საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა და ჯგუფის აუტსაიდერია - გუნდი კვარაცხელიას გარეშე მარცხისთვისაა განწირული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა.

ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში კვარაცხელია და ლობჟანიძე ვერ დაეხმარნენ, ხოლო მეტოქეს - რაშიცა, ზენელი და ჟეგროვა. „ჯვაროსანთა“ მწვრთნელმა სანიოლმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და შემადგენლობაში დებიუტანტი წიტაიშვილი დააყენა.

მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ბათუმის სტადიონის გაზონი ჩინებულ მდგომარეობაში იყო. საქართველოს ნაკრებმა მეტოქის სასტარტო შეტევები მოიგერია, ბურთი დაიჭირა, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-12 წუთზე ტრავმა მიიღო კიტეიშვილმა, რომელმაც „შტურმში“ ბოლო შეხვედრა ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა და ეროვნულ გუნდში ინდივიდუალურად ემზადებოდა.

მე-13 წუთზე
კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, როდესაც ხოჭოლავამ მურიქთან ბრძოლაში თავით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, მოწინააღმდეგის კართან ვერანაირ ხიფათს ვერ ქმნიდნენ და მხოლოდ წიტაიშვილი ამწვავებდა თამაშს, რომელსაც წესების დარღვევით აჩერებდნენ. ბურთის ქვილითაიაზე გადაგდება „არ მუშაობდა“, ყაზაიშვილიც დაკარგული იყო.

ტაიმის დასასრულს სანიოლის შეგირდები გააქტიურდნენ, ორიოდ მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შექმნეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. აშკარა გახლდათ, რომ სანიოლს შესვენებაზე შეტევის ხაზში ცვლილებების განხორციელება სჭირდებოდა, თუმცა არავინ შეცვალა.

მეორე ტაიმის დასაწისში თამაშის სურათი არ შეიცვალა - „ჯვაროსნების“ არაფრისმომცემი ინიციატივა, ალბანელთა კონტრიერიშები და კინაღამ მეორე გოლი მივიღეთ - ჩაბრაძეს კასტრატი გაექცა, ლორიასთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. მე-60 წუთზე მოედანზე ყაზაიშვილის ნაცვლად მიქაუტაძე შევიდა, ხოლო 78-ეზე - ქვილითაიასა და აბურჯანიას მაგივრად ჩაკვეტაძე და დავითაშვილი. ჩვენს ეროვნულ გუნდს კი შეტევაში მაინც არაფერი გამოსდიოდა, ინდივიდუალურადაც ვერავინ ახერხებდა მეტოქის მწყობრი დაცვის გარღვევას, ხოლო მოწინააღმდეგე მშვიდად თამაშობდა, დროც გაჰყავდა, სწრაფი კონტრშეტევებისას მწარედ „იჩხვლიტებოდა“, გოლიც გაიტანა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

მოკლედ, ისე წავაგეთ, რომ რეალური მომენტი არ შეგვიქმნია. ფაქტია, გუნდს კვარაცხელიას გარეშე გოლის გატანა არ შეუძლია და მარცხისთვისაა განწირული. სამწუხარო კი არა, ლამის ტრაგედიაა, როდესაც ქვეყნის ეროვნული გუნდი 20 წლის ფეხბურთელზე ასეა დამოკიდებული. ისიც ფაქტია, რაც ნაკრებს სანიოლი ჩაუდგა სათავეში, ეს მისი ყველაზე უარესი შეხვედრა იყო.

საქართველოს ნაკრები 1 ქულით B ჯგუფში აუტსაიდერია და 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთს დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - კოსოვო 0:1
გოლი: 0:1 ხოჭოლავა (18 საკ. კარში)
საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი, აბურჯანია (დავითაშვილი 78), კანკავა, წიტაიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 12), ყაზაიშვილი (მიქაუტაძე 60), ქვილითაია (ჩაკვეტაძე 78)

კოსოვო: მურიჩი, ჰადერგონაი, ალიტი, რაჰმანი, ვოივოდა, ბერიშა, დრესევიჩი, ჰალიმი (ლოშაი 68), რაშანი (ჩალა 90+3), მურიქი, კასტრატი (ბიტიკი 68)

მკითხველის კომენტარები / 124 /
იცით რა ქვეყანა ვართ. შეგიძლია ყველგან და ყველაფერში ჩაისვარო მაგრამ პასუხს არავინ მოგთხოვს თუ პატრონი გყავს.
დიმა
03 სექტემბერი 2021 00:37
2
საშინლად ითამაშეს, კოსოვომ მოგვიგო და დაგვჩაგრა ყველა რგოლში,ძაან სამარცხვინო თამაში იყო,აბსოლიტურად არც ერთი ჩვენი ფეხბურთელი ფორმაში არ არი, ძაან დაბნეუულად და ქაოტურად გამოიყურებოდნენ..
თემური
03 სექტემბერი 2021 00:18
1
სამარცხვინოები
ზაზა
03 სექტემბერი 2021 00:15
2
ხო ვთქვი შეგვჯორავენო და შეგვჯორეს კიდეც! კაშიამ კი გაიწია მაგათზე მარა რად გინდა მხარი არავინ აუბა! ისე კი მაგარი გასაბერტყები იყვნენ კოსოვოელები, მარა ვითომ ჩხუბშიც ვერ მოვერეოდით ვიფიქრო?
მწრთვნელი
03 სექტემბერი 2021 00:12
2
მართალი ყოფილა თუ არა ვაისი ეროვნული ჩემპიონატიდან არავის რომ არ იძახებდა?!.
Semi
03 სექტემბერი 2021 00:06
2
ლევან, როდემდე?!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
03 სექტემბერი 2021 00:03
1
არავითარი ჯიგარი,მონდომება,უპასუხისმგებლობა და სათამაშო კლასი და ტაქტიკა ხომ საერთოდ კატასტროფა!იქნებ კორონას ეპიდემია მოიგონონ ნაკრებში და ესპანეთში აღარ წავიდნენ რა.3:0 ტექნიკური წაგება ბევრად სჯობია 10:0-ით დამარცხებას და კიდევ ერტხელ საშინელ დამცირებას.
KOSTAKURTA
02 სექტემბერი 2021 23:52
1
გამოჩნდი სახელით და გვარით, ვინა ხარ ეს იდუმალი სტატიის მწერალი კვარაცხელიას საფეხბრუთო აგენტი, რომ მხოლოდ მასში ხედავ ხსნას, არ ტოვებ შანსს რომ ყველაფერი შენებურად არ დაწერო.
ჟურნალისტი ასეთი მიკერძოებული როგორ ხარ? იმ 25 ბიჭს ვისაც უნდა ნაკრებში თამაში მაგრამ არ გამოუდის იმიტომ რომ ბუნებით და გამოცდილებით არ არიან თანწყობადები, იმათ რატომ აყენებ შეურაცხყოფას ერთი კაცის გვარის ხსენების მანიით შეპყრობილი?
ნაკრებში მხოლოდ ელიგის ხალხი, ეს სანამ არ მოხდება, მუდამ ასე ვიქნებით.
ამას ვამბობ წლებია და ყველა ყრუებივით არიან არ ესმით, ახლა იჯექით და კიდევ მომავალ საუკუნეში გამონათებაზე იოცნებეთ.
jango
02 სექტემბერი 2021 23:31
13
ამან ბორია პაიჭაძე არ იცის თორე უიმისობას დააბრალებდა.
თამაზი
03 სექტემბერი 2021 01:02
3
ძალიან ჩამოვშორდით ფეხბურთს.
ისიდორე
02 სექტემბერი 2021 23:27
2
რანაირად უნდა მოიგოს გუნდმა, რომლის შემ-ში 3 კაცი თამაშობს კლუბიდან, რომელიც კონფერენს ლიგაზე ვერ მოხვდა?! დაცვის ფლანგები სრული კატასტროფა იყო, წინ ვერაფერს აკეთებდნენ და უკან სულ მოშიშვლებული იყო ფლანგები, ეს რა ფეხბურთია ხალხო? ან ქვილითაია რით ვერ მოიშორა ტიპმა, აბურჯანია და ყაზაიშვილი უსუსტესი იყვნენ.
?
02 სექტემბერი 2021 23:19
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული