სანიოლი: რატომ წავაგეთ? კოსოვო უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა

AutoSharing Option
ფოტო: nakrebi.ge

კოსოვოსთან ნამატჩევს (0:1) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"მოგეხსენებათ, რთულ ჯგუფში ვართ. გვსურს აუტსაიდერები არ ვიყოთ და ისე არ ვითამაშოთ, როგორც დღეს.

ნახევარდაცვაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, თუმცა ეს თავის გასამართლებელი არაა. პირველი 20 წუთის განმავლობაში ძალიან ინერტულად ვმოქმედებდით, ასე კი წარმატებას ვერ მიაღწევ.

მარცხის მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ კოსოვოს ნაკრები უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა.

ოქრიაშვილს ბევრი გაუცდა, შენგელიამ მხოლოდ ახლა დაიწყო თამაში. უთამაშებელ ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთება სწორი არ იქნებოდა.

მე ყველა უნდა
შევაფასო და საუკეთესოები ავარჩიო. იმედია, მომდევნო მატჩებს ნაკრების ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა ჩვენთან ერთად არ იყვნენ, უკეთეს ფორმაში შეხვდებიან.

დღეს ძალიან შემოქმედებითი მოთამაშეები, როგორებიც კვარაცხელია და ლობჟანიძე არიან, დაგვაკლდნენ. ამის გამო შეტევაში ბევრი ვერაფერი შევქმენით. ვეცდებით, ესპანეთში ეს გამოვასწოროთ.

ფლანგის იმ მცველებს ვენდე, რომელთაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა აქვთ".

მკითხველის კომენტარები / 93 /
ანუ ვილიც ვაისის გზას გავუყენეთ, ვინაიდან ახლა, სავარაუდოდ, ჯგუფში მესამე ადგილსაც ვერ დავიკავებთ?!
N
02 სექტემბერი 2021 23:26
7
მეოთხეს იკავებ რო?!...
ახწ
02 სექტემბერი 2021 23:57
0
ყველა თქვენზე მაღალ ტემპში თამაშობს
შოკირებული გულშემატკივარი
02 სექტემბერი 2021 23:24
2
წაი ბიძია სახლში - ვაისის გზას დასდგომიხარ შენც...
ესეც
02 სექტემბერი 2021 23:24
23
კვარაზე ვინც ამბობს ნაკრებში არ უნდა თამაშიო, აზრზე არ არის ფეხბურთის და არც ფეხბურთის გულშემატკივარია.

თქვენი გულშემატკივრობის რა ვქვი მე, ერთ დღეს ოქროს ბიჭუნაა მეორე დღეს მოღალატეს ეძახით
მენტალისტი
02 სექტემბერი 2021 23:16
15
ამ ნაკრებში ვინმეს რო თამაში არ უნდოდეს გასაკვირია?
:)
03 სექტემბერი 2021 14:27
0
კი შეაფასე ყველა როცა დავრჩებით ბოლოდან პირველები
გია
02 სექტემბერი 2021 23:12
3
სანიოლს ვერაფერს ვერ დააბრალებ, ვერაფერს!!!! კვარაცხელიას ამბების შემდეგ, სულ ქეცბაიას საუბარი მახსენდება ამისულაშვილზე და კიდე სხვებზე. ქეცბაია ქართველია და მაგიტო ხმამაღლა ლაპარაკობდა ჩვენების გრეხებზე.
jigari
02 სექტემბერი 2021 23:09
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული