საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა და ჯგუფის აუტსაიდერია - გუნდი კვარაცხელიას გარეშე მარცხისთვისაა განწირული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა.

ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში კვარაცხელია და ლობჟანიძე ვერ დაეხმარნენ, ხოლო მეტოქეს - რაშიცა, ზენელი და ჟეგროვა. „ჯვაროსანთა“ მწვრთნელმა სანიოლმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და შემადგენლობაში დებიუტანტი წიტაიშვილი დააყენა.

მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ბათუმის სტადიონის გაზონი ჩინებულ მდგომარეობაში იყო. საქართველოს ნაკრებმა მეტოქის სასტარტო შეტევები მოიგერია, ბურთი დაიჭირა, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-12 წუთზე ტრავმა მიიღო კიტეიშვილმა, რომელმაც „შტურმში“ ბოლო შეხვედრა ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა და ეროვნულ გუნდში ინდივიდუალურად ემზადებოდა.

მე-13 წუთზე
კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, როდესაც ხოჭოლავამ მურიქთან ბრძოლაში თავით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, მოწინააღმდეგის კართან ვერანაირ ხიფათს ვერ ქმნიდნენ და მხოლოდ წიტაიშვილი ამწვავებდა თამაშს, რომელსაც წესების დარღვევით აჩერებდნენ. ბურთის ქვილითაიაზე გადაგდება „არ მუშაობდა“, ყაზაიშვილიც დაკარგული იყო.

ტაიმის დასასრულს სანიოლის შეგირდები გააქტიურდნენ, ორიოდ მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შექმნეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. აშკარა გახლდათ, რომ სანიოლს შესვენებაზე შეტევის ხაზში ცვლილებების განხორციელება სჭირდებოდა, თუმცა არავინ შეცვალა.

მეორე ტაიმის დასაწისში თამაშის სურათი არ შეიცვალა - „ჯვაროსნების“ არაფრისმომცემი ინიციატივა, ალბანელთა კონტრიერიშები და კინაღამ მეორე გოლი მივიღეთ - ჩაბრაძეს კასტრატი გაექცა, ლორიასთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. მე-60 წუთზე მოედანზე ყაზაიშვილის ნაცვლად მიქაუტაძე შევიდა, ხოლო 78-ეზე - ქვილითაიასა და აბურჯანიას მაგივრად ჩაკვეტაძე და დავითაშვილი. ჩვენს ეროვნულ გუნდს კი შეტევაში მაინც არაფერი გამოსდიოდა, ინდივიდუალურადაც ვერავინ ახერხებდა მეტოქის მწყობრი დაცვის გარღვევას, ხოლო მოწინააღმდეგე მშვიდად თამაშობდა, დროც გაჰყავდა, სწრაფი კონტრშეტევებისას მწარედ „იჩხვლიტებოდა“, გოლიც გაიტანა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

მოკლედ, ისე წავაგეთ, რომ რეალური მომენტი არ შეგვიქმნია. ფაქტია, გუნდს კვარაცხელიას გარეშე გოლის გატანა არ შეუძლია და მარცხისთვისაა განწირული. სამწუხარო კი არა, ლამის ტრაგედიაა, როდესაც ქვეყნის ეროვნული გუნდი 20 წლის ფეხბურთელზე ასეა დამოკიდებული. ისიც ფაქტია, რაც ნაკრებს სანიოლი ჩაუდგა სათავეში, ეს მისი ყველაზე უარესი შეხვედრა იყო.

საქართველოს ნაკრები 1 ქულით B ჯგუფში აუტსაიდერია და 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთს დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - კოსოვო 0:1
გოლი: 0:1 ხოჭოლავა (18 საკ. კარში)
საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი, აბურჯანია (დავითაშვილი 78), კანკავა, წიტაიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 12), ყაზაიშვილი (მიქაუტაძე 60), ქვილითაია (ჩაკვეტაძე 78)

კოსოვო: მურიჩი, ჰადერგონაი, ალიტი, რაჰმანი, ვოივოდა, ბერიშა, დრესევიჩი, ჰალიმი (ლოშაი 68), რაშანი (ჩალა 90+3), მურიქი, კასტრატი (ბიტიკი 68)

მკითხველის კომენტარები / 124 /
ფეხბურთის ფედერაციიდან, ყოფილი ფეხბურთელები სანამ არ წავლენ და მათ ადგილს სანამ პროფესიონალები არ დაიკავებენ, იქამდე ფსკერზე იქნება ქართული ფეხბურთი.
ფეხბურთი
03 სექტემბერი 2021 02:28
2
კოსოვო კი არის ფიფას წევრი, მარა საქართველო როგორც სახელმწიფოს მას არ აღიარებს, საინტერესოა როგორ შემოუშვა სასაზღვრო დეპარტამენტმა, სრულიად უთავმოყვარეო და უპრინციპო ერი გავხდით, იმის გათვალისწინებით რო კოვიდპანდემი არის იმაზე მაინც ეზრუნა ფედერაციას ნეიტრალურ მოედანზე ჩატარებულოყო მატჩი. ერთი სირცხვილი რო წავაგეთ და მეორე სირცხვილი რო სახემწიფო არ არსებობს არანარ დონეზე. ფეხბურთელებს კიდე, ე ბიჭო გაინძერით, ჭადრაკის დაფაზე ხართ გეგონება განლაგებულები, სანიოლმა რა განლაგებაც მოგიხაზათ ზემოთ ქვემოთ რო მოძრაობდით მარტო, გაეხსენით ერთმანეთს მარჯვნივ მარცხნივ, ცოტა იმპროვიზაცია, დამაწყდა ნერვები, თამაშით უნდა ისიამოვნო რაც თქვენს შემთხვევაში არ გამოდის არანაირად.
გიორგი
03 სექტემბერი 2021 02:23
5
დღეს კარებში მამარდაშვილს უნდა ეთამაშა! სულ სხვა მუხტი იქნებოდა, სძინავთ ზოგიერთებს!
წაგებამ საშინლად დამწყვიტა გული!
მერამდეი?!
ქართულ ფეხბურთს ნეტავ ვინ ან/და რა საწყისიდან უშველის?!
Beso
03 სექტემბერი 2021 01:29
10
მოკლედ ცენტრამდე და ცენტრში თვალს უხარია ისეთი პერეპასოვ
კები აქვთ.აი ცენტრს იქით კი თითქოს დანაღმულიაო ისე თამაშობენ,უფრო სწორად დგანან(წიტაიშვილის გარდა).ასეთი დამდგარი ფეხბურთით რა შედეგს უნდა მიაღწიო. და ერთი კიდევ--ამ ნავესებს რომ აკეთებთ,ვის იმედზე აკეთებთ,რომელია საჰაერო ბრძოლის მომგები,საწყენად არ მიიღოთ და ვერც სიმაღლით და ვერც თავით თამაშით ვერ დაიკვეხნის ვერცერთი.აქედან შედეგი--ერთი საჰაერო ბრძოლაც არ მოუგიათ.მიკლედ არა გვყავს მოთამაშეები,არა.
კახა ქ.
02 სექტემბერი 2021 22:39
3
რა შუაშია კვარაცხელია რაა მარადონაა თამაშები მარტომ რო მოიგოს ? თუმცა მაგადონაც ვერაფეს ვერ გააკეთებდა ამ ჯოგთან @@
ზურა222
02 სექტემბერი 2021 22:10
2
ლევან, როდემდე?!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
03 სექტემბერი 2021 00:03
1
თვალები მეტკინა
დემე
02 სექტემბერი 2021 22:40
1
სამარცხვინოები
ზაზა
03 სექტემბერი 2021 00:15
2
ისე ნარდი ხო არ გაგვეგორებინა? პონჩიკებზე? ან დავლიოთ, აბა ახვა რა?
vaxo
02 სექტემბერი 2021 23:07
1
გვარები? რა აზრი აქვს-არ გვყავს ფეხბურთელები.. არა. 3-4 ის გარდა, ამ რიცხვით კი გუნდსაც ვერ შექმნი, არათუ ნაკრებს, რა კომენტარი ჭირდება ამ რეალობას, ფეხბურთი საქართველოში არ გვაქვს, ჩემი გაანალიზებული აზრია ფინანსები და დრო სხვა სფეროებს მოხმარდეს. მკვდარს ვერ გააცოცხლებ, ახალი უნდა ჩასახო....
გუსანი
02 სექტემბერი 2021 22:26
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული