საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა და ჯგუფის აუტსაიდერია - გუნდი კვარაცხელიას გარეშე მარცხისთვისაა განწირული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა.

ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში კვარაცხელია და ლობჟანიძე ვერ დაეხმარნენ, ხოლო მეტოქეს - რაშიცა, ზენელი და ჟეგროვა. „ჯვაროსანთა“ მწვრთნელმა სანიოლმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და შემადგენლობაში დებიუტანტი წიტაიშვილი დააყენა.

მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ბათუმის სტადიონის გაზონი ჩინებულ მდგომარეობაში იყო. საქართველოს ნაკრებმა მეტოქის სასტარტო შეტევები მოიგერია, ბურთი დაიჭირა, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-12 წუთზე ტრავმა მიიღო კიტეიშვილმა, რომელმაც „შტურმში“ ბოლო შეხვედრა ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა და ეროვნულ გუნდში ინდივიდუალურად ემზადებოდა.

მე-13 წუთზე
კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, როდესაც ხოჭოლავამ მურიქთან ბრძოლაში თავით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, მოწინააღმდეგის კართან ვერანაირ ხიფათს ვერ ქმნიდნენ და მხოლოდ წიტაიშვილი ამწვავებდა თამაშს, რომელსაც წესების დარღვევით აჩერებდნენ. ბურთის ქვილითაიაზე გადაგდება „არ მუშაობდა“, ყაზაიშვილიც დაკარგული იყო.

ტაიმის დასასრულს სანიოლის შეგირდები გააქტიურდნენ, ორიოდ მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შექმნეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. აშკარა გახლდათ, რომ სანიოლს შესვენებაზე შეტევის ხაზში ცვლილებების განხორციელება სჭირდებოდა, თუმცა არავინ შეცვალა.

მეორე ტაიმის დასაწისში თამაშის სურათი არ შეიცვალა - „ჯვაროსნების“ არაფრისმომცემი ინიციატივა, ალბანელთა კონტრიერიშები და კინაღამ მეორე გოლი მივიღეთ - ჩაბრაძეს კასტრატი გაექცა, ლორიასთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. მე-60 წუთზე მოედანზე ყაზაიშვილის ნაცვლად მიქაუტაძე შევიდა, ხოლო 78-ეზე - ქვილითაიასა და აბურჯანიას მაგივრად ჩაკვეტაძე და დავითაშვილი. ჩვენს ეროვნულ გუნდს კი შეტევაში მაინც არაფერი გამოსდიოდა, ინდივიდუალურადაც ვერავინ ახერხებდა მეტოქის მწყობრი დაცვის გარღვევას, ხოლო მოწინააღმდეგე მშვიდად თამაშობდა, დროც გაჰყავდა, სწრაფი კონტრშეტევებისას მწარედ „იჩხვლიტებოდა“, გოლიც გაიტანა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

მოკლედ, ისე წავაგეთ, რომ რეალური მომენტი არ შეგვიქმნია. ფაქტია, გუნდს კვარაცხელიას გარეშე გოლის გატანა არ შეუძლია და მარცხისთვისაა განწირული. სამწუხარო კი არა, ლამის ტრაგედიაა, როდესაც ქვეყნის ეროვნული გუნდი 20 წლის ფეხბურთელზე ასეა დამოკიდებული. ისიც ფაქტია, რაც ნაკრებს სანიოლი ჩაუდგა სათავეში, ეს მისი ყველაზე უარესი შეხვედრა იყო.

საქართველოს ნაკრები 1 ქულით B ჯგუფში აუტსაიდერია და 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთს დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - კოსოვო 0:1
გოლი: 0:1 ხოჭოლავა (18 საკ. კარში)
საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი, აბურჯანია (დავითაშვილი 78), კანკავა, წიტაიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 12), ყაზაიშვილი (მიქაუტაძე 60), ქვილითაია (ჩაკვეტაძე 78)

კოსოვო: მურიჩი, ჰადერგონაი, ალიტი, რაჰმანი, ვოივოდა, ბერიშა, დრესევიჩი, ჰალიმი (ლოშაი 68), რაშანი (ჩალა 90+3), მურიქი, კასტრატი (ბიტიკი 68)

მკითხველის კომენტარები / 124 /
კაშია,კანკავა,ყაზაიშვილი,ქვილითაია,ჯიღაური,,აბურჯანია ლორია.არ უნდა გამოიძახო. ახალგაზრდებით უნდა შეიკრას გუნდი უნდა შეთამაშდნენ რასაც დრო უნდა,უნდა შეეჩვივნენ ერთმანეთს.როცა სხვა უთამაშებელს ათამაშებ ათამაშე ნინუა გამოიძახე მაინც. დღეს ერთმანეთს არ იცნობდა ზოგიერთი ასე რომ ახალგაზრდები უნდა ათამოშოს შეეჩვევიან და დადგება გუნდი როგორც დღეს იყო შეკრული კოსოვო წლებია ეს შემადგენლობა მოდის
დათო
03 სექტემბერი 2021 12:14
3
kvarati xo daglejdnen
კუ კობსონი
03 სექტემბერი 2021 11:32
3
აი კვარაცხელიას მიმართ ყველანაირი პატივისცემა დამეკარგა რა, როცა ასე აღალატებ საკუთარი ქვეყნის ნაკრებს, არ იმსახურებ მაშინ ქვეყნის სიყვარულს. არ მჯერა ასე 2 კვირიანი ტრავმის.
...
03 სექტემბერი 2021 11:15
3
მოშორდნენ საერთოდ რა. ეს ნაკრები უნდა დაიშალოს და შევეშვათ იმას რაც არ შეგვიძლია.
ნინი
03 სექტემბერი 2021 12:53
2
გეთანხმებით, ასე უმოტივაციო ხოხიალით ვერავის მოუგებ! წინა სამ თამაშშიც არ გვყავდა იდეალური შემადგენლობა მაგრამ იბრძოლეს და ითამაშეს, გუშინდელი თამაში კი იყო ფეიკ მაკენდონლებთაე მეორე ტაიმის გამეორება. საზიზღრობა. სამი ფეხბურთელის წვალება და სანიოლი თავისით გვიანი შეცვლებით! ასევე ორივე შემთხვევაში ხვიჩამ ასეთ თამაშს თავი აარიდა! მასთან ერთად მაშინ შენგელიამ უგანა და ახლა ლობჟანიძემ და ორივე თამაშში კიტეიშვილმა პირველივე წუთებზე დატოვა მოედანი,
არადა ორივე თამაში პრინციპული იყო.
კოსოვოს ,,მაკედონიას" ევროპაში ტენიან და ჩვენ არ ვჭირდებით.
შეთქმულების თეორიები სისულელე მგონია მაგრამ, აგერ ნახავთ რამდენად უკეთ ითამაშებს იგივე გუნდი შემდეგ ორ თამაშს.
მერაბი-ს ბს
03 სექტემბერი 2021 11:03
1
ცნობილი ფეხბურთელები ...პოლიტიკაში (პარლამენტშიც კანონშემოქმედებით საქმიანობასაც)თამაშობენ თავიანთან ,,პელესთან,, ერთად 100 -ული მილიონობით ლარზე, სად ცალიათ ფეხბურთისათვის?!
გლახუნა
03 სექტემბერი 2021 18:39
3
მე მეტს მაინც არ ველოდი ამ განახევრებული შემადგენლობით. ამდენი ლიდერის გარეშე თამაში, ჩვენ კი არა ტოპ გუნდებსაც უჭირს. ამ კოსოვომ ინგლისს და ჩეხეთს დაახია ბურთი თავზე და ჩვენ გვინდა მეორე შემადგენლობით მოვუგოთ? წარმატებები ჩვენს ნაკრებს. ჩვენთანაც მოვა ძალიან მალე გაზაფხული!
შოთა
03 სექტემბერი 2021 10:00
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული