საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა და ჯგუფის აუტსაიდერია - გუნდი კვარაცხელიას გარეშე მარცხისთვისაა განწირული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა.

ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში კვარაცხელია და ლობჟანიძე ვერ დაეხმარნენ, ხოლო მეტოქეს - რაშიცა, ზენელი და ჟეგროვა. „ჯვაროსანთა“ მწვრთნელმა სანიოლმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და შემადგენლობაში დებიუტანტი წიტაიშვილი დააყენა.

მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ბათუმის სტადიონის გაზონი ჩინებულ მდგომარეობაში იყო. საქართველოს ნაკრებმა მეტოქის სასტარტო შეტევები მოიგერია, ბურთი დაიჭირა, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-12 წუთზე ტრავმა მიიღო კიტეიშვილმა, რომელმაც „შტურმში“ ბოლო შეხვედრა ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა და ეროვნულ გუნდში ინდივიდუალურად ემზადებოდა.

მე-13 წუთზე
კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, როდესაც ხოჭოლავამ მურიქთან ბრძოლაში თავით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, მოწინააღმდეგის კართან ვერანაირ ხიფათს ვერ ქმნიდნენ და მხოლოდ წიტაიშვილი ამწვავებდა თამაშს, რომელსაც წესების დარღვევით აჩერებდნენ. ბურთის ქვილითაიაზე გადაგდება „არ მუშაობდა“, ყაზაიშვილიც დაკარგული იყო.

ტაიმის დასასრულს სანიოლის შეგირდები გააქტიურდნენ, ორიოდ მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შექმნეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. აშკარა გახლდათ, რომ სანიოლს შესვენებაზე შეტევის ხაზში ცვლილებების განხორციელება სჭირდებოდა, თუმცა არავინ შეცვალა.

მეორე ტაიმის დასაწისში თამაშის სურათი არ შეიცვალა - „ჯვაროსნების“ არაფრისმომცემი ინიციატივა, ალბანელთა კონტრიერიშები და კინაღამ მეორე გოლი მივიღეთ - ჩაბრაძეს კასტრატი გაექცა, ლორიასთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. მე-60 წუთზე მოედანზე ყაზაიშვილის ნაცვლად მიქაუტაძე შევიდა, ხოლო 78-ეზე - ქვილითაიასა და აბურჯანიას მაგივრად ჩაკვეტაძე და დავითაშვილი. ჩვენს ეროვნულ გუნდს კი შეტევაში მაინც არაფერი გამოსდიოდა, ინდივიდუალურადაც ვერავინ ახერხებდა მეტოქის მწყობრი დაცვის გარღვევას, ხოლო მოწინააღმდეგე მშვიდად თამაშობდა, დროც გაჰყავდა, სწრაფი კონტრშეტევებისას მწარედ „იჩხვლიტებოდა“, გოლიც გაიტანა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

მოკლედ, ისე წავაგეთ, რომ რეალური მომენტი არ შეგვიქმნია. ფაქტია, გუნდს კვარაცხელიას გარეშე გოლის გატანა არ შეუძლია და მარცხისთვისაა განწირული. სამწუხარო კი არა, ლამის ტრაგედიაა, როდესაც ქვეყნის ეროვნული გუნდი 20 წლის ფეხბურთელზე ასეა დამოკიდებული. ისიც ფაქტია, რაც ნაკრებს სანიოლი ჩაუდგა სათავეში, ეს მისი ყველაზე უარესი შეხვედრა იყო.

საქართველოს ნაკრები 1 ქულით B ჯგუფში აუტსაიდერია და 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთს დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - კოსოვო 0:1
გოლი: 0:1 ხოჭოლავა (18 საკ. კარში)
საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი, აბურჯანია (დავითაშვილი 78), კანკავა, წიტაიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 12), ყაზაიშვილი (მიქაუტაძე 60), ქვილითაია (ჩაკვეტაძე 78)

კოსოვო: მურიჩი, ჰადერგონაი, ალიტი, რაჰმანი, ვოივოდა, ბერიშა, დრესევიჩი, ჰალიმი (ლოშაი 68), რაშანი (ჩალა 90+3), მურიქი, კასტრატი (ბიტიკი 68)

მკითხველის კომენტარები / 124 /
კი ვიძახდი საქართველოს ნაკრებს ფეხბურთელები არ ჰყავს და მწვრთნელი რას გააკეთებსთქო. ერთი ფეხბურთელი ჰყავს და იმასაც არ ათამაშებენ და რატომ გვიკვირს წაგება. ფეხბურთელები კალაძეს საკუთარ კარში გოლის გატანაში ბაძავენ. 5 გაშვებული გოლიდან 2 საკუთარ კარში შეგდებულია და რა უნდა რეზულტატებზეა საუბარი
ფეოლა
03 სექტემბერი 2021 12:23
2
კალაძეს კი არა, ვინმე უფრო დიდი მასშტაბისა მოგეძია და შეგედარებინა, უნდა გრცხვენოდეს კალაძის დაკნინებას რომ ცდილობ, ბევრი გყავს კახიზე წარმატებული? ან თუნდაც რაც კალაძეს, მცველს გოლები აქვს გატანილი,იმდენი ნაკრების ბევრ თავდამსხმელს არ დაესიზმრებათ და არ დასიზმრებია კარიერამოლეულებსაც.
გელა67
03 სექტემბერი 2021 16:53
3
რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ეს ნაკრები კვარაცხელიას გარეშე,ვერც მომენტებს ქმნის და გოლის გატანაზე ხომ საუბარიც ზედმეტია,მოგება წაგებზე რომ არ ვისაუბროთ,თამაშის ხარისხი იყო უსაზიზღრესი.გაუმართლათ ამ გაჭირვებულებს თორემ უფრო დიდი ანგარიშით წააგებდნენ.ჩვენი" საამაყო "ეროვნული ნაკრების დევიზია "მთავარია მონაწილეობა და არა გამარჯვება"
koba
03 სექტემბერი 2021 12:17
1
კაშია,კანკავა,ყაზაიშვილი,ქვილითაია,ჯიღაური,,აბურჯანია ლორია.არ უნდა გამოიძახო. ახალგაზრდებით უნდა შეიკრას გუნდი უნდა შეთამაშდნენ რასაც დრო უნდა,უნდა შეეჩვივნენ ერთმანეთს.როცა სხვა უთამაშებელს ათამაშებ ათამაშე ნინუა გამოიძახე მაინც. დღეს ერთმანეთს არ იცნობდა ზოგიერთი ასე რომ ახალგაზრდები უნდა ათამოშოს შეეჩვევიან და დადგება გუნდი როგორც დღეს იყო შეკრული კოსოვო წლებია ეს შემადგენლობა მოდის
დათო
03 სექტემბერი 2021 12:14
3
ძალიან ცუდია რომ ოდესღაც დიდი საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანა ერთი კაცის იმედადაა, თუმცაღა მისმა ბოლოდროინდელმა განცხადებამ, არცთუ უსაფუძვლო ეჭვი გააჩინა მის პიროვნულ ღირსებაზე.
დათო
03 სექტემბერი 2021 12:09
3
ალბათ ესეც ჟორდანიას და არველაძის ბრალია))
kaxi
03 სექტემბერი 2021 11:54
1
ვუყურე მატჩს და ისევ ჩრდილო მაკედონიასთან ის საბედისწერო მატჩი გამახსენდა.მაშინაც არ იყო კვარაცხელია,ჩაკვეტაძე,კიტეიშვილი.იყო გამაუტკივარებზე მდგარი ოქრიაშვილი და საერთოდ არ იყო შეტევა.გუნდი იბრძოდა იმისათვის ,რომ ბურთი ჰქონოდა,მაგრამ მისთვის რა ექნა,ეს აღარ იცოდა.როგორც კი გოლი გავუშვით,თამაშიც იქ დამთავრდა.თვითონვე გრძნობდნენ,რომ განწირულნი იყვნენ.გუშინაც ყველა ეს ხალხი დაგვაკლდა და შესანიშნავ ფორმაში მყოფი ლობჟანიძეც დაემატა.ისევ შეტევითი პოტენციალის გარეშე დავრჩით და ასეთ მდგომარეობაში სანიოლი იქნება თუ ვაისი,დიდი მნიშვნელობა არა აქვს.გამოჩნდა,რომ დღევანდელი მიქაუტაძეც არ არის პანაცეა და ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს სასწავლი.ნათელი წერტილი,წიტაიშვილი იყო,რომელსაც ბრძოლა არ შეუწყვეტია,ამწვავებდა თამაშს,მაგრამ გაჩერებულ გუნდს ერთი მებრძოლი,ისიც ნაკრების დებიუტანტი,ძნელად თუ გაატოკებდა.ვუყურებდი თამაშს ვხედავდი,როგორი სხვაობა იყო ჩვენსა და კოსოვოელ ფეხბურთელებს შორის.როგორც კი ბურთს იღებდნენ,ყველა ტავისუფალ პოზიციას ეძებდა და ყოველი შეტევისას,ხიფათს გვიქმნიდნენ.ჩვენი ყოველი შეტევის დროს,ცვენი წინწასული ფეხბურთელები,მცველების ზურგს უკან იმალებოდნენ და თავს არავინ სთავაზობდა.წინა ციკლის დროსაც ასე იყო და ისევ გრძელდება.გუნდი თამამად იბრძვის,როცა აუტსაიდერია და მისგან წაგებას ელიან,მაგრამ როგორც კი,მოგება აუცილებელი ხდება,იქვე მთავრდება ჩვენი გამბედაობაც.კიტეიშვილის და ლობჟანიძის იმედი მქონდა,რომ კვარას არყოფნაში თამაშს თავზე აიღებდნენ,მაგრამ მაშინდელი კვარაცხელიასავით,ახლა საბა გამოგვაკლდა წინა დღეს და თამაშის დასაწყისშივე,მას კიტეიშვილიც მიჰყვა.ამ სიტუაციაში წაგება მოსალოდნელი იყო და წავაგეთ კიდეც.მათი გუშინდელი შემადგენლობა,ჩვენზე მაღალი კლასისა იყო.ცუდი კიდევ ის არის,რომ ჩვენმა სამმა მცველმა მიიღო გაფრთხილებები და სავარაუდოდ,მომდევნო თამაშს,რომელიმე მაინც გამოტოვებს.ალბათ არ ღირდა, კაშია იმ კონფლიქტში ასე ცხარედ ჩართულიყო.არც ხოჭოლავას გაფრთხილება იყო სათამაშო სიტუაციიდან გამომდინარე,აუცილებლად მისაღები.ჩაბრაძეს კი, სანაკრებოდ ცოტა კლასიც აკლია და გამოცდილებაც.თუმცა დღეს მასზე უკეთესი, მის პოზიციაზე არ გვყავს.ირაკლი აზაროვი დიდი დაწოლის ქვეშ არ ყოფილა,ცდილობდა წინ წასვლას,თუმცა ძალიან თამამადაც ვერ გრძნობდა თავს და ძალიან პასიური თავდასხმის პატრონი,ბევრსაც ვერაფერს გააკეთებდა.არ ვიცი,საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში,გრიზმანმა გაიტანა კუთხურიდან ჩაწოდებული თავით.შენგელიას გაჰქონდა თავის დროზე(ისიც საკმაოდ ტანმორჩილი იყო) და ამათ რა უბედურება სჭირთ,რომ ერთი დამუშავებული სტანდარტის გათამაშება არა აქვთ,ვერ გამიგია.ამდენი წელია,ყველა ამას გაიძახის,მაგრამ არაფერი იცვლება.ჩვენს კარში გოლი რა იყო,მანდ სალაპარაკოც არაფერია,ძალიან უგერგილოდ გაისარჯა ხოჭოლავა და ვერც სხვა ეპიზოდებზე ვიტყვით,რომ ჩვენი დაცვა,საიმედოდ გამოიყურებოდა.ახლა ესპანეთი გველოდება,დამარცხებული და გააფთრებული.შემტევები რომ ნორმაში გვყავდნენ,ეს ჩვენთვის დამატებითი შანსი იქნებოდა,მაგრამ ამ მდგომარეობაში რა იქნება,არ ვიცი.ალბათ თამაში გაძლებაზე იქნება.ღმერთმა შეგვაძლებინოს და გაგვაძლებინოს.დასაკარგი მაინც აღარაფერი გვაქვს და დაძაბულობაც, წესით დიდი აღარ უნდა გვქონდეს.
სოსო
03 სექტემბერი 2021 11:34
0
kvarati xo daglejdnen
კუ კობსონი
03 სექტემბერი 2021 11:32
3
ჩვენს ფეხბურთს, მგონი ერთი-ორი კაი მარკშეიდერი ჭირდება, მეტროშია ნახევარი გუნდი გასაშვები, მეტროში! აფსუს სადაა ვაჟა ზაზაევიჩი...
goga
03 სექტემბერი 2021 11:23
0
თავისუფალი ხალხის ნაკრებმა აჯობა მონა ხალხის ნაკრებს ეს ასე იქნება ყოველთვის..........ეხლა გინდა ახტით ქოცები გინდა დახტით "ტკაჩენკო მაინც ტკაჩენკოა"
ტრეი
03 სექტემბერი 2021 11:19
6
არავითარი. ეგ არის სპეციალურად "დაწერილი ისტორია" ლანგრით მირთმეული 3 ქულა სპეციალურად წაგებული თამაში.
Stf
04 სექტემბერი 2021 01:25
0
სიმართლეა,გამარჯვებული ხალხის ნაკრებმა აჯობა, დამარცხებული ხალხის ნაკრებს.ქოცებზე ვერც მე ვიტყვი კარგს,მაგრამ დამარცხებულ ხალხად,ქვეყანა სააკაშვილმა ნაცისტმა მთავრობამ გადააქცია.გაიხსენეთ,ნაცემი კაცი,ჩმორი კაცია,ვის ეკუთვნის.ვინ ჩაანგრია ცემა ტყეპაში,მთელი თბილისი და ვის მმართველობაში ხოცავდნენ პატიმრებს ცემა ტყეპაში და აუპატიურებდნენ მათ.აგვისტოს ომზე აღარას ვიტყვი,ტანკსაწინააღმდეგო სისტემების ნაცვლად,დროშები რომ ჩაუტანეს მებრძოლებს.თვითონ ის სისტემები კი,სენაკის ბაზაში,ფეშქაშად დაუტოვეს რუსის ჯარს.საზენიტო სისტემებთან ერთად.ჩვენ კი,ომში დამარცხება, გამარჯვებად გამოგვიცხადეს და დიდი ზარით და ხმაურითაც იზეიმეს.მათ დაანგრიეს მხოლოდ თბილისში 11 სტადიონი,ბათუმის სტადიონი და კიდევ მრავალი,სხვაგან,გააუქმეს სპორტის აკადემია და მისი შენობა გაყიდეს.საიდან გამოიზრდება ფეხბურთელი,თუ სათამაშო მინდორი არ ექნა და მწვრთნელი არ მომზადდა?მათ დანგრეულს,ესენი ნელნელა აღადგენენ,შეძლებისდაგვარად,მაგრამ დანგრევა იოლია და აშენება ძნელი,თანაც ძვირი.ცუდს ცუდი დავარქვათ და კარგს კარგი.ამათ საკმარისზე მეტი წაახდინეს,რომ სხვისი ცოდვებიც ამათ ავკიდოთ
სოსო
03 სექტემბერი 2021 16:04
4
მგონი რამოდენიმე (3-4 კაცი) უნდა ვიპოვოთ სამხრეთ ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში, მივანიჭოთ მოქალაქეობა და გავამაგროთ ნაკრები... პირადად მე სხვა გზას ვერ ვხედავ....
არდილეს
03 სექტემბერი 2021 11:18
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული