"სანიოლის მიზანი იყო ენახა, ამ განლაგებაში ვინ როგორ ითამაშებდა" - გიორგი ლორია სანაკრებო და საკლუბო ამბებზე

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და "ანორთოსისის" კიპერი გიორგი ლორია "პირველი არხი სპორტის" სტუმარი იყო. 35 წლის ფეხბურთელმა სანაკრებო და საკლუბო თემებზე ისაუბრა.

ნიდერლანდებთან არჩეულ ტაქტიკაზე

"ნიდერლანდების ნაკრების ტაქტიკიდან გამომდინარე, მათი მთავარი მიზანი მთელი მინდვრის ათვისებაა. ისინი ცდილობენ, თამაში მაქსიმალურად გაშალონ და მთელ მოედანზე გადანაწილდნენ.

ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ტაქტიკაც ამის მიხედვით შეირჩა - უნდა გვეცადა, თავისუფალი მეტოქე არსად დაგვრჩენოდა.

გასათვალისწინებელია, რომ ამ ტაქტიკით (5 მცველით) პირველად ვთამაშობდით, სანიოლის მიზანი კი იყო ენახა, ამ განლაგებაში ვინ როგორ ითამაშებდა.

ფრანგმა სპეციალისტმა თითქმის ყველა ფეხბურთელი
ათამაშა და ამავდროულად, ახალი სათამაშო სქემაც მოსინჯა."

ლობჟანიძეს რომ გაეტანა

"ჩვენ მატჩის დასაწყისში საგოლე მომენტი გვქონდა. ამ დროს რომ თამაში წაგვეყვანა, შესაძლოა, ბევრი რამ შეცვლილიყო და შეხვედრას სხვა სურათი ჰქონოდა. რა თქმა უნდა, გარკვეული შეცდომები ჩვენი მხრიდანაც იქნა დაშვებული, რამაც მარცხი განაპირობა."

ვილი სანიოლზე


"სანიოლთან ურთიერთობა გაცნობის დღიდან მომეწონა. ფრანგი სპეციალისტი თავისი საქმის პროფესიონალი და მომთხოვნია, სათამაშო დისციპლინის დაცვას ყველა ფეხბურთელს გვთხოვს. მწვრთნელს მოთამაშეებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს."

შანსი შესარჩევში

"არასასიამოვნო სტარტს ხშირად კარგი შეხვედრები მოსდევს. ჩვენმა ნაკრებმა ყველას დაანახა, რომ თამაში ყველასთან შეგვიძლია. მეტი კონცენტრაცია და გამართლება გვჭირდება და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის დარჩენილ მატჩებში წარმატებას მივაღწევთ."

"ანორთოსისში" დარჩენა

"ფამაგუსტელებთან კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს. ძალიან კარგი შემოთავაზებები, როგორც კვიპროსული, ისე ბელგიური კლუბებიდან იყო. დიდი ალბათობით, მომავალ სეზონსაც „ანორთოსისში“ გავატარებ."

წყარო: 1tv

altlarnakasports: ლორიას თამაში ნიდერლანდებთან - აპოთეოზი [VIDEO]

altგიორგი ლორია - მოახლოებულ მატჩებზე, კვარაცხელიაზე, მამარდაშვილზე...



მკითხველის კომენტარები / 2 /
ფეხბურთელი ტაქტიკასი ასე ვერ ერკვეოდეს. ნუ კაი, მეკარეა, ამას ტაქტიკა არ ევალება, მაგრამ მაინც.
ნიკა
18:01 10-06-2021
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული