საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა და ჯგუფის აუტსაიდერია - გუნდი კვარაცხელიას გარეშე მარცხისთვისაა განწირული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა.

ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში კვარაცხელია და ლობჟანიძე ვერ დაეხმარნენ, ხოლო მეტოქეს - რაშიცა, ზენელი და ჟეგროვა. „ჯვაროსანთა“ მწვრთნელმა სანიოლმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და შემადგენლობაში დებიუტანტი წიტაიშვილი დააყენა.

მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ბათუმის სტადიონის გაზონი ჩინებულ მდგომარეობაში იყო. საქართველოს ნაკრებმა მეტოქის სასტარტო შეტევები მოიგერია, ბურთი დაიჭირა, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-12 წუთზე ტრავმა მიიღო კიტეიშვილმა, რომელმაც „შტურმში“ ბოლო შეხვედრა ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა და ეროვნულ გუნდში ინდივიდუალურად ემზადებოდა.

მე-13 წუთზე
კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, როდესაც ხოჭოლავამ მურიქთან ბრძოლაში თავით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, მოწინააღმდეგის კართან ვერანაირ ხიფათს ვერ ქმნიდნენ და მხოლოდ წიტაიშვილი ამწვავებდა თამაშს, რომელსაც წესების დარღვევით აჩერებდნენ. ბურთის ქვილითაიაზე გადაგდება „არ მუშაობდა“, ყაზაიშვილიც დაკარგული იყო.

ტაიმის დასასრულს სანიოლის შეგირდები გააქტიურდნენ, ორიოდ მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შექმნეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. აშკარა გახლდათ, რომ სანიოლს შესვენებაზე შეტევის ხაზში ცვლილებების განხორციელება სჭირდებოდა, თუმცა არავინ შეცვალა.

მეორე ტაიმის დასაწისში თამაშის სურათი არ შეიცვალა - „ჯვაროსნების“ არაფრისმომცემი ინიციატივა, ალბანელთა კონტრიერიშები და კინაღამ მეორე გოლი მივიღეთ - ჩაბრაძეს კასტრატი გაექცა, ლორიასთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. მე-60 წუთზე მოედანზე ყაზაიშვილის ნაცვლად მიქაუტაძე შევიდა, ხოლო 78-ეზე - ქვილითაიასა და აბურჯანიას მაგივრად ჩაკვეტაძე და დავითაშვილი. ჩვენს ეროვნულ გუნდს კი შეტევაში მაინც არაფერი გამოსდიოდა, ინდივიდუალურადაც ვერავინ ახერხებდა მეტოქის მწყობრი დაცვის გარღვევას, ხოლო მოწინააღმდეგე მშვიდად თამაშობდა, დროც გაჰყავდა, სწრაფი კონტრშეტევებისას მწარედ „იჩხვლიტებოდა“, გოლიც გაიტანა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

მოკლედ, ისე წავაგეთ, რომ რეალური მომენტი არ შეგვიქმნია. ფაქტია, გუნდს კვარაცხელიას გარეშე გოლის გატანა არ შეუძლია და მარცხისთვისაა განწირული. სამწუხარო კი არა, ლამის ტრაგედიაა, როდესაც ქვეყნის ეროვნული გუნდი 20 წლის ფეხბურთელზე ასეა დამოკიდებული. ისიც ფაქტია, რაც ნაკრებს სანიოლი ჩაუდგა სათავეში, ეს მისი ყველაზე უარესი შეხვედრა იყო.

საქართველოს ნაკრები 1 ქულით B ჯგუფში აუტსაიდერია და 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთს დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - კოსოვო 0:1
გოლი: 0:1 ხოჭოლავა (18 საკ. კარში)
საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი, აბურჯანია (დავითაშვილი 78), კანკავა, წიტაიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 12), ყაზაიშვილი (მიქაუტაძე 60), ქვილითაია (ჩაკვეტაძე 78)

კოსოვო: მურიჩი, ჰადერგონაი, ალიტი, რაჰმანი, ვოივოდა, ბერიშა, დრესევიჩი, ჰალიმი (ლოშაი 68), რაშანი (ჩალა 90+3), მურიქი, კასტრატი (ბიტიკი 68)

მკითხველის კომენტარები / 124 /
ასეთი უმოტივაციო თამაში არ გვინახავს! არ იცოდნენ რა ექნათ, მოვალეობის მოხდის გამო იხოხიალეს 90 წუთი.
მერაბი
03 სექტემბერი 2021 09:32
1
კაპაროსს აქებენ აქ და იცით, რატომ დადო შედეგი? იმიტომ რომ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ სრული თავისუფლება მიანიჭა და ხიზანიშვილი არ მიუსვა გვერდით საკუთარ რეზიდენტად. ყველაფრისთვის მადლობა ლორიას, მაგრამ დავიჯერო, რომ სილესენს ჯობია? ან რა ამბავია ამდენი ბათუმის „დინამოელი“? ვინმე დარჩა ბათუმში ქართველთაგან, ნაკრებში რომ არ უხმეს? ეროვნული ნაკრენია, თუ ბათუმის „დინამო“-ს სარეკლამო სააგენტო? კარგია აზაროვი თავისი ასაკისთვის, მაგრამ ვერ ჯობია თუნდაც უთამაშებელ გიორბელიძეს. ან რისთვის მოგყავდათ მიქაუტაძე, თუ დონდლო ქვილითაიას ათამაშებდით მაინც? მერე ჩვენ რას შემოგვტირით, სისწრაფეში გვაჯობესო. ამ ციკლში ხომ მაინც არას მაქნისები ხართ და მომავლის გუნდზე გეფიქრათ, ანუ როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს ჩაკვეტაძე, მაინც მისთვის მიგეცათ მეტი დრო და არა ყაზაიშვილისთვის, რომელიც 5 წელია უკვე პროფესიულ კი არა, კომერციულ ლიგებში თამაშობს. როგორ დავიჯერო, რომ აბურჯანია ვარჯიშებზე დაფრინავს და მხოლოდ ოფიციალურ მატჩებზე იწყებს ფორთხვას. ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემთვის წიტაიშვილის საკმაოდ კარგი დებიუტი იყო. წიტა, ჩაკვე, კვარა, კიტე, ჟორჟი, მამარდა - ბიჭები, რომლებიც თანამედროვე, სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ და არა აქვთ პარტნიორის მუდმივად უკან მოძიების მანია - აი, ესაა ჩვენი ფეხბურთის მომავალი და ერთადერთი, რაც მათი წარმატებისთვის ფედერაციამ უნდა მოიმოქმედოს - ხელი არ შეუშალოს მათ შეთამაშებასა და განვითარებას აშკარად მიკერძოებული სელექციით. ამ შემთხვევაში, დრო მოვა და ბიჭები აუცილებლად დადებენ შედეგს, რომელიც მთელ საქართველოს გაახარებს.
რა გვეშველება?
03 სექტემბერი 2021 08:18
1
1. ნაკრებმა თბილისში უნდა ითამაშოს. ზღვის პირას ჰაერის ტენიანობა მაღალია. სირბილი უჭირდათ.
2. 10 ან 15 ათასი მაყურებელი უნდა დაეშვათ.
ქ. გ.
03 სექტემბერი 2021 04:44
10
ესენი მგონი რაგბს თამაშობდნენ,პასებს სულ უკან აკეთებდნენ.რა ფეხბურთს თამაშობენ ვერ გამიგია,ევროპული რომ არ არის ეს დიდი ხანია შევამჩნიე.
!!!
03 სექტემბერი 2021 09:35
0
სანიოლი არა კვახი, რა მწვრთნელი აგაა 0
ბურთი და მოედანი
03 სექტემბერი 2021 09:35
6
ყველა თავმოყვარე გუნდია ჰიბრალტარიდან მოყოლებული, ესენი დარჩნენ ბომჟებად და მოედანზე ფეხბურთის თამაშის გარდა ყველაფრის მკადრებლებად, ფუი, საზიზღრობა, ნაკრები კი არა სპორტული მეძავები არიან, მოგინდება პირშიც მისცემ...და მისცეს კიდეც...ბელორუსი მეცოდება, გაუგებარი პენალტი რომ დაუდეს და რომ წააგებინეს ამ ნეხვ გუნდთან...
svano magarski
03 სექტემბერი 2021 13:02
0
ჩვენს ფეხბურთს, მგონი ერთი-ორი კაი მარკშეიდერი ჭირდება, მეტროშია ნახევარი გუნდი გასაშვები, მეტროში! აფსუს სადაა ვაჟა ზაზაევიჩი...
goga
03 სექტემბერი 2021 11:23
0
თუ გახსოვთ კობიაშვილმა სახელმწიფოს დაფინანსებაზე უარი თქვა თვითონ შევინახავთ თავსო. დაჟე გულშემატკივრებსაც უთხრა ბილეთები ფასიანია და არ გადაგახდევინებთ დარჩით სახლშიო. რა გვინდა რაღატო ვასკდებით ნერვებს? გვეუბნებიან ეს ბიზნესი ჩვენია და საგინებლად სტადიონზე არ შეგიშვებთო.
ნეტა ვინმე დაინტერესდება რა სახსრებით ინახავს კობიაშვილის ფედერაცია თავს? ამ უსაშინლეს ნაკრებს თავისი ასაკბრივებით და კიდევ ქალთა ფეხბურთს რომელსაც რა საერთო აქვს ამ სპორტთან საქართველოში ვერ გამიგია. ან რა სახსრებით ინახავს უსაშინლესი ეროვნული ჩემპიონატის 90 მდე კლუბ-ხროვას ჯოგს და ა.შ. დაინდერესდება ვინმე?
დჭ
03 სექტემბერი 2021 10:51
0
დედამიწა ბრუნავს კვარას გარეშე საქართველოს ფეხბურტელთა ნაკრები კი ვნახეთ . მე მაინც მგონია რომ ის ფენომენი რაც რაც იყო 70 იანი წლებიდან 80 იანი წლების შუა წელამდე ალბათ განმეორდება სადღაც საუკუნეში ერთხელ .
dato
03 სექტემბერი 2021 10:11
2
კვარას გარეშე ჩვენი ფეხბურთელები უკუღმა ბრუავენ .
sosia
03 სექტემბერი 2021 10:58
1
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს ნაკრები კვარაცხელიას გარეშე,ვერც მომენტებს ქმნის და გოლის გატანაზე ხომ საუბარიც ზედმეტია,მოგება წაგებზე რომ არ ვისაუბროთ,თამაშის ხარისხი იყო უსაზიზღრესი.გაუმართლათ ამ გაჭირვებულებს თორემ უფრო დიდი ანგარიშით წააგებდნენ.ჩვენი" საამაყო "ეროვნული ნაკრების დევიზია "მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება"
koba
03 სექტემბერი 2021 12:17
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული