სანიოლი: ყველაფრის გათვალისწინებით, დღევანდელ შეხვედრას ნორმალურად შევაფასებ

AutoSharing Option
ნიდერლანდებთან 0:3 წაგებული ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა.

"ივნისის ამხანაგურ მატჩებამდე ვთქვით, რომ ეს შეხვედრები არის ახალი მოთამაშეებისა და ახალი ტაქტიკის გამოსაცდელად. არასდროს იცი, რა მოხდება ოფიციალური თამაშების დროს. შესაძლოა, ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გყავდეს და ამისთვის მზად უნდა იყო.

ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენზე ბევრად ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდით. რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, რომ მინიმუმ ერთი გოლის გატანას ვიმსახურებდით. ნიდერლანდებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები ჰყავს, ჩვენზე გაცილებით ძლიერ მეტოქესთან
დავმარცხდით.

​ორი ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ, ერთი მოვიგეთ და ერთი წავაგეთ. ვფიქრობ, რომ ეს მატჩები ჩვენი შესაძლებლობების შეჯამების კარგი საშუალება იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღევანდელ შეხვედრას ნორმალურად შევაფასებ, თუმცა გარკვეული მომენტებით უკმაყოფილო ვარ.

​ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართულმა მატჩმა დაგვანახა, რომ წარმატების მისაღწევად და კარგი რეზულტატის საჩვენებლად გვჭირდებიან ფეხბურთელები, რომლებიც ახალ პროექტში 100 პროცენტით იქნებიან ჩართულები და მზად იქნებიან, რომ ბოლომდე დაიხარჯონ. დღევანდელ შეხვედრაში ბოლომდე ასე არ იყო და სწორედ ამიტომ, ცოტა უკმაყოფილი ვარ. ასევე მესმის, რომ ივნისი ფეხბურთში რთული პერიოდია. ამ დროს შედეგი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც ეს სექტემბერში იქნება. კოსოვოს წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრაში მჯერა, რომ საკუთარ თავს ბევრად უკეთესად წარმოვაჩენთ და მეტი ამბიციით ვითამაშებთ.

სანაკრებო ფეხბურთში ყოველთვის ასე ხდება, რომ სხვადასხვა საწვრთნელ შეკრებაზე სხვადასხვა მოთამაშე უკეთესად წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს. სექტემბერში გასამართ ოფიციალურ მატჩებამდე დაახლოებით სამი თვე გვაქვს. ამ პერიოდში შესაძლოა ბევრი რამ მოხდეს, ზოგი მოთამაშე გუნდს შეიცვლის, ზოგი ითამაშებს, ზოგი - ვერა. განვლილი ორი შეხვედრა კარგად უნდა გავაანალიზოთ, რა გავაკეთეთ კარგად და რა ცუდად. აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ განვითარება გავაგრძელოთ და უკეთესები გავხდეთ", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 38 /
ბატონო სანიოლ, ხომ ხედავ, რამდენი საქმე გაქვს მოსაგვარებელი. იქნებ აუტების მოწოდებაზეც ავარჯიშო ფეხბურთელები და გამოყო რამოდენიმე მათგანი, რომლებიც აუტების შემსრულებლებად დასპეციალდებიან. როგორი მკაცრი პრესინგიც არ უნადა მოგვახვიოს თავს მეტოქემ, მოწოდებული აუტის შედეგად ბურთს რომ პირველივე შეხებით მეტოქე მოიპოვებს და გოლად აქცევს, ეს ნამდვილი კატასტროფაა. ჩვენს კარში მიღებული მეორე გოლი სწორედ ასეთი კატასტროფა იყო.
ამი
00:43 08-06-2021
0
მეორე ტაიმში რა შეიცვალა ნეტავ პირველთან შედარებით? ან ჰოლანდია ესპანეთზე ძლიერი გვგონია? ყველაფერი ერთი მარტივი მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანი ტაქტიკური ცვლილების შედეგი იყო, კერძოდ კი: მეორე ტაიმში დე ბურმა მინდრვის ცენტრალურ ზონაში. უფრო ჩვენს ნახევარზე, დამატებით ორი კაცი მიავლინა და 3-6-1-ზე გადავიდა, ვილის კონტრშეტევების იმედზე ხელი უნდა აეღო (ბურთი მაინც არ მიდიოდა თავდამსხმელებამდე) და ნახევარდაცვის საყრდენი ზონა გაეძლიერებინა. იმედი მაქვს დაინახავს- ჭკვიანი კაცი ჩანს. სხვათაშორის, მაკედონიამ მოგვიგო სწორედ რიცხობრივი უპირატესობით ცენტრალურ ზონაში, სხვათაშორის 3-6-1 და 2-7-1-ით აღწევს ხოლმე ბარსელონა ბურთის 70%-იან ფლობას გუნდებთან, რომლის მწვრთნელიც ვერ კითხულობს ტაქტიკას.
ნიკა
21:32 07-06-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული