საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა და ჯგუფის აუტსაიდერია - გუნდი კვარაცხელიას გარეშე მარცხისთვისაა განწირული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა.

ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში კვარაცხელია და ლობჟანიძე ვერ დაეხმარნენ, ხოლო მეტოქეს - რაშიცა, ზენელი და ჟეგროვა. „ჯვაროსანთა“ მწვრთნელმა სანიოლმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და შემადგენლობაში დებიუტანტი წიტაიშვილი დააყენა.

მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ბათუმის სტადიონის გაზონი ჩინებულ მდგომარეობაში იყო. საქართველოს ნაკრებმა მეტოქის სასტარტო შეტევები მოიგერია, ბურთი დაიჭირა, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-12 წუთზე ტრავმა მიიღო კიტეიშვილმა, რომელმაც „შტურმში“ ბოლო შეხვედრა ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა და ეროვნულ გუნდში ინდივიდუალურად ემზადებოდა.

მე-13 წუთზე
კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, როდესაც ხოჭოლავამ მურიქთან ბრძოლაში თავით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, მოწინააღმდეგის კართან ვერანაირ ხიფათს ვერ ქმნიდნენ და მხოლოდ წიტაიშვილი ამწვავებდა თამაშს, რომელსაც წესების დარღვევით აჩერებდნენ. ბურთის ქვილითაიაზე გადაგდება „არ მუშაობდა“, ყაზაიშვილიც დაკარგული იყო.

ტაიმის დასასრულს სანიოლის შეგირდები გააქტიურდნენ, ორიოდ მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შექმნეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. აშკარა გახლდათ, რომ სანიოლს შესვენებაზე შეტევის ხაზში ცვლილებების განხორციელება სჭირდებოდა, თუმცა არავინ შეცვალა.

მეორე ტაიმის დასაწისში თამაშის სურათი არ შეიცვალა - „ჯვაროსნების“ არაფრისმომცემი ინიციატივა, ალბანელთა კონტრიერიშები და კინაღამ მეორე გოლი მივიღეთ - ჩაბრაძეს კასტრატი გაექცა, ლორიასთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. მე-60 წუთზე მოედანზე ყაზაიშვილის ნაცვლად მიქაუტაძე შევიდა, ხოლო 78-ეზე - ქვილითაიასა და აბურჯანიას მაგივრად ჩაკვეტაძე და დავითაშვილი. ჩვენს ეროვნულ გუნდს კი შეტევაში მაინც არაფერი გამოსდიოდა, ინდივიდუალურადაც ვერავინ ახერხებდა მეტოქის მწყობრი დაცვის გარღვევას, ხოლო მოწინააღმდეგე მშვიდად თამაშობდა, დროც გაჰყავდა, სწრაფი კონტრშეტევებისას მწარედ „იჩხვლიტებოდა“, გოლიც გაიტანა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

მოკლედ, ისე წავაგეთ, რომ რეალური მომენტი არ შეგვიქმნია. ფაქტია, გუნდს კვარაცხელიას გარეშე გოლის გატანა არ შეუძლია და მარცხისთვისაა განწირული. სამწუხარო კი არა, ლამის ტრაგედიაა, როდესაც ქვეყნის ეროვნული გუნდი 20 წლის ფეხბურთელზე ასეა დამოკიდებული. ისიც ფაქტია, რაც ნაკრებს სანიოლი ჩაუდგა სათავეში, ეს მისი ყველაზე უარესი შეხვედრა იყო.

საქართველოს ნაკრები 1 ქულით B ჯგუფში აუტსაიდერია და 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთს დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - კოსოვო 0:1
გოლი: 0:1 ხოჭოლავა (18 საკ. კარში)
საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი, აბურჯანია (დავითაშვილი 78), კანკავა, წიტაიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 12), ყაზაიშვილი (მიქაუტაძე 60), ქვილითაია (ჩაკვეტაძე 78)

კოსოვო: მურიჩი, ჰადერგონაი, ალიტი, რაჰმანი, ვოივოდა, ბერიშა, დრესევიჩი, ჰალიმი (ლოშაი 68), რაშანი (ჩალა 90+3), მურიქი, კასტრატი (ბიტიკი 68)

მკითხველის კომენტარები / 124 /
რა თამაშებიც გუშინ ვნახე, თითქმის არცერთ ნაკრებს ასე სუსტად არ უთამაშია. არც ტექნიკა არც ტაქტიკა,არც სისწრაფე და მონდომება.უაზრო გასწვრითი გადაცემები, ასე უმწვრთნელოდაც შეიძლება თამაში.წაგებისგან არავინაა დახღვეული, მაგრამ ხომ უნდა იბრძოლო. პორტუგალიამ ბოლო ხუთ წუთში შემოატრიალა თამაში. მართალია რონალდო არ გვყავს, მაგრამ არც კოსოვოა ირლანდია.
ჯუჯი
02 სექტემბერი 2021 22:17
2
ისე ამ ქვილითაიას რომ გადაეკიდეთ და ასხავთ ამდენს ეს ჩაბრაძე რატომ არის საერთოდ ნაკრებში გამოძახებულიც კი კითხვა არ გიჩნდებათ ? სისწრაფე ამას არ აქვს პოზიციას ეგ ვერ არჩევს დაცვაში არ ვარგა და წინ ხო გინდ ყოფილა გინდ არა ბოლოს კოსოვოელებიც მიხვდნენ რაც იყო და აღარც კი უდგებოდნენ და ტიპიმაინც ვერაფერს აკეთებდა. ან ამ აბურჯანიას რას კადაეკიდა და რით ვერ მიხვდა რომ კვეკვესკირი ჯობია თან ბევრად, ყაზაიშვილი ჩამოსაწერია ნაკრებიდან საერთოდ
Rezo
02 სექტემბერი 2021 22:14
1
სანიოლმა აშკარად წააგო პაექრობა შალანდთან. ჩაბრაძის და აბურჯანიას დაყენება სასტარტოში დიდი შეცდომა იყო. შედარებით ნაკლები შეცდომა იყო ყაზაიშვილის და ქვილითაიას დაყენებაც.
ალეკო
02 სექტემბერი 2021 22:14
2
გაიმარჯვა უკეთესმა გუნდმა. დედა რა იყო ეს, ა?
გიორგი გორგაძე
02 სექტემბერი 2021 22:13
1
ბათუმის დინამოს ფეხბურთელებით რატომ გაქვს პრეტენზია ლაციოს ფეხბურთელებს მოუგო
შოთა
02 სექტემბერი 2021 22:13
4
რა შუაშია კვარაცხელია რაა მარადონაა თამაშები მარტომ რო მოიგოს ? თუმცა მაგადონაც ვერაფეს ვერ გააკეთებდა ამ ჯოგთან @@
ზურა222
02 სექტემბერი 2021 22:10
2
ყველაზე არაფრის მიმცემი თამაში ახალი მწვრთნელის ხელში.
ძალიან სამწუხაროდ ყველა მიმართულებით მათ შორის მთავარია მწვრთნელის.
Daviti
02 სექტემბერი 2021 22:09
0
Egeti ujigro nakrebi arsad minaxavas.ubralod rodemde???
Gio
02 სექტემბერი 2021 22:09
0
გინესის რეკორდების წიგნში არის შესაყვანი საქართველოს ნაკრები, მთელი მსოფლიო ჩვენთან ცოცხლდება. პირველი მოგება, პირველი გოლი და ა.შ.
100%
02 სექტემბერი 2021 22:08
0
მახსოვს, ყაზახეთის ნაკრებმა ჩვენთან მოიპოვა პირველი ქულა
Z.LO
02 სექტემბერი 2021 22:18
3
როცა არცერთი ფეხბურთელი არ გყავს რომელსაც რაიმეს შექმნა შეუძლია, როგორ უნდა მოუგო გუნდს რომელსაც ევროპის ტოპ5 ლიგაში 9 ფეხბურთელი ყავს და შენ არცერთი. შედეგი ლოგიკურია
Dj
02 სექტემბერი 2021 22:08
4
არ არის ლოგიკური. მწვრთნელი არა გვყავს თორე ეს არ მოხდებოდა. 9 ფეხბურთელი არა კვახი პირველად ჩვენთან მოიგეს
St.
04 სექტემბერი 2021 01:46
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული