სანიოლი: რატომ წავაგეთ? კოსოვო უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა

AutoSharing Option
ფოტო: nakrebi.ge

კოსოვოსთან ნამატჩევს (0:1) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"მოგეხსენებათ, რთულ ჯგუფში ვართ. გვსურს აუტსაიდერები არ ვიყოთ და ისე არ ვითამაშოთ, როგორც დღეს.

ნახევარდაცვაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, თუმცა ეს თავის გასამართლებელი არაა. პირველი 20 წუთის განმავლობაში ძალიან ინერტულად ვმოქმედებდით, ასე კი წარმატებას ვერ მიაღწევ.

მარცხის მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ კოსოვოს ნაკრები უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა.

ოქრიაშვილს ბევრი გაუცდა, შენგელიამ მხოლოდ ახლა დაიწყო თამაში. უთამაშებელ ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთება სწორი არ იქნებოდა.

მე ყველა უნდა
შევაფასო და საუკეთესოები ავარჩიო. იმედია, მომდევნო მატჩებს ნაკრების ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა ჩვენთან ერთად არ იყვნენ, უკეთეს ფორმაში შეხვდებიან.

დღეს ძალიან შემოქმედებითი მოთამაშეები, როგორებიც კვარაცხელია და ლობჟანიძე არიან, დაგვაკლდნენ. ამის გამო შეტევაში ბევრი ვერაფერი შევქმენით. ვეცდებით, ესპანეთში ეს გამოვასწოროთ.

ფლანგის იმ მცველებს ვენდე, რომელთაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა აქვთ".

მკითხველის კომენტარები / 93 /
მაღალი ტემპი? შემადგენლობას რას აყენებ იმას მიიღებ. დაცვითი ფლანგები მოშლილი თხებივით დარბიან,მეკარე არა სტაბილური,თავდასხმა ნული. თოვლზე მიფსუმულებს გვანან 15 წუთშიი
Alex
03 სექტემბერი 2021 10:24
2
მეკარესთან რა პრეტენზიები გაქვს ვერ გავიგე?! რაღაც ობიექტურობა ხომ უნდა გქონდეს?!
aburjga
03 სექტემბერი 2021 11:35
0
ნატურალიზაციის მომხრე მაინცდამაინც არ ვარ იქნება სანამ თავდამსხმელი გვეყოლება გვეფირა ამაზე, რომელ შედეგზე საუბარი როცა გვყავს ქვილითაია და მისი შემცვლელი არის კაჭარავა !!!!! მიქაუტაძე კარგი ბიჭია მარა ჯერ ბევრი აქვს სასწავლი, უთავდამსხმელოდ გვინდა რომ რამე სმივაღწიოთ? მაშინ ნახევარდაცვა უნდა ფრინავდეს და არც მანდ გვაქვს საქმე კარგად

გუშინ ითამაშა მხოლოდ წიტაიშვილმა, დანარჩენები აშკარად ოჯახის წვერების სანახავად იყვნე ჩამოსულები
მიშა
03 სექტემბერი 2021 10:22
1
100 % მწვრთნელის დამსახურებაა ეს წაგება და შევეცდები ავხსნა რატომ; ტაქტიკური განლაგება ჩვენი ნაკრების იყო აბსოლუტურად შეუსაბამო, 4-2-3-1 როდესაც თამაშობ 2 საყრდენით და ერთი ცენტრ ფორვარდით, ფაქტიურად 11 კაცს ეთამაშები 9 კაცით, თუ 1 ცენტრ ფორვარდით გინდა თამაში, მაშინ უნდა გყავდეს მაღალი დონის შემსრულებელი, სუარესის, ლევანდოვსკი ან თუნდაც ჯეკოს დონის ცხოველი რომ მცველებს აჯობოს ხანდახან მაინც ( მათაც გაუჭირდებოდათ ), როცა გყავს ქვილითაი აუცილებლად ინდა ყავდეს მეწყვილე რომ ხანდახან ერთმანეთში მაინც გაითამაშონ ბურთი,მარტო ქვილითაიამ რა უნდა გააკეთოს, ან როცა აყენებ 2 საყრდენს, ეს საყრდენბი მაშინ ბოლომდე უნდა დატვირთო, მუდმივად უნდა ჩადიოდნენ მცველებთან და ეხმრებოდნენ ბურთის ამოტანაში, რაც არ იყო,ანუ გუშინ ჩვენი გუნდის თამაშიდა გამოთიშული იყო 2 მოთამაშე ცენტრ ფორვარდი და ერთი საყრდენი, რომლებიც ფაქტიურად უფუნქციოდ დარჩნენ. Ჩვენი ტაქტიკა უნდა ყოფილიყო 4-4-2 ან 4-3-3 ბურთი უნდა გვეკონტროლებინა მაქსიმალურად და მომენტებსაც შევქმნიდით, ესაა ჩემი კომენტარი. Პ.ს არ ვამბობ, რომ სანიოლის ტაქტიკა გამოუსადეგარია, მაგრამ ამას სჭირდება მაღალი დონის შემსრულებლები.
Ჯიო
03 სექტემბერი 2021 10:21
3
არ შეუძლიათ მეტი და რა უნდა ქნან?სომხეთის ნაკრებიო რომ ამბობთ მისი ფეხბურთელი გერმანიაშიც თამაშობს და იტალიაშიც და ესენი სად თამაშობენ ოღობდ გადაიკითხეთ რა რისი იმედი უნდა გქონდეს ქვილითაიასი?რომელმაც თამაშიდან როდის გაიტანა გოლი თვითონაც არ ახსოვს ყაზაიშვილი ფულს აგროვებს.კიტე დაიტრამვა კვარა არ იყო ჯორჯი არ დააყენა თავიდან უთამაშებელიაო ერთხელ ქონდა შანსი დარტყმის და დაარტყა ვინ შეგიშვებს კარებში დაარტი ან შორიდან ან ფლანგიდან ჩააწოდე რა უბედურებაა თუ გეზარება საქართველო ნუ ჩამოხვალ სათამაშოდ.და საერთოდ გოლის მომენტში იყო კონცენტრაციიის დაკარგვა რას დაეძებ წაიქცა ფეხბურთელი არ დგება არ აჩერებს მისიანი თამაშს ეთამაშე ბოლომდე რა.მომავალი მომავალიო და ამათს შეთამაშება უნდათ წიტაიშვილი მომეწონო მარტო კარგი გუნდი გამოვა ჯორჯი წიტა კვარა ჩაკვე კიტე ესენი ერთად ფორმაში რა მაგარი ნაკრები გვეყოლება ოღონდ ვილი ქვილითაიას შეეშვი მაგას ჯობია ოქრი გამოიძახო კაცს მაინც ატყვილებს
თემური
03 სექტემბერი 2021 10:10
0
ქვილითაია არ კითხულობს ამ კომენტარებს? ან აბურჯანია? ან ყაზაიშვილი? ან ჯიღაური? თავმოყვარეობა იქონიეთ და აიტკიეთ რამე ან უარი თქვით ნაკრებში თამაშზე! ეს ხიზანაშვილი ძაან საჭიროზე მეტად აქტიურობს მემგონი, ეგ არაფრის მაქნისი კაცი იყო ნაკრებში , ზარალი იყო ყოველთვის და მაგანაც უნდა დაახვიოს მა თანამდებობიდან! ესე მგონია სანიოლი ფორმალურად არის და ეს ხიზანიშვილი წყვეტს ყველაფერს მანდ! ეს კომენტატორებიც შეცვალეთ, რას ბოდიალობენ რას ბჭუტურებენ, თვითონაც არ იციან! კაცი იძახის კიტეიშვილზე ერთ-ერთი ლიდერიო, მე მაგის ნალიდერები არ მახსოვს. თამაშიც არ მახსოვს წესიერი ნსკრებში, მე-12 წუთზე ეგრევე აიტკივა რაღაც, გულის ფრიალი დაეწყო, როცა ამ დროს ევროპელები თავშეხვეულები , ტრამვიანები თავს აკლავენ!
Vasili
03 სექტემბერი 2021 10:02
3
ძმაო შენს საქმეს მიხედე რას იგესლები, კიტე რომელ თამაშიც იყო რომელი წაუგიათ ამ ნაკრებს იქნებ მითხრა და მის გარეშე რასაც თამაშობენ ყველა ხედავს, ეგ თუ არაა ლიდერი აბა ვინაა იქნებ თქვა. რომ ამბობ თავშეხვეული თამაშობენ ზოგიო იქნებ ისიც თქვა ვისაც ფეხის ტრამვით უთამაშია, ტრამვა მაგან მიიღო ევროლიგის პლეიოფში და მერე ერთი თამაში გამოტოვა და გამოვიდა სათამაშოდ იქნებ შევძლოო და ვერ შეძლო და გავიდა თამაშიდან და ეგრევე გოლი გაუშვეს რა ეს კიტეს ბრალია??
გიორგი
03 სექტემბერი 2021 14:32
1
კოსოვოსთან შინ დამარცხება თან უშანსოდ,ისე რომ ხიფათსაც ვერ შეწმნი
ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი ა !!!
03 სექტემბერი 2021 09:51
0
კიდევ ერთხელ გამოჩნდა იაშვილი კობიაშვილის გაყიდული ნაკრები ფულს რო აიღებ ნაკრებში ფეხბურთელის მიყვანაზე მანდ სროკია საჭირო აზრზე მოსასვლელად
კობახა
03 სექტემბერი 2021 09:38
1
მოაშორეთ ქვილითაია თავის მფარველ პატრონთან ერთად ქართულ ფეხბურთს.
პატრიოტი
03 სექტემბერი 2021 09:21
3
ქვილითაიას რომ აყენებ ძირითადში, რა მოგწონს მაგ ფეხბურთელის. კაკაბაძე და გიორბელიძე შეცვლაზეც არ შემოგყავს. საერთოდ რა ტაქტიკით თამაშობს
gio
03 სექტემბერი 2021 08:54
2
კაკაბაძემ ბოლო ხანებში ძალიან უკლო.ორივე ახალ კლუბებში გადავიდნენ და სათამაშო პრაქტიკა,ორივეს აკლია.
სოსო
03 სექტემბერი 2021 11:54
3
Fu farchakebi arian meti araferi
Oto
03 სექტემბერი 2021 08:41
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული