პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან 0:1 მარცხდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან 0:1 მარცხდება.

ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში კვარაცხელია და ლობჟანიძე ვერ დაეხმარნენ, ხოლო მეტოქეს - რაშიცა, ზენელი და ჟეგროვა. „ჯვაროსანთა“ მწვრთნელმა სანიოლმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და შემადგენლობაში დებიუტანტი წიტაიშვილი დააყენა.

მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ბათუმის სტადიონის გაზონი ჩინებულ მდგომარეობაში იყო. საქართველოს ნაკრებმა მეტოქის სასტარტო შეტევები მოიგერია, ბურთი დაიჭირა, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-12 წუთზე ტრავმა მიიღო კიტეიშვილმა, რომელმაც „შტურმში“ ბოლო შეხვედრა ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა და ეროვნულ გუნდში
ინდივიდუალურად ემზადებოდა.

მე-13 წუთზე კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, როდესაც ხოჭოლავამ მურიქთან ბრძოლაში თავით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, მოწინააღმდეგის კართან ვერანაირ ხიფათს ვერ ქმნიდნენ და მხოლოდ წიტაიშვილი ამწვავებდა თამაშს, რომელსაც წესების დარღვევით აჩერებდნენ. ბურთის ქვილითაიაზე გადაგდება „არ მუშაობდა“, ყაზაიშვილიც დაკარგული იყო.

ტაიმის დასასრულს სანიოლის შეგირდები გააქტიურდნენ, ორიოდ მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შექმნეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. აშკარაა, სანიოლს შესვენებაზე შეტევის ხაზში ცვლილებების განხორციელება სჭირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - კოსოვო
გოლი: 0:1 ხოჭოლავა (18 საკ. კარში)

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი, აბურჯანია, კანკავა, წიტაიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 12), ყაზაიშვილი, ქვილითაია

კოსოვო: მურიჩი, ჰადერგონაი, ალიტი, რაჰმანი, ვოივოდა, ბერიშა, დრესევიჩი, ჰალიმი, რაშანი, მურიქი, კასტრატი

მკითხველის კომენტარები / 44 /
რა დავაშავეთ ასეთი, მთელი ცხოვრება რომ წაგებულის იარლიყით უნდა ვიაროთ ფეხბურთში, რა გჭირთ თქვე კაი ხალხო ფეხბურთელებო,მწვრთნელებო ფეხბურთის ფედერაციავ ფეხბურთი ჩვენთვის მარტო 90 წუთით არ მთავრდება, ეს მოგვყვება მერე ცხოვრებაში და ყოველდღიურობაში, ტელევიზორს რომ გავთიშავთ მერე ეს აურა მიგვაქვს ოჯახში,სამსახურში. ეტყობა ვიღაცას მართლა უნდა რომ მუდამ ვიყოვთ ლუზერები. როგორც მე ახლა ხასიათზე დამაყენეთ, ასეთ ხასიათზე იყავით მუდამ ფედერაციის მეპატრონენო
რა დავაშავეთ
02 სექტემბერი 2021 21:53
0
არა რა მათრახის გარეშე არაფერი გამოვა
ნიმბუსი
02 სექტემბერი 2021 21:52
0
ესპანეთში არ წახვიდეთ,სირცხვილია!
ნუკრი
02 სექტემბერი 2021 21:49
0
აი რა შედეგი მოაქ ახლობლების გამოძახებას ნაკრებში,ხუზანიშვილმა გაავსო ბაკრები ნათლულებით,ვინმე დვალიშვილი რატომ არის ნაკრებში რომელიც ძალიან დიდ ხელფას იღებს,ჩაბრაძე აზაროვი შეშინებულები და ამოსვრილები არიან,კობიაშვილუს ნათლული რატომ თანაშობს ძირითადს თუ დავალება არაა,კალაძემ და კობიაშვილმს თავის კანტორად აქციეს ნაკრები,დროა ამას წერტილი დაესვას,
qomagi
02 სექტემბერი 2021 21:47
11
ვგიჟდები,ყველა მწვრთნელი რატო უნდა შეიწირონ, 26 წელია ფეხბურთს უყურებ,ყველა მწვრთნელი რატოა 26 წლის განმავლობაში დამნაშავე
თორნიკე ( რაჭა)
02 სექტემბერი 2021 21:35
1
5 წლის ბავშვი მყავს და ყველანაირი სურვილი მომიკვდა ფეხბურთს უყუროს
თორნიკე ( რაჭა)
02 სექტემბერი 2021 21:32
0
ერთი ნათელი წერტილი წიტაიშვილია,დანარჩენი ზომბებივით დალასლასებენ....
Tazo
02 სექტემბერი 2021 21:31
1
თავმოყვარეობა ნული ფიზიკურად მომზადება ნული. ყველაფერში ასე უხეიროები. ვაფშემ კოსოვოს არ ვაღოარებთ ფეხბურთს ვეთამაშებით. ცოტახანში აფხაზებს სხვები ეთამაშებიან. ეს კომენტატორები ხომ
პატრიოტი
02 სექტემბერი 2021 21:29
1
ქვილითაია და ყაზაიშვილი თუ კოსოვოსკენაა,ჩვენი ფორმა რატომ აცვიათ?
gurulo
02 სექტემბერი 2021 21:16
1
მოკლედ რა კვარაზე აღრენილები კვარასთან და კვარას გარეშე სულ სხვა და სხვაა ნაკრები პლიუსი და მინუსი ჩაკვეც იგულისხმება კვარასთან ერთად ბავშვი ყველაფერს დებს ნაკრებისთვის
გიორგი
02 სექტემბერი 2021 21:13
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული