პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან 0:1 მარცხდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან 0:1 მარცხდება.

ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში კვარაცხელია და ლობჟანიძე ვერ დაეხმარნენ, ხოლო მეტოქეს - რაშიცა, ზენელი და ჟეგროვა. „ჯვაროსანთა“ მწვრთნელმა სანიოლმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და შემადგენლობაში დებიუტანტი წიტაიშვილი დააყენა.

მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ბათუმის სტადიონის გაზონი ჩინებულ მდგომარეობაში იყო. საქართველოს ნაკრებმა მეტოქის სასტარტო შეტევები მოიგერია, ბურთი დაიჭირა, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-12 წუთზე ტრავმა მიიღო კიტეიშვილმა, რომელმაც „შტურმში“ ბოლო შეხვედრა ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა და ეროვნულ გუნდში
ინდივიდუალურად ემზადებოდა.

მე-13 წუთზე კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, როდესაც ხოჭოლავამ მურიქთან ბრძოლაში თავით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, მოწინააღმდეგის კართან ვერანაირ ხიფათს ვერ ქმნიდნენ და მხოლოდ წიტაიშვილი ამწვავებდა თამაშს, რომელსაც წესების დარღვევით აჩერებდნენ. ბურთის ქვილითაიაზე გადაგდება „არ მუშაობდა“, ყაზაიშვილიც დაკარგული იყო.

ტაიმის დასასრულს სანიოლის შეგირდები გააქტიურდნენ, ორიოდ მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შექმნეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. აშკარაა, სანიოლს შესვენებაზე შეტევის ხაზში ცვლილებების განხორციელება სჭირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - კოსოვო
გოლი: 0:1 ხოჭოლავა (18 საკ. კარში)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი, აბურჯანია, კანკავა, წიტაიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 12), ყაზაიშვილი, ქვილითაია

კოსოვო: მურიჩი, ჰადერგონაი, ალიტი, რაჰმანი, ვოივოდა, ბერიშა, დრესევიჩი, ჰალიმი, რაშანი, მურიქი, კასტრატი

მკითხველის კომენტარები / 44 /
რა დავაშავეთ ასეთი, მთელი ცხოვრება რომ წაგებულის იარლიყით უნდა ვიაროთ ფეხბურთში, რა გჭირთ თქვე კაი ხალხო ფეხბურთელებო,მწვრთნელებო ფეხბურთის ფედერაციავ ფეხბურთი ჩვენთვის მარტო 90 წუთით არ მთავრდება, ეს მოგვყვება მერე ცხოვრებაში და ყოველდღიურობაში, ტელევიზორს რომ გავთიშავთ მერე ეს აურა მიგვაქვს ოჯახში,სამსახურში. ეტყობა ვიღაცას მართლა უნდა რომ მუდამ ვიყოვთ ლუზერები. როგორც მე ახლა ხასიათზე დამაყენეთ, ასეთ ხასიათზე იყავით მუდამ ფედერაციის მეპატრონენო
რა დავაშავეთ
21:53 02-09-2021
0
ქვილითაია და ყაზაიშვილი თუ კოსოვოსკენაა,ჩვენი ფორმა რატომ აცვიათ?
gurulo
21:16 02-09-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული