საქართველოს ნაკრების განაცხადში კიდევ ერთი ცვლილებაა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სექტემბრის მატჩებისთვის მზადებას 30 აგვისტოს იწყებს. ვილი სანიოლის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში კიდევ ერთი იძულებითი ცვლილებაა. ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი გიორგი ფანცულაია, რომელიც ეროვნული ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე პირველად იყო გამოძახებული, ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარება. მას თანაკლუბელი გიორგი ზარია შეცვლის. 24 წლის ფეხბურთელი "ჯვაროსნების"კიდევ ერთი დებიუტანტია.

საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან, ესპანეთთან და ბულგარეთთან 2, 5 და 8 სექტემბერს გასამართი მატჩებისთვის შავი ზღვისპირეთში 26 ფეხბურთელით მოემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია ("ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია", ესპანეთი), ლაზარე
კუპატაძე ("დინამო", ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია ("სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე ("კრაკოვია," კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა ('კოპენჰაგენი", დანია), გურამ გიორბელიძე ("დინამო", დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე ("დინამო", ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი ("დინამო", ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი ("ვოლფსბერგი", ავსტრია), საბა ხვადაგიანი ("დინამო", თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია ("ჟილ ვისენტე", ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე ("ჰატაისპორი",  ანტაკია, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი ("ულსან ჰიუნდაი", სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე ("გენტი", ბელგია), ზურიკო დავითაშვილი ("არსენალი", ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური ("დინამო", ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", გრაცი, ავსტრია), მურთაზ დაუშვილი ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი ("დინამო", ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი ("დინამო,", ბათუმი, საქართველო), გიორგი ზარია ("დინამო", ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი ("ჩერნომორეცი,", ოდესა, უკრაინა)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე ("მეცი", საფრანგეთი), გიორგი ქვილითაია ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი)

შეგახსენებთ, ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია უკვე გამოაკლდა და მას გიორგი წიტაიშვილი შეცვლის.

NAKREBI.GE

alt"ლაციოსა" და "ნაპოლის" ფეხბურთელებით - კოსოვოს ნაკრებმა საქართველოსთვის შემადგენლობა დაასახელა

altტრავმირებულ კვარაცხელიას ნაკრებში წიტაიშვილი შეცვლის


მკითხველის კომენტარები / 9 /
ვნახოთ დღეს იქნებ ამოიქოქოს
ჩაკვეტაძე
თენგო
29 აგვისტო 2021 09:05
2
მამარდაშვილი,აზაროვი, ხოჭოლავა, კაშია, ჩაბრაძე, კანკავა, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, მიქაუტაძე.
ზუკა
29 აგვისტო 2021 01:50
3
ძაან მაინტერესებს სასტარტო შემადგენლობა. მეკარეზე რას იზავს. მარჯვნივ კაკაბაძე უთემაშებელია. მარცხნივ გიორბელიძეც არ თამაშობს. არ თამაშობს აბურჯანია. არაა კვეკვესკირი. დაუშვილზე არ ვიცი რა ვთქვა. წინ უთამაშებელია მიქაუტაძე. ქვილითაიაზე არაფერს ვამბობ. ჩაკვეს ცოტა მეეჭვება სასტარტო დააწყებინოს. წიტაიშვილი უთამაშებელია. დავითაშვილიც. მარჯვნივ იქნება ლობჟანიძე კი მაგრამ მარცხნივ ვინ?
ჩემი აზრით
მამარდაშვილი

ჩაბრაძე კაშია ხოჭოლავა აზაროვი/ჯიღაური

კანკავა ალთუნაშვილი კიტეიშვილი

ლობჟანიძე ყაზაიშვილი

მიქაუტაძე
ზაზა ნ
28 აგვისტო 2021 19:47
7
ყველა ვარიანტში მამარდაშვილი უნდა დააყენოს. კაცი ვალენსიას სასტავშია და იბრძვის ძირითადში დასამკვიდრებლად და აქედანაც თუარ დავეხმარეთ არგამოვა ეგ ამბავი. მითუმეტეს ეკუთვნი ლორიას დიდი პატივისცემის მიუხდავად უკვე მამარდაშვილის დრო მოვიდა
ბაჩო
29 აგვისტო 2021 08:30
1
გაგუა?
MJ
28 აგვისტო 2021 19:05
5
გაგუა ახალგაზრდულში
პროფესტო
28 აგვისტო 2021 21:57
0
მამარდაშვილი

კაკაბაძე კაშია ხოჭოლავა აზაროვი

კანკავა
კიტეიშვილი

ჩაკვეტაძე

ლობჟანიძე წიტაიშვილი

ყაზაიშვილი
ილიავარ...
28 აგვისტო 2021 18:03
2
ბიჯო გოგია გამოიძახეთ ციურიხიდან ხალხი არა ხართ!
მწრთვნელი
28 აგვისტო 2021 17:18
10
უბედურება ისაა რო სხვა თავდამსხმელი ჰორიზონტზე არ იძებნება.3 თამაში 2 თავდამსხმელით რთულია.
Levani
28 აგვისტო 2021 16:12
3

სიახლეები პოპულარული