საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა და ჯგუფის აუტსაიდერია - გუნდი კვარაცხელიას გარეშე მარცხისთვისაა განწირული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა.

ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში კვარაცხელია და ლობჟანიძე ვერ დაეხმარნენ, ხოლო მეტოქეს - რაშიცა, ზენელი და ჟეგროვა. „ჯვაროსანთა“ მწვრთნელმა სანიოლმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და შემადგენლობაში დებიუტანტი წიტაიშვილი დააყენა.

მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ბათუმის სტადიონის გაზონი ჩინებულ მდგომარეობაში იყო. საქართველოს ნაკრებმა მეტოქის სასტარტო შეტევები მოიგერია, ბურთი დაიჭირა, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-12 წუთზე ტრავმა მიიღო კიტეიშვილმა, რომელმაც „შტურმში“ ბოლო შეხვედრა ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა და ეროვნულ გუნდში ინდივიდუალურად ემზადებოდა.

მე-13 წუთზე
კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, როდესაც ხოჭოლავამ მურიქთან ბრძოლაში თავით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, მოწინააღმდეგის კართან ვერანაირ ხიფათს ვერ ქმნიდნენ და მხოლოდ წიტაიშვილი ამწვავებდა თამაშს, რომელსაც წესების დარღვევით აჩერებდნენ. ბურთის ქვილითაიაზე გადაგდება „არ მუშაობდა“, ყაზაიშვილიც დაკარგული იყო.

ტაიმის დასასრულს სანიოლის შეგირდები გააქტიურდნენ, ორიოდ მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შექმნეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. აშკარა გახლდათ, რომ სანიოლს შესვენებაზე შეტევის ხაზში ცვლილებების განხორციელება სჭირდებოდა, თუმცა არავინ შეცვალა.

მეორე ტაიმის დასაწისში თამაშის სურათი არ შეიცვალა - „ჯვაროსნების“ არაფრისმომცემი ინიციატივა, ალბანელთა კონტრიერიშები და კინაღამ მეორე გოლი მივიღეთ - ჩაბრაძეს კასტრატი გაექცა, ლორიასთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. მე-60 წუთზე მოედანზე ყაზაიშვილის ნაცვლად მიქაუტაძე შევიდა, ხოლო 78-ეზე - ქვილითაიასა და აბურჯანიას მაგივრად ჩაკვეტაძე და დავითაშვილი. ჩვენს ეროვნულ გუნდს კი შეტევაში მაინც არაფერი გამოსდიოდა, ინდივიდუალურადაც ვერავინ ახერხებდა მეტოქის მწყობრი დაცვის გარღვევას, ხოლო მოწინააღმდეგე მშვიდად თამაშობდა, დროც გაჰყავდა, სწრაფი კონტრშეტევებისას მწარედ „იჩხვლიტებოდა“, გოლიც გაიტანა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

მოკლედ, ისე წავაგეთ, რომ რეალური მომენტი არ შეგვიქმნია. ფაქტია, გუნდს კვარაცხელიას გარეშე გოლის გატანა არ შეუძლია და მარცხისთვისაა განწირული. სამწუხარო კი არა, ლამის ტრაგედიაა, როდესაც ქვეყნის ეროვნული გუნდი 20 წლის ფეხბურთელზე ასეა დამოკიდებული. ისიც ფაქტია, რაც ნაკრებს სანიოლი ჩაუდგა სათავეში, ეს მისი ყველაზე უარესი შეხვედრა იყო.

საქართველოს ნაკრები 1 ქულით B ჯგუფში აუტსაიდერია და 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთს დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - კოსოვო 0:1
გოლი: 0:1 ხოჭოლავა (18 საკ. კარში)
საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი, აბურჯანია (დავითაშვილი 78), კანკავა, წიტაიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 12), ყაზაიშვილი (მიქაუტაძე 60), ქვილითაია (ჩაკვეტაძე 78)

კოსოვო: მურიჩი, ჰადერგონაი, ალიტი, რაჰმანი, ვოივოდა, ბერიშა, დრესევიჩი, ჰალიმი (ლოშაი 68), რაშანი (ჩალა 90+3), მურიქი, კასტრატი (ბიტიკი 68)

მკითხველის კომენტარები / 124 /
მგონი რამოდენიმე (3-4 კაცი) უნდა ვიპოვოთ სამხრეთ ამერიკასა და აღმოსავლეთ ევროპაში, მივანიჭოთ მოქალაქეობა და გავამაგროთ ნაკრები... პირადად მე სხვა გზას ვერ ვხედავ....
არდილეს
03 სექტემბერი 2021 11:18
3
როცა ხედავ რომ ქვილითაიას მარგი ქმედების კოეფიციენტი არის 0 და ეს მუდმივი მდგომარეობაა და მაინც ათამაშებ ორი ვარიანტია ან კორუფციაა და ფედერაციიდან ვიღაცის ზეწოლას განიცდის ან ხარ დაბალი დონის მწვრთნელი.
fan1
03 სექტემბერი 2021 11:13
0
დაიმახსოვრეთ! 100 პროცენტით დარწმუნებული ვარ მომდევნო თამაშს მინიმუმ არ წააგებენ! 100 ევროიან ფსონს გავალ აუცილებლად
Ttt
02 სექტემბერი 2021 22:07
15
კრიტიკული და უარყოფითი ფრაზები არ მოსწონს აქ ზოგიერთ მკითხველს, საინტერესოა ვინ ბრძანდებიან ისინი? ალბათ ამ ცოცხალ-მკვდრების ნათესავ -მეგობრები, რომ შეიძლებოდეს სტადიონებს სკვერებად და ბავშვთა ცენტრებად ვაქცევდი, დავუთმობდი პირველივე მსურველს, თუნდაც ჰოკეის, ან კერლინგის ან კრიკეტის ან ბეისბოლის ან,ან,ან..........მესვეურებს, ან საპარკინგედ, რათა შვილო რათა??? კაი, ვთქვათ ამათ არ ესმით და მიგიწვიეს, თვითონ ხომ იცით, რომ ნაკრების დონეს ვერ აკმაყოფილებთ და რატომ მიდიხართ? მერე გწყინთ,რომ გვაგინებენო, ამხელა "რეჩს" არც მე ვაპირებდი,მაგრამ ცენზურაა და გინებას, (რასაც დიდი % ნაკრებისა იმსახურებთ) თუნდაც მოკლე გინებას არ დამიბეჭდავდნენ, იქნებ ეს მაინც დამიბეჭდოთ ადმინ.????????
გელა67
03 სექტემბერი 2021 16:38
0
არ მინდა საქართველოს ნაკრები და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფინანსდებოდეს ჩემი ჯიბიდან. მოვითხოვ ნაკრების დაკომპლექტებას მოყვარული ფეხბურთელებისგან და არა ვითომ პროფესიონალებისგან. აღარ გვჭირდება სანიოლი- ქვილითაია რომ ეყოლება ნაკრებში მწვრთნელს ის აღარ უნდა იყოს ნაკრების მწვრთნელი. ადმინ იმედია არ დაბლოკავთ პოსტს....
GADASAXADIS GADAMXDELI
03 სექტემბერი 2021 12:34
2
კი ვიძახდი საქართველოს ნაკრებს ფეხბურთელები არ ჰყავს და მწვრთნელი რას გააკეთებსთქო. ერთი ფეხბურთელი ჰყავს და იმასაც არ ათამაშებენ და რატომ გვიკვირს წაგება. ფეხბურთელები კალაძეს საკუთარ კარში გოლის გატანაში ბაძავენ. 5 გაშვებული გოლიდან 2 საკუთარ კარში შეგდებულია და რა უნდა რეზულტატებზეა საუბარი
ფეოლა
03 სექტემბერი 2021 12:23
2
კალაძეს კი არა, ვინმე უფრო დიდი მასშტაბისა მოგეძია და შეგედარებინა, უნდა გრცხვენოდეს კალაძის დაკნინებას რომ ცდილობ, ბევრი გყავს კახიზე წარმატებული? ან თუნდაც რაც კალაძეს, მცველს გოლები აქვს გატანილი,იმდენი ნაკრების ბევრ თავდამსხმელს არ დაესიზმრებათ და არ დასიზმრებია კარიერამოლეულებსაც.
გელა67
03 სექტემბერი 2021 16:53
3
ალბათ ესეც ჟორდანიას და არველაძის ბრალია))
kaxi
03 სექტემბერი 2021 11:54
1
ვუყურე მატჩს და ისევ ჩრდილო მაკედონიასთან ის საბედისწერო მატჩი გამახსენდა.მაშინაც არ იყო კვარაცხელია,ჩაკვეტაძე,კიტეიშვილი.იყო გამაუტკივარებზე მდგარი ოქრიაშვილი და საერთოდ არ იყო შეტევა.გუნდი იბრძოდა იმისათვის ,რომ ბურთი ჰქონოდა,მაგრამ მისთვის რა ექნა,ეს აღარ იცოდა.როგორც კი გოლი გავუშვით,თამაშიც იქ დამთავრდა.თვითონვე გრძნობდნენ,რომ განწირულნი იყვნენ.გუშინაც ყველა ეს ხალხი დაგვაკლდა და შესანიშნავ ფორმაში მყოფი ლობჟანიძეც დაემატა.ისევ შეტევითი პოტენციალის გარეშე დავრჩით და ასეთ მდგომარეობაში სანიოლი იქნება თუ ვაისი,დიდი მნიშვნელობა არა აქვს.გამოჩნდა,რომ დღევანდელი მიქაუტაძეც არ არის პანაცეა და ჯერ კიდევ ძალიან ბევრი აქვს სასწავლი.ნათელი წერტილი,წიტაიშვილი იყო,რომელსაც ბრძოლა არ შეუწყვეტია,ამწვავებდა თამაშს,მაგრამ გაჩერებულ გუნდს ერთი მებრძოლი,ისიც ნაკრების დებიუტანტი,ძნელად თუ გაატოკებდა.ვუყურებდი თამაშს ვხედავდი,როგორი სხვაობა იყო ჩვენსა და კოსოვოელ ფეხბურთელებს შორის.როგორც კი ბურთს იღებდნენ,ყველა ტავისუფალ პოზიციას ეძებდა და ყოველი შეტევისას,ხიფათს გვიქმნიდნენ.ჩვენი ყოველი შეტევის დროს,ცვენი წინწასული ფეხბურთელები,მცველების ზურგს უკან იმალებოდნენ და თავს არავინ სთავაზობდა.წინა ციკლის დროსაც ასე იყო და ისევ გრძელდება.გუნდი თამამად იბრძვის,როცა აუტსაიდერია და მისგან წაგებას ელიან,მაგრამ როგორც კი,მოგება აუცილებელი ხდება,იქვე მთავრდება ჩვენი გამბედაობაც.კიტეიშვილის და ლობჟანიძის იმედი მქონდა,რომ კვარას არყოფნაში თამაშს თავზე აიღებდნენ,მაგრამ მაშინდელი კვარაცხელიასავით,ახლა საბა გამოგვაკლდა წინა დღეს და თამაშის დასაწყისშივე,მას კიტეიშვილიც მიჰყვა.ამ სიტუაციაში წაგება მოსალოდნელი იყო და წავაგეთ კიდეც.მათი გუშინდელი შემადგენლობა,ჩვენზე მაღალი კლასისა იყო.ცუდი კიდევ ის არის,რომ ჩვენმა სამმა მცველმა მიიღო გაფრთხილებები და სავარაუდოდ,მომდევნო თამაშს,რომელიმე მაინც გამოტოვებს.ალბათ არ ღირდა, კაშია იმ კონფლიქტში ასე ცხარედ ჩართულიყო.არც ხოჭოლავას გაფრთხილება იყო სათამაშო სიტუაციიდან გამომდინარე,აუცილებლად მისაღები.ჩაბრაძეს კი, სანაკრებოდ ცოტა კლასიც აკლია და გამოცდილებაც.თუმცა დღეს მასზე უკეთესი, მის პოზიციაზე არ გვყავს.ირაკლი აზაროვი დიდი დაწოლის ქვეშ არ ყოფილა,ცდილობდა წინ წასვლას,თუმცა ძალიან თამამადაც ვერ გრძნობდა თავს და ძალიან პასიური თავდასხმის პატრონი,ბევრსაც ვერაფერს გააკეთებდა.არ ვიცი,საფრანგეთის ნაკრების შემადგენლობაში,გრიზმანმა გაიტანა კუთხურიდან ჩაწოდებული თავით.შენგელიას გაჰქონდა თავის დროზე(ისიც საკმაოდ ტანმორჩილი იყო) და ამათ რა უბედურება სჭირთ,რომ ერთი დამუშავებული სტანდარტის გათამაშება არა აქვთ,ვერ გამიგია.ამდენი წელია,ყველა ამას გაიძახის,მაგრამ არაფერი იცვლება.ჩვენს კარში გოლი რა იყო,მანდ სალაპარაკოც არაფერია,ძალიან უგერგილოდ გაისარჯა ხოჭოლავა და ვერც სხვა ეპიზოდებზე ვიტყვით,რომ ჩვენი დაცვა,საიმედოდ გამოიყურებოდა.ახლა ესპანეთი გველოდება,დამარცხებული და გააფთრებული.შემტევები რომ ნორმაში გვყავდნენ,ეს ჩვენთვის დამატებითი შანსი იქნებოდა,მაგრამ ამ მდგომარეობაში რა იქნება,არ ვიცი.ალბათ თამაში გაძლებაზე იქნება.ღმერთმა შეგვაძლებინოს და გაგვაძლებინოს.დასაკარგი მაინც აღარაფერი გვაქვს და დაძაბულობაც, წესით დიდი აღარ უნდა გვქონდეს.
სოსო
03 სექტემბერი 2021 11:34
0
საქართველოში ნებისმიერ სფეროში ნეპოტიზმი-ანუ "შინაურობა, პატრონობ" ბატონობს, მეორე ერ.ნაკრები ე.წ. პოდიუმი გახდა, გასაყიდი საქონლის წარსადგენად და მათი cv-ის გასაუმჯობესებლად. აბა გაიხსენეთ რამდენი საეჭვო კლასის ბიჭი ერთი-ორი თამაშისთვის 5 წთ.სათამაშო დროით ნაკრების მაისური მოირგო, ნიკა მალი, სერგო კუხიანიძე, კობახიძე დღეს მათ ერ. ნაკრების წევრებად ვიცნობთ. სამწუზაროდ ნაკრების წარმატება პრიორიტეტი არაა და მხოლოდ კლუბების სატრანსფერო პოლიტიკის დამხმარე და pr-ს წარმოადგენს. აქ ხშირად ვხვდებით, სამართლიან აღშფოთებას "დინამოსა"და ფიგიად მიმართ, იქ, რადგან კერძო საკუთრებაა ჩვენ ვერაფერს შევცვლით, ხოლო ეროვნული-ჩვენია! ხალხის, ქვეყნის და აქ კი ვალდებულნი ვართ მოვითხოვოთ გამჭვირვალეობა და სისუფთავე, ტყუილად კი არაა რომ ფეხბურთის სათავეებთან დგანან ხალხი რომელნიც ხელშეუხებელნი არიან კანონით, ზოგი ფედერაციაში, ზოგი პარლამენტში და ზოგიც ქალაქის თავში, მათი კრიტიკა ეგრევე ჩაითვლება პოლიტიკის ნაწილად და აფინირდება ამა თუ იმ პოლიტ.პარტიასთან, ამიტომ ისინიც უდარდელად არიან და ჩვენც ვერიდებით ხმის ამოღებას.ქვილითაიაზე დაბრალებაში გამოვხატავთ ჩვენ რეალურ გულისტკივილს.
გიგი
03 სექტემბერი 2021 11:05
0
ერთი ნუგეში არის ესპანეთმაც წააგო
ნუკა
03 სექტემბერი 2021 13:12
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული