სანიოლი: მამარდაშვილი?!... ცვლილებების მიზეზს ვერ ვხედავ

AutoSharing Option
კოსოვოსთან მატჩის წინ საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

"რა თქმა უნდა, სამწუხაროა, როცა თამაში მაყურებლის გარეშე იმართება, თუმცა რეგულაციებს პატივი უნდა ვცეთ. ჯერჯერობით მხოლოდ კოსოვოსთან დაპირისპირებაზე ვფიქრობთ და ესპანეთის ნაკრებზე ამის შემდეგ ვიმსჯელებთ.

ჩემთვის რთულია, ქართველი ფეხბურთელების სატრანსფერო კამპანია ახლა შევაფასო. უნდა დავაკვირდეთ, როგორ მოერგებიან ისინი ახალ კლუბებს.

გიორგი მამარდაშვილით ძალიან ვამაყობ, ის ქართული ფეხბურთის პრესტიჟია, თუმცა ჯერ მხოლოდ 20 წლისაა. რაც მე საქართველოს ნაკრებში ვმოღვაწეობ, გიორგი ლორია პირველი ნომერია, მისით კმაყოფილი ვ
არ და ცვლილების აუცილებლობა არ დგას. თუმცა წინ სამი მატჩია. ლაზარე კუპატაძემ რუმინეთის წინააღმდეგ მშვენიერი შეხვედრა გამართა. არ უნდა დაგვავიწყდეს გიორგი მაკარიძეც. ასე რომ, ამ პოზიციაზე არ გვიჭირს.

ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, მან ტრავმის გამო უკანასკნელი შეხვედრები გამოტოვა. ის განაცხადში გამოჯანმრთელების იმედად შევიყვანეთ, თუმცა არ გამოვიდა. "რუბინის" განცხადებაზე ვერაფერს ვიტყვი... კვარაცხელია ჩვენი ერთ-ერთი ლიდერია, თუმცა, იმედია, წარმატებებს მის გარეშეც მივაღწევთ.

ზოგიერთი ფეხბურთელი ქვეყნიდან შორს თამაშობს და გვიან გვიერთდება. ერთ-ერთი ასეთი სწორედ ყაზაიშვილია. ვაკოს გამოძახება ადრეც მსურდა, მაგრამ ვერ მოხერხდა.

კიტეიშვილმა, კაშიამ და ხოჭოლავამ ინდივიდუალურად ივარჯიშეს, თუმცა დღეს გუნდთან ერთად იქნებიან.

გვყავს მოთამაშეები, მაგალითად, გურამ გიორბელიძე, რომელსაც დრეზდენის "დინამოში" ჯერ არ უთამაშია; გიორგი აბურჯანია ახლახან მომჯობინდა. ისინი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელები არიან და მაინც გამოვიძახეთ. რა თქმა უნდა, პრაქტიკა მნიშვნელოვანია, თუმცა გვაქვს მაგალითები, როცა უთამაშებელმა ფეხბურთელებმა თავი კარგად წარმოაჩინეს.

გიორგი ჩაკვეტაძეს ბოლო დროს ბევრი არ უთამაშია, თუმცა კარგია, რომ დაბრუნდა. ის 90 წუთით სათამაშოდ ახლა მზად არაა, მაგრამ კარგია, რომ თანაგუნდელებთან ერთადაა.

გიორგი წიტაიშვილი ახალ გუნდში ბევრად მეტს თამაშობს და ახლა მისი გამოძახება სწორი იყო. მისი ამპლუის ბევრი მოთამაშე არ გვყავს.

ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს, მათ შორის, ოთარ კიტეიშვილი, რომელიც უფრო მაღალი დონის გუნდში ითამაშებდა. მე რომ რომელიმე კლუბის პრეზიდენტი ვიყო, ოთარს აუცილებლად შევიძენდი.

კოსოვოს ნაკრები ძალიან ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, თუმცა წარმატების იმედი გვაქვს".

საქართველოსა და კოსოვოს ნაკრებების მატჩი ბათუმში 2 სექტემბერს, 20:00 საათზე დაიწყება.

altკოსოვოსთან მატჩის ჩვენებური შემადგენლობა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 28 /
ჩემი კომენტარი დაიკარგა
ვახო
02 სექტემბერი 2021 17:00
0
ალბათ პოზიტივი და კორექტული იყო, თორე ლანძღვა და შეურაწყოფა კი ბატონო!
ვახოს
02 სექტემბერი 2021 18:30
0
დღეს ფეხბურთი არ იქნება, ფეხბურთი არ შედგება! კოკისპირულად წვიმს ჯერ კიდავ ადრე დილიდან! დღეს იქნება წყალბურთი!
aburjga
02 სექტემბერი 2021 14:32
3
ისე მაგაში უკეთ ვართ.
დათო
02 სექტემბერი 2021 18:32
0
რუსოფილო,იქნება და მასში საქართველოს ნაკრები გამოვა გამარჯვებული,ღორისტანისგან განსხვავებით!
იქნება
02 სექტემბერი 2021 17:49
2
ვალენსიის ძირითადი შემადგენლობის მეკარე საქართველოს ნაკრებში როგორ ვერ ხვდება ძირითადში არ მესმის
მეგრელი
02 სექტემბერი 2021 11:43
0
გამარჯობა. სამწუხაროა რომ საიტზე ჩნდებიან ე.წ."ბალელშჩიკები", რომლებიც საერთოდ აცდენილები არიან რეალობას და რბილად რომ ვთქვათ, უგუნურობით და დაბალი ინტელექტით გამოირჩევიან. სხვას რას უნდა ნიშნავდეს ალბანელების "მათხოვრებად" მოხსენიება და ქართული ფეხბურთის კორიფეს დავით ყიფიანის შეურაწყოფა და ძალადობასთან გაიგივება, ზღვარგადასული ბოღმა და ღვარხლი, როგორც ქართველი ასევე უცხოელი ფეხბურთელებისადმი. ისევე როგორც ამ საიტმა, რამოდენიმეჯერ გაგვაცნო უცხოელი გულშემატკივრების კომენტარები, ასევე არაა გამორიცხული ქართული კომენტარიც მოხვდეს უცხოყრ პრესაში. სირცხვილია! და პირველ რიგში პატივი ეცით საკუთარ თავს და საზოგადოებას, რომელიც მსგავს სიბინძურეს ძალაუნებურად ეცნობა.
ჯაბა
02 სექტემბერი 2021 10:48
3
5 საათის წინ თქვა რუბინის პრეზიდენტმა ხვიჩა რუბინში რჩებაო და ნაკრებში მიდისო
ჯონი
01 სექტემბერი 2021 21:54
8
ფეოლა რატომაც არ იქნებიან? ალბანელებით არის სავსე 3ევროპის ყველა დივიზიონი. მაძტთვის ეს თაქვისუფლების და დიდი ხელფასების შოვნის სშუალებაა და ვირივით მუშაობენ. 88 წელს გპი-დან იუგოსლავიაში ყამირზე ვიყავი. ჯერ ერთო ყველა სპორტული იყო აქლი თუ კაცი, კალათბურთს შერეულასდ გოგოებთან ერთად ვთამასობდით და იშვითად თუ მაზავდნენ. ამას გარდა სადაც ფეხბურთი ვითამაშე ყველგან ალბანური წარმოშობის ფეხბურთელები თექნიკურად ბევრად უკეთესები იყვნენ, თან არაფერს არ თმობდნენ პოზიციურად მინი ფეხბურთშიც. მთავარი მონომებაა და იმის შეგნება რომ მსოფლიო ასპარესზე გასვლის საშუალება აქვთ და ბოლომდე იყენებენ. ჟუღელის ნაერ აგენტს კაციშვილი არ დაელაპარაკება მაქეედან დავიწყოთ. საჩალიჩოა სიმონ მოკვდა. კვარაცხელიაზე ვამატებ. თუ არ მოიშორა ეგ პან სპანტსმენი შორს ვერ გაპფრინდება და ჭაობიდან ვერ ამოვა!!!
niko
01 სექტემბერი 2021 21:41
3
ეს ალბანელი მათხოვრებიც 3 ქულისთვის ჩამოვიდნენ და თან რა დიდ გულზე არიან...
ბიჭებო, გადით ხვალ მინდორზე და იმისთანა გაუკეთეთ, მთელი ცხოვრება რომ ვერ გამოიძრონ
ფეოლა
01 სექტემბერი 2021 21:05
23
მისმინე,არ შეგვშვენის ჩვენ ასეთი საუბარი,მითუმეტეს იმ ერზე,რომელსაც ჩვენთვის არაფერი დაუშავებია!ეხლა რაც შეეხება მათ ამბიციებს,სრულიად გასაგებია მათი შემადგენლობიდან და ჩვენი უკანასკნელი შედეგებიდან გამომდინარე და არც ჩვენ გვაწყენდა მსგავსი ამბიციურობა,თუმცაღა ვფიქრობ,რომ ერთი დონისანი ვართ!
ფეოლე
01 სექტემბერი 2021 22:13
7
რა თქმა უნდა ჩვენი ბიჭების გამარჯვება გვინდა, მაგრამ არა შენნაირი გულშემატკივრები. ადმინ. ცოტა გააკონტროლე უხამსი გზავნილი. სხვას თუ არა, საკუთარ თავს ვცეთ პატივი.
რატი
01 სექტემბერი 2021 21:32
5
ყველა გამოხმაურება
ანგარიში 1:3
მორიელო
01 სექტემბერი 2021 20:15
30
რა გჭირს შე კაი ადამიანო ასეთი?
გიზოგ
02 სექტემბერი 2021 14:20
0
2-1ს მოვიგებთ ხვალ. პირველ ტაიმში შევყრით გოლებს, ამის მერე პენალტი დაინიშნება ჩვენს კარში და გაგვიტანენ.
კახა
01 სექტემბერი 2021 20:12
11
ჩემი პროგნოზი, ფრე იქნება
აბა წავედით პროგნოზებზე.
01 სექტემბერი 2021 20:21
10
საინტერესოა 10 იანად გამოცდის თუ არა წიტაიშვილს, მაგის ამპლუის ფეხბურთელი არ გვყავსო და ნაკრებს მართლა არ ჰყავს კლასიკური 10 იანი.
zaza
01 სექტემბერი 2021 19:39
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული