სანიოლი: რატომ წავაგეთ? კოსოვო უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა

AutoSharing Option
ფოტო: nakrebi.ge

კოსოვოსთან ნამატჩევს (0:1) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"მოგეხსენებათ, რთულ ჯგუფში ვართ. გვსურს აუტსაიდერები არ ვიყოთ და ისე არ ვითამაშოთ, როგორც დღეს.

ნახევარდაცვაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, თუმცა ეს თავის გასამართლებელი არაა. პირველი 20 წუთის განმავლობაში ძალიან ინერტულად ვმოქმედებდით, ასე კი წარმატებას ვერ მიაღწევ.

მარცხის მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ კოსოვოს ნაკრები უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა.

ოქრიაშვილს ბევრი გაუცდა, შენგელიამ მხოლოდ ახლა დაიწყო თამაში. უთამაშებელ ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთება სწორი არ იქნებოდა.

მე ყველა უნდა
შევაფასო და საუკეთესოები ავარჩიო. იმედია, მომდევნო მატჩებს ნაკრების ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა ჩვენთან ერთად არ იყვნენ, უკეთეს ფორმაში შეხვდებიან.

დღეს ძალიან შემოქმედებითი მოთამაშეები, როგორებიც კვარაცხელია და ლობჟანიძე არიან, დაგვაკლდნენ. ამის გამო შეტევაში ბევრი ვერაფერი შევქმენით. ვეცდებით, ესპანეთში ეს გამოვასწოროთ.

ფლანგის იმ მცველებს ვენდე, რომელთაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა აქვთ".

მკითხველის კომენტარები / 93 /
Fu farchakebi arian meti araferi
Oto
03 სექტემბერი 2021 08:41
0
რომელიმე რომ ვარგოდეს, კარგი გუნდები არ იყიდიდნენ სათავისოდ . ხარახურა ფეხბურთელებისგან ეროვნული საამაყო ნაკრები ვის გაუკეთებია დედამიწაზე
სიმართლე
03 სექტემბერი 2021 14:09
0
სიარულში ხელფასი რატომ უნდა გადაუხადო. ნაკრებში მოხვედრაც კი გააბანძეს ამ უტიფრებმა. თამაში არ იცით გასაგებია და ტყუილად მაინც ირბინეთ თუნდაც სარბენ ბილიკზე მოედანთან ახლო
??
03 სექტემბერი 2021 14:04
0
ამათ ის უხარიათ სახლში რომ მოფრინავენ თორემ ფეხბურთი და ნაკრები ახატიათ. ხელფასს სიარულში და ოფლის არ გამოსვლაში იღებენ ????
????
03 სექტემბერი 2021 13:49
0
ესპანეთში თუ არ მოიგებენ, კობიაშვილი უნდა წავიდეს.
ქ. გ.
03 სექტემბერი 2021 13:28
0
ერთი და იგივე .....
ჯიჯი
03 სექტემბერი 2021 07:45
0
სიარული არ არის ფეხბურტი
gia
03 სექტემბერი 2021 17:43
0
sjobia qartveli vinme girseuli kaci mwvrtnelad, da erovnuli klubebidan fexburtelebi vatamshot, grdzelvadian perspektivashi iqneba rames mivagwiot, vinme gaibrwyinebs ramdenime tamshi da mere ori weli tramvaa aq ravi, davigalet chvenc da isenic
giga
03 სექტემბერი 2021 14:22
0
გაგიჭირდებოდათ
ფეოლა
03 სექტემბერი 2021 13:46
0
როცა ნაკრების ფორმით გამოდიხარ და თამაშობ, ისე უნდა ითამაშო, რომ თამაშის შემდეგ საუბრის თავიც არ გქონდეს! ეს წესი ყველა ფეხბურთელს აუხსენით! ბოლომდე უნდა დაიხარჯოოოოოოოთ! უნდა ირბინოოოოოოოთ! უნდა იბრძოლოოოოოოთ! თითოეული თამაში ისე უნდა ითამაშოთ თითქოს ბოლო და გადამწყვეტი თამაში იყოს. ნაკრები მხოლოდ თვქენ არ გეკუთვნით, ნაკრები ქვეყნის სახელს ატარებს და ეს კარგად გაიაზრეთ ფეხბურთელებო. ბრძოლაში წაგებაზე აუგს არავინ გეტყვით, მაგრამ ასე უბრძოლველად, რომ გადიხართ მოედნიდან, მაშინ გულშემატკივრის გულისწყრომას იმსახურებთ და წესით უნდა გრცხვენოდეთ! როცა თამაშობთ გაიხსენეთ, რომ ამ გაჭირვებულ ქვეყანაში ნაკრების თითოეული წარმატება ძალიან აბედნიერებს ჩვენს ხალხს და სულ ამაზე უნდა ფიქრობდეთ, სხვა დატვირთვა არ აქვს ქვეყნის ნაკრების თამაშს. თუკი თანხმდებით ნაკრებში თამაშს და კეთილი ინებეთ და ბოლომდე დაიხარჯეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეთ!
ალექსანდრე
03 სექტემბერი 2021 13:31
1
ბრძოლაში წაგება არაა საკმარისი
თუ არ გიყვარს ის საქმე რისთვისაც იბრძვი
არც ბრძოლა გამოდის მაინც და მაინც საყუებელი
:)
03 სექტემბერი 2021 14:31
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული