საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა და ჯგუფის აუტსაიდერია - გუნდი კვარაცხელიას გარეშე მარცხისთვისაა განწირული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა.

ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში კვარაცხელია და ლობჟანიძე ვერ დაეხმარნენ, ხოლო მეტოქეს - რაშიცა, ზენელი და ჟეგროვა. „ჯვაროსანთა“ მწვრთნელმა სანიოლმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და შემადგენლობაში დებიუტანტი წიტაიშვილი დააყენა.

მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ბათუმის სტადიონის გაზონი ჩინებულ მდგომარეობაში იყო. საქართველოს ნაკრებმა მეტოქის სასტარტო შეტევები მოიგერია, ბურთი დაიჭირა, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-12 წუთზე ტრავმა მიიღო კიტეიშვილმა, რომელმაც „შტურმში“ ბოლო შეხვედრა ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა და ეროვნულ გუნდში ინდივიდუალურად ემზადებოდა.

მე-13 წუთზე
კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, როდესაც ხოჭოლავამ მურიქთან ბრძოლაში თავით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, მოწინააღმდეგის კართან ვერანაირ ხიფათს ვერ ქმნიდნენ და მხოლოდ წიტაიშვილი ამწვავებდა თამაშს, რომელსაც წესების დარღვევით აჩერებდნენ. ბურთის ქვილითაიაზე გადაგდება „არ მუშაობდა“, ყაზაიშვილიც დაკარგული იყო.

ტაიმის დასასრულს სანიოლის შეგირდები გააქტიურდნენ, ორიოდ მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შექმნეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. აშკარა გახლდათ, რომ სანიოლს შესვენებაზე შეტევის ხაზში ცვლილებების განხორციელება სჭირდებოდა, თუმცა არავინ შეცვალა.

მეორე ტაიმის დასაწისში თამაშის სურათი არ შეიცვალა - „ჯვაროსნების“ არაფრისმომცემი ინიციატივა, ალბანელთა კონტრიერიშები და კინაღამ მეორე გოლი მივიღეთ - ჩაბრაძეს კასტრატი გაექცა, ლორიასთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. მე-60 წუთზე მოედანზე ყაზაიშვილის ნაცვლად მიქაუტაძე შევიდა, ხოლო 78-ეზე - ქვილითაიასა და აბურჯანიას მაგივრად ჩაკვეტაძე და დავითაშვილი. ჩვენს ეროვნულ გუნდს კი შეტევაში მაინც არაფერი გამოსდიოდა, ინდივიდუალურადაც ვერავინ ახერხებდა მეტოქის მწყობრი დაცვის გარღვევას, ხოლო მოწინააღმდეგე მშვიდად თამაშობდა, დროც გაჰყავდა, სწრაფი კონტრშეტევებისას მწარედ „იჩხვლიტებოდა“, გოლიც გაიტანა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

მოკლედ, ისე წავაგეთ, რომ რეალური მომენტი არ შეგვიქმნია. ფაქტია, გუნდს კვარაცხელიას გარეშე გოლის გატანა არ შეუძლია და მარცხისთვისაა განწირული. სამწუხარო კი არა, ლამის ტრაგედიაა, როდესაც ქვეყნის ეროვნული გუნდი 20 წლის ფეხბურთელზე ასეა დამოკიდებული. ისიც ფაქტია, რაც ნაკრებს სანიოლი ჩაუდგა სათავეში, ეს მისი ყველაზე უარესი შეხვედრა იყო.

საქართველოს ნაკრები 1 ქულით B ჯგუფში აუტსაიდერია და 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთს დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - კოსოვო 0:1
გოლი: 0:1 ხოჭოლავა (18 საკ. კარში)
საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი, აბურჯანია (დავითაშვილი 78), კანკავა, წიტაიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 12), ყაზაიშვილი (მიქაუტაძე 60), ქვილითაია (ჩაკვეტაძე 78)

კოსოვო: მურიჩი, ჰადერგონაი, ალიტი, რაჰმანი, ვოივოდა, ბერიშა, დრესევიჩი, ჰალიმი (ლოშაი 68), რაშანი (ჩალა 90+3), მურიქი, კასტრატი (ბიტიკი 68)

მკითხველის კომენტარები / 124 /
ესენი მგონი რაგბს თამაშობდნენ,პასებს სულ უკან აკეთებდნენ.რა ფეხბურთს თამაშობენ ვერ გამიგია,ევროპული რომ არ არის ეს დიდი ხანია შევამჩნიე.
!!!
03 სექტემბერი 2021 09:35
0
ასეთი უმოტივაციო თამაში არ გვინახავს! არ იცოდნენ რა ექნათ, მოვალეობის მოხდის გამო იხოხიალეს 90 წუთი.
მერაბი
03 სექტემბერი 2021 09:32
1
ქართულ ფეხბურთს ტკბილი მოგონებები დარჩა მარტო და ეს არის მთელი საფეხბურთო ოჯახის ბრალი, ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელი ასაკში რომ შედის ზრდიამ შეგირდებს. მარტო 11 კაცზე არ უნდა გადატეხო ჯოხი
თემო
03 სექტემბერი 2021 09:29
0
ისეთ შეცდომებს უშვებენ ხან ვფიქრობ ძალით ხოარ შვებიანთქო... ბათუმში 365დღიდან 300დღე წვიმაა. თუ აშენებდნენ სტადიონს გადაეხურათ ბარემ. თან მიუჩვეველნი არიან იქ თამაშს... ამასთან ერთად ამ კაცმა ვერ შეიგნო რომ ქვილითაია არაა ფეხბურთელი მთელი თამაში ერთი ხეირიანი არაფერი არ გაუკეთებია... ლორია კარგია მაგრამ მომავლის გუნდს თუ ვაშენებთ უნდა იდგეს კარში მამარდაშვილი. ასევე ძალიან აგვიანებს შეცვლებს გამოჩნდა რომ დავითაშვილი ფორმაშია და რატო აწვალა მაგდენი ხანი ყაზაიშვილი არვიცი..... ნახევარდაცვაში რესურსი გვაქვს და ასათვისებელია. კვარა ჩაკვე წიტა საბა შენგელია ბერიძე. კვეკვესკირი აბუჯანია დაუშვილი ერთი სექტაა. ნინუას მისცენ შანსი კაცი ჯარიმას მაინც არტყავს ნორმალურად
რომა
03 სექტემბერი 2021 08:54
2
სრული რეგრესი წინა შეხვედრებთან შედარებით. არანაირი მოტივაცია, არანაირი ტაქტიკა,არანაირი კომბინაცია. მონდომებაც კი ვერ დავინახე. ასეთი შთაბეჭდილება მრჩება წინა თამაშები ვაისის გუნდი იყო ინერციით. ეს უკვე რეგრესია.
გოგი
03 სექტემბერი 2021 08:51
0
მაინტერესებს რატომ დაიწყო ძირითადში კობიაშვილის ნათლულმა როცა თავის კლუბში 15-წუთიც არა აქვს ნათამაშები? ასევე ხიზანიშვილის ცოლის ნათლული რა დამსახურებით გამოიძახეს ნაკრებში? ასევს გაუფებარია ვინმე დვალიშვილი რატომ არის ნაკრების მენეჯმენტში და ასეთი დიდი ხელფასით? ბათუმის ფეხბურთელები რატომ უნდა იყვნენ ნაკრებში როცა ორი დღის შეკრებილ თურქულ კლუბთან სამარცხვინოდ გამოვარდნენ,ჩაბრაძე აზაროვი აი გუშინ წაგების მიზეზი სხვა ყველაფერთან ერთად,კალაძემ და კობიაშვილმა თავის კანტორად აქციეს ნაკრები,უნდა დამთავრდეს ეს ყველაფერი
ქომაგი
03 სექტემბერი 2021 08:29
5
Dvalishvili ayenebs sastavs dazustebit vici.
ბაჯო
03 სექტემბერი 2021 09:36
0
კაპაროსს აქებენ აქ და იცით, რატომ დადო შედეგი? იმიტომ რომ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ სრული თავისუფლება მიანიჭა და ხიზანიშვილი არ მიუსვა გვერდით საკუთარ რეზიდენტად. ყველაფრისთვის მადლობა ლორიას, მაგრამ დავიჯერო, რომ სილესენს ჯობია? ან რა ამბავია ამდენი ბათუმის „დინამოელი“? ვინმე დარჩა ბათუმში ქართველთაგან, ნაკრებში რომ არ უხმეს? ეროვნული ნაკრენია, თუ ბათუმის „დინამო“-ს სარეკლამო სააგენტო? კარგია აზაროვი თავისი ასაკისთვის, მაგრამ ვერ ჯობია თუნდაც უთამაშებელ გიორბელიძეს. ან რისთვის მოგყავდათ მიქაუტაძე, თუ დონდლო ქვილითაიას ათამაშებდით მაინც? მერე ჩვენ რას შემოგვტირით, სისწრაფეში გვაჯობესო. ამ ციკლში ხომ მაინც არას მაქნისები ხართ და მომავლის გუნდზე გეფიქრათ, ანუ როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს ჩაკვეტაძე, მაინც მისთვის მიგეცათ მეტი დრო და არა ყაზაიშვილისთვის, რომელიც 5 წელია უკვე პროფესიულ კი არა, კომერციულ ლიგებში თამაშობს. როგორ დავიჯერო, რომ აბურჯანია ვარჯიშებზე დაფრინავს და მხოლოდ ოფიციალურ მატჩებზე იწყებს ფორთხვას. ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემთვის წიტაიშვილის საკმაოდ კარგი დებიუტი იყო. წიტა, ჩაკვე, კვარა, კიტე, ჟორჟი, მამარდა - ბიჭები, რომლებიც თანამედროვე, სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ და არა აქვთ პარტნიორის მუდმივად უკან მოძიების მანია - აი, ესაა ჩვენი ფეხბურთის მომავალი და ერთადერთი, რაც მათი წარმატებისთვის ფედერაციამ უნდა მოიმოქმედოს - ხელი არ შეუშალოს მათ შეთამაშებასა და განვითარებას აშკარად მიკერძოებული სელექციით. ამ შემთხვევაში, დრო მოვა და ბიჭები აუცილებლად დადებენ შედეგს, რომელიც მთელ საქართველოს გაახარებს.
რა გვეშველება?
03 სექტემბერი 2021 08:18
1
ბანდაა ჩვეულებრივი.. სად გინახავთ მუზიკანტებისგან ფეხბურთის გუნდი დამდგარიყო.
მიქაუტაძის და ქვილითაიას თავდამსხმელობა არ გაიშვა.
03 სექტემბერი 2021 08:06
5
1. ნაკრებმა თბილისში უნდა ითამაშოს. ზღვის პირას ჰაერის ტენიანობა მაღალია. სირბილი უჭირდათ.
2. 10 ან 15 ათასი მაყურებელი უნდა დაეშვათ.
ქ. გ.
03 სექტემბერი 2021 04:44
10
ის ადამიანები , ვინც აქამდე ნაკრების წარუმატებლობისთვის პასუხისმგებელნი არიან,რატომ აგრძელებენ ისევ თავისი უუნარო სპორცმენობით ჩვენი გულის წყვეტას? კიტეიშვილს მადლობა!!! კვარაცხელიას ბევრ ფულს ვუსურვებ. და გაუმარჯოს უნამუსოთა საქართველოს:((((
გ.ო.ნ.
03 სექტემბერი 2021 03:29
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული