კიდევ ერთი მძიმე დანაკლისი - ნაკრებს ლობჟანიძეც ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს კოსოვოსთან დაპირისპირებაში, ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, აგრეთვე მისი ერთ-ერთი ლიდერი და საუცხოო ფორმაში მყოფი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე ვერ დაეხმარება, რომელიც ვარჯიშზე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას nakrebi.ge ავრცელებს:

"საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში კოსოვოს დაუპირისპირდება. 1-ელ სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდმა შეხვედრის მასპინძელ "ბათუმი არენაზე" მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა და მასში მონაწილეობა 25-მა ფეხბურთელმა მიიღო. ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო კოსოვოს წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას საბა ლობჟანიძე გამოტოვებს".

მკითხველის კომენტარები / 28 /
ასეთი რაღაცეები უცხოელებსაც ემართებათ მარა ასე ხშირად არ
შოკირებული გულშემატკივარი
01 სექტემბერი 2021 23:15
1
ვაჰ, ლამისაა ვიფიქრო, რომ შეთქმულებას აქვს ადგილი ფედერაცია საქართველის წინააღმდეგ...ეს რა ჭირი გვჭირს ტოო...
zaza
01 სექტემბერი 2021 23:13
4
ვარჯიშზე მგლები არიან და მაკედონიამ კი მოგვიგი სეირნობით
ნიმბუსი
01 სექტემბერი 2021 23:02
2
ეს რა ჭირი გვჭირს
giorgi
01 სექტემბერი 2021 22:51
0
რა არის ვარჯიშია თუ ხანჯლაობა ლოჩოშვილი იქნებოდა ეგ არის სპეცი მაგეების. კვარა და საბა აფსუს რა ბიჭები არ გვყავს. წყევლა აქვს ნაკრებს თუ რა არის ვერასდროს ვერ შევკარით სასტავი სრულყოფილად
რომა
01 სექტემბერი 2021 22:51
6
რა ჯანდაბა გვჭირსვისი.ვისი იმედიც გვაქვს ყველას ბოლო როგორ ეღება სანაკრებო თამაშებზე.
Beqa
01 სექტემბერი 2021 22:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული