კოსოვოელთა მწვრთნელი: ჩვენ და საქართველოს არ გაგვიმართლა, თორემ...

AutoSharing Option
2 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ბათუმში კოსოვოს უმასპინძლებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე მეტოქე გუნდის მწვრთნელმა ბერნარ შალანდემ ისაუბრა:

"კოსოვოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატისკენ მისასვლელი გზა, ისევე, როგორც საქართველოს ნაკრებისა, ჩრდ. მაკედონიამ ჩაშალა. ასე რომ, გუნდები დაახლოებით თანაბარი დონის არიან და ასეთივე თამაშის მოლოდინი მაქვს.

ფეხბურთი მაყურებლების გარეშე რთული წარმოსადგენია და ეს ის არაა, რაც სპორტსმენებს უხარიათ. ვაცნობიერებთ მსოფლიოში არსებულ ვითარებას და რეგულაციებს ვემორჩილებით.

გარკვეული საკადრო პრობლემების გამო ახალი მოთამაშეების გამოძახება დაგვჭირდა. ეს პრობლემა ბევრ ნაკრებს აქვს, მათ შორის, საქართველოსაც. ამის მიუხედავად, კარგ თამაშს ველი.

მე ვუყურე საქართველოს ნაკრების განვლილ მატჩებს. ისინი სწრაფად თამაშობენ. ჩვენ, ისევე, როგორც საქართველოს ნაკრებს, არ გაგვიმართლა, თორემ ბევრად მეტი შეგვიძლია."


მკითხველის კომენტარები / 5 /
ამან სად დაგვსერჩა ნეტავ სწრაფად თამაშობთო რო ამბობს? თუ რამე თავაზიანად უნდოდა ეთქვა ქართული კულინარია შეექო
Levani
03:29 02-09-2021
2
რა გამართლებაზე საუბრობთ? გუნდები იკვრებიან კალათებიდან თითო და არა ყველაა ერთ კალათაშია და ერთ ჯგუფში შეიძლება მოხვდეს გიბრალტარი ანდორა მალტა არაფერი გამართლებაა არაა მააგის მიზეზი მიზეზი არის ცუდი ნაკრები რომლიც ბოლო კალათაშია და შესაბამისად სულ არ არის ის რო ერთად ვართ გაუმართლებლობის ბრალი
ნოდო
22:39 01-09-2021
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული