კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, შეკრების პირველ დღეს, 30 აგვისტოს, მთავარ მწვრთნელ ბერნარ შალანდეს განკარგულებაში 24 გამოძახებულიდან 19 მოთამაშე იყო. გუნდს დღეს 5 ფეხბურთელი, მათ შორის, "ნაპოლის" 27 წლის მცველი ამირ რაჰმანი, მოგვიანებით შეუერთდება.
კოსოვოს ნაკრები 31 აგვისტოს ვარჯიშს სრული შემადგენლობით გამართავს, პირველ სექტემბერს კი ბათუმში ჩასატარებელი შეხვედრისთვის ამ შემადგენლობით გამოემგზავრება:
მეკარეები - არიჯანეტ მურიჩი ("ადანა დემირსფორი", თურქეთი), ვისარ ბექაი ("ტირანა", ალბანეთი), სამირ უიკანი (უკლუბოდ);
მცველები - მერგიმ
ნახევარმცველები - ჰეროლინდ შალა ("სტაბეკი", ნორვეგია), ზიმერ ბიტიკი ("ქონიასფორი", თურქეთი), ვალონ ბერიშა ("რეიმსი", საფრანგეთი), ბესარ ჰალიმი ("რიგა",
ლატვია), ბერსანტ სელინა ("დიჟონი", საფრანგეთი), მილოტ რაშიცა ("ნორვიჩი", ინგლისი), ელბასან რაშანი ("კლერმონი", საფრანგეთი), ფლორან ლოშაი ("კრაკოვია", პოლონეთი), ლირიმ კასტრატი ("დინამო", ხორვატია), ფლორან მუსლია ("ჰანოვერი", გერმანია);
თავდამსხმელები - ვედად მურიქი ("ლაციო", იტალია), ასტრატ სელმანი ("ჰამარბი", შვედეთი).
საქართველო-კოსოვო 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება. კოსოვოს ნაკრები 5 სექტემბერს ბერძნებს ესტუმრება, 8-ში კი ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლებს. "ჯვაროსნების" უახლოეს მეტოქეს ჯგუფში ჯერ ქულა არ მოუპოვებია.
ვინ როგორ ფორმაშია საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩების წინ? [PHOTO]