კოსოვოსთან მატჩის ჩვენებური შემადგენლობა [PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს კოსოვოს ბათუმში უმასპინძლებს. ვილი სანიოლი საკმაოდ თამამი სპეციალისტია, რომელიც ექსპერიმენტებსა და დებიუტანტებზე დაყრდნობას არ ერიდება. აქედან გამდინარე, სასტარტო 11-ეულის გამოცნობა იოლი საქმე ნამდვილად არაა.

Sportall.Ge

მეკარე - გიორგი ლორია ნაკრების ძირითადი კიპერია, რომელსაც ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა კარის დაცვა შემოდგომის პირველ შეხვედრაშიც უნდა ანდოს.

წინ კიდევ ორი მატჩია და "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილის სანაკრებო დებიუტს უფრო მეტად მაშინ უნდა ველოდოთ.

მარჯვენა მცველი - თუკი სანიოლის განვლილი შეხვედრების მიხედვით ვიმსჯელებთ, კოსოვოსთან მატჩში გრიგოლ ჩაბრაძე სასტარტოში უნდა ვიხილოთ. ამ პოზიციაზე
როტაცია ხშირია და ოთარ კაკაბაძეს "ფურია როხასთან" გასვლით მატჩში ველით.

ცენტრალური მცველები - თუკი რამემ ხელი არ შეუშალა, დავით ხოჭოლავასა და გურამ კაშიას წყვილი შესარჩევი ეტაპის ორივე შეხვედრაში ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს.

ფრანგი სპეციალისტი კაშიასა და დვალს შესარჩევი ეტაპის საწყის მატჩებში სტაბილურად დაეყრდნო. ახლა "კოპენჰაგენისა" და "სლოვანის" უკანახაზელები ნაკრებში ყველაზე გამოცდილი და ამავდროულად, კარგ ფორმაში მყოფნი არიან.

მარცხენა მცველი - ირაკლი აზაროვს სანაკრებო დებიუტი უკვე ჰქონდა. ის ახლა მშვენივრად გამოიყურება და ევროტურნირებზე თამაშით საერთაშორისო პრაქტიკაც დააგროვა.

გურამ გიორბელიძე ობიექტური მიზეზების გამო უთამაშებელია. გუნდთან ერთად რამდენიმედღიანი მომზადების შემდეგ მისი ხილვა ესპანელთა წინააღმდეგ 
უფრო რეალური  ჩანს.

ნახევარმცველები - ჯაბა კანკავა რომ ძირითად შემადგენლობაში იქნება, ამას ბევრი მსჯელობა არ სჭირდება.

მთავარი მწვრთნელი ამ ეტაპზე გვილიასა და კვეკვესკირს არ ენდო, ნაკრებში გამოძახებული გიორგი აბურჯანია კი დიდი ხანი არაა, რაც მომჯობინდა. ასეთ დროს თითქოს მურთაზ დაუშვილის შანსები უნდა გაიზარდოს, თუმცა ოპტიმალურ ფორმაში არც ის იმყოფება.

ბოლოდროინდელი თამაშისა და საკუთარი გუნდის მოედნის ფაქტორის გამოც (მიუხედავად იმისა, რომ მატჩი უმაყურებლოდ გაიმართება) სანდრო ალთუნაშვილის დებიუტი გამორიცხული სულაც არაა - სანიოლის მხრიდან კიდევ ერთ ახალბედაზე დაყრდნობა მოულოდნელი გადაწყვეტილება ისედაც არ იქნება.

გუნდის მესამე ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილია - ის ნებისმიერ ტაქტიკურ სქემაში კარგად მოქმედებს, მაგრამ გამთამაშებლად უფრო მეტად პროდუქტიულია.

Sportall.Ge

შეტევის ფლანგები: საბა ლობჟანიძე და ვაკო ყაზაიშვილი ისეთ ფორმაში არიან, კოსოვოს წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში უნდა დაიწყონ. საბა ჩვეულ ადგილზე ითამაშებს, კვარაცხელიას არყოფნაში კი "ულსანის" შემატევს მარცხნიდან ველით. ვაკოც უკეთესი "ათიანია", ვიდრე ფლანგელი, მაგრამ ახლა ეს მოცემულობაა.

ფორვარდი - სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის მიუხედავად, გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში უნდა იყოს - აწ უკვე "სერენის" წევრი ძალიან მოწადინებულია, რათა საქართველოს ნაკრებში თავისი გოლების ისტორია გაამდიდროს.

Sportall.Ge

სასტარტო შემადგენლობის ვერსიაში ორ ისეთ მოთამაშეს ვერ ვხედავთ, რომელთა თამაში ქართველ გულშემატკივრებს ძალიან აინტერესებთ - "ჯვაროსნების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ჩაკვეტაძე და დებიუტის მომლოდინე გიორგი წიტაიშვილი. დიდია შანსი, ამ ფეხბურთელებმა კოსოვოს წინააღმდეგ მონაწილეობა მიიღონ, თუმცა რამდენი დრო დაეთმობათ, ამას ერთად ვნახავთ...

სანიოლს ოფიციალურ მატჩებში ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე პირველად უწევს გამოსვლა, თუმცა მან და საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა ეს დიდი დანაკლისი წარმატებაში ხელის შემშლელად არ ექცეთ!

altვინ როგორ ფორმაშია საქართველოს ნაკრების მოახლოებული მატჩების წინ? [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 32 /
შეიძლება ზოგიერთები არ დამეთანხმოთ, მაგრამ წესით კოსოვოსთან არ უნდა ვითამაშოთ ანუ თამაში ჩავშალოთ, რადგან 1. კოსოვოს არ ვაღიარებთ, რადგან ის ისეთივე სეპარატისტული რეგიონია, როგორც აფხაზეთი და ე.წ. ,,იუჟნაია ოსეტია'' და მნიშვნელობა არ აქვს იმას, თუ ვინ აღიარა და 2. ეს ჩვენებურ სეპარატისტებს წაახალისებს, რომ თქვან: ,,მათთვის თუ შეიძლება, ჩვენთვის რატომ არა?''. ამიტომ არ უნდა ვითამაშოთ.
რატი
01 სექტემბერი 2021 12:53
17
ვფიქრობ, ეროვნული ინტერესები წინ უნდა დავაყენოთ, ჩაგვითვალონ წაგებად, არაუშავს.
რატი
01 სექტემბერი 2021 15:49
3
ესპანეთი და აზერბაიჯანი თუ ეთამაშა, ეს პრობლემა ნაკლებად აწუხებთ?
150-ის მძღოლი
01 სექტემბერი 2021 13:01
3
ყველა გამოხმაურება
ეხლა კარის დაცვას მამარდაშვილი რომ იმსახურებს რად უნდა ლაპარაკი. ვინ გვყვავს მაგ დონის ჩემპიონატიდან და ასეთი სათამაშო პრაქტიკით თუნდაც სხვა პოზიციებზე და ეხლა ეგ თადარიგში დატოვო რიავიცი.
QT
01 სექტემბერი 2021 13:20
2
ვინ როგორ ფორმაშია, მწვრთნელმა უკეთესად იცის. უბრალოდ ყაზაიშვილმა პასი არ დააგვიანოს.
100%
01 სექტემბერი 2021 11:25
0
არ არის ეს ქვილითაია ნაკრების დონის , არაფერი პირადული, მაგრამ არაერთხელ დაამტკიცა რო ნაკრებში თამაშს არ იმსახურებს, და რა ძალა დგას ამ ყველა უკან ვერ ვხვდები
Vasili
01 სექტემბერი 2021 10:47
6
ვეთანხმები იმ კომენტარის ავტორს,რომელიც ამბობს,რომ მამარდაშვილი უნდა იცავდეს კარს არამარტო იმის გამო,რომ ძალიან კარგ ფორმაშია,არამედ იმის გამოც ,რომ ახალგაზრდაა და ესპანური პრესა მის ტალანტზე აღფრთოვანებული წერს.მისი კარში დგომა ერთგვარი ფსიგოლოგიური ფაქტორიც იქნება მოწინააღმდეგე გუნდისთვის.ზურიკო დავითაშვილს და წიტაიშვილს თუ მუდმივად ათამაშებს სანიოლი,ისინი შეტევას უფრო მრავალფეროვანს გახდიან.ნუ ვაკოში არასოდეს მეპარებოდა ეჭვი,თუ ის კარგ ფორმაშია მასი დრიბლინგი და შეტევის დაგვირგვინებაც შესანიშნავად გამოსდის.საბა და კიტე ამჟამად უალტერნატოვოა.კვარა ჩამოვაო,ჩაკვეტაძეც იქნება.ამ ორი ლიდერის მდგომარეობა ჯერ უცნობია,მაგრამ მგონია,რომ მწვრთნელი აუცილებლად გარკვეულ დროს მისცემს.საერთოდ ვფიქრობ ნაკრებში მსგავსი კონკურენცია არ ყოფილა და ეს დიდ იმედებს გვიჩენს.წარმატება ჩვენს ნაკრებს.წინ ბევრი სიხარული გველოდება.
ლერი
01 სექტემბერი 2021 12:12
3
ოღონდ ლორია არა! კი კაი მეკარეა მარა იმდენ შეცდომას უშვებს რო ამ მომენტში ლაზარეც და გიორგიც უკეთესები არიან ჩემი აზრით. წარმატებები ბიჭებო 6 ქულა გვინდა უეჭველი
აბრეზა
01 სექტემბერი 2021 11:52
13
მამარდა-კაშო,ხოჭო,გიორბელიძე და ჩაბრაძე-კანკავა-კიტე-ჩაკვე,ვაკო,საბა და მიქაუტაძე.
ლევან მაღლაკელიძე
01 სექტემბერი 2021 14:49
2
Mamarda espanettan aucileblad
Shalva
01 სექტემბერი 2021 12:26
1
გორის დილას ფეხბურთელებმა რა დაგიშავათ
rati
01 სექტემბერი 2021 13:50
9
ვეთანხმები ღვთისოს, მეც ესეთ შემადგენლობას ველი და კარგიც იქნება. ერთი დაუშვილის მაგივრად შეიძლება სხვა ვიხილოთ.
შოთა
01 სექტემბერი 2021 10:32
4
ისედაც ალთუნაშვილია განხილული
თქვენ მოჰკალით ძერა?
01 სექტემბერი 2021 10:34
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული