდი ხნით ჩამოშორდება ნაკრებს.მანამდე,სანამ სტაბილურად არ დაიწყებენ თამაშს და გოლების გატანას(თავდამსხმელებზე ვამბობ)
სოსო
07 ივნისი 2021 10:31
3
ჰაა, ჰააააა!
xuta
06 ივნისი 2021 22:05
7
მეტის ღირსები ხართ.
Mazoxizm.
06 ივნისი 2021 22:03
7
თამაშს ვუყურეთ და ცხადი იყო,რომ კლასში უზარმაზარი სხვაობაა.ასევე ფიზიკურ ფორმაშიც.ისინი ევროპირველობისათვის არიან მზად,ჩვენ კი,მხოლოდ ამხანაგურებისათვის შევიკრიბეთ.ამ მატჩის მთავარი მიზანი,პირველ ყოვლისა,მწვრთნელის მიერ ფეხბურთელების უკეთ გაცნობა და მათი შესაძლებლობების ნახვა იყო და არა მგონია აღტაცებული დარჩენილიყოს,თუმცა ახლა უკვე ზუსტად იცის,რამდენიმე კაცის შესაძლებლობები მაინც.აშკარად გამოჩნდა,რომ დღევანდელი ფორმით,ზივზივაძე და დავითაშვილი,სანაკრებოდ მზად არ არიან.საჰოლანდიოდ კი,საერთოდაც, მთელი ნაკრები არ არის მზად.აქ ძალიან ბევრი ცუდად აკრიტიკებს ვაკო გვილიას.დიახ მართლაც სუსტი იყო,მაგრამ სამი ნაღდი მომენტი ჰქონდა და აზროვნება რომ არ ჰქონდეს,საჭირო დროს,საჭირო ადგილზე ვერ აღმოჩნდებოდა.სათამაშო ფორმის აღდგენა კი,შესაძლებელია.ის კიდევ გამოგვადგება.დარწმუნებული ვარ.ამ ორ თამაშში,სანიოლმა მეტ ნაკლებად ყველა კანდიდატი გამოსცადა და ვფიქრობ საკმაოდ ბევრიც გაიგო მათ შესახებ.ახლა უკვე ანალიზის და საშემოდგომოდ გუნდის მოსამზადებელი გეგმის შედგენაზე მუშაობის დროა.ისე,ლობჟანიძის გვერდით მიქაუტაძე რომ მდგარიყო,მის ჩაწოდებებზე გაიხსნებოდა და საგრძნობლად საშიში იქნებოდა ჩვენი შეტევები,თუმცა სანიოლს ეს ვარიანტიც უნდა გამოეცადა.ანგარიში მართლაც ძალიან არასასიამოვნოა,მაგრამ სამაგიეროდ ობიექტური სურათი დაიდო და ილუზიები აღარავის გვექნება იმაზე,ვინ რას წარმოადგენს.
სოსო
07 ივნისი 2021 11:18
0
საინტერესოა, სხვა შედეგს ელოდა ვინმე? ჩემპიონატი ბანძი,ფედერაცია უვარგისი, ხელისუფლება თახსირი... აქედან გამომდინარე ფეხბურთელები არ გვყავს სათანადო დონის.სანიოლი კი არა 5-5 გვარდიოლა-კლოპი ვერ დადებს შედეგს.
გივი-გია
06 ივნისი 2021 22:49
4
ბურთი დაგვიმალეს.. მრცცვენია მათი გუშინდელი თამაშის შემდგომ
ლუკა
07 ივნისი 2021 11:37
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული