სანიოლი: რატომ წავაგეთ? კოსოვო უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა

AutoSharing Option
ფოტო: nakrebi.ge

კოსოვოსთან ნამატჩევს (0:1) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"მოგეხსენებათ, რთულ ჯგუფში ვართ. გვსურს აუტსაიდერები არ ვიყოთ და ისე არ ვითამაშოთ, როგორც დღეს.

ნახევარდაცვაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, თუმცა ეს თავის გასამართლებელი არაა. პირველი 20 წუთის განმავლობაში ძალიან ინერტულად ვმოქმედებდით, ასე კი წარმატებას ვერ მიაღწევ.

მარცხის მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ კოსოვოს ნაკრები უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა.

ოქრიაშვილს ბევრი გაუცდა, შენგელიამ მხოლოდ ახლა დაიწყო თამაში. უთამაშებელ ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთება სწორი არ იქნებოდა.

მე ყველა უნდა
შევაფასო და საუკეთესოები ავარჩიო. იმედია, მომდევნო მატჩებს ნაკრების ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა ჩვენთან ერთად არ იყვნენ, უკეთეს ფორმაში შეხვდებიან.

დღეს ძალიან შემოქმედებითი მოთამაშეები, როგორებიც კვარაცხელია და ლობჟანიძე არიან, დაგვაკლდნენ. ამის გამო შეტევაში ბევრი ვერაფერი შევქმენით. ვეცდებით, ესპანეთში ეს გამოვასწოროთ.

ფლანგის იმ მცველებს ვენდე, რომელთაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა აქვთ".

მკითხველის კომენტარები / 93 /
რას იღიმება სანიოლი?
ქ. გ.
03 სექტემბერი 2021 13:25
0
მე როგორც რიგითი გულშემატკივარი, გუშინდელი თამაშით და შემადგენლობით ვარ ძალიან უკმაყოფილო და გაღიზიანებული. გინდა ისე თქვით და გინდა ასე, ალბათ არსებული რესურსიდან მაინც ეს შემადგენლობა უფრო იმსახურებდა გუშინ მოედანზე ყოფნას და იმედია ესპანეთთან ეგრეც იქნება : მამარდაშვილი, გიორბელიძე, ხოჭოლავა, კაშია, კაკაბაძე, კანკავა, კიტეიშვილი, წიტაიშვილი (აქმდე არ ვიცოდი მისი თამაში, მაგრამ გაამართლა ასე თუ ისე), ყაზაიშვილი, აზაროვი (ავწევდი შემტევ ნახევარმცველად მაინც სულ იქ არის), მიქაუტაძე.
QT
03 სექტემბერი 2021 13:10
3
პრესინგს ვერაფერს ვუპირისპირებთ, ამიტომ გვიჭირს დაცვიდან ბურთის ამატანა. იმ დონეზე ვერ შევასრულებთ,მაგრამ მაინც ბარსას, ესპანეთის ნაკრების სტილი უნდა ვითამაშოთ.ერთი შეხება ბურთთან და დაბალი პასი, პატარა სივრცეებში წინ წაწევა და ისევ პასი.თუ ეს ვერ ვისწავლეთ დაცვიდან ბურთს ვერ ამოვიტანთ და ჩვენს დაფეთებულ მეკარეს უფრო დავაფეთებთ,რომელმაც ფეხით თამაში არ იცის. ამ სქემით თამაშია საჭირო,რასაც ჩვენი ნაკრები არასოდეს თამაშობს.ვინც ამ სქემით თამაშს ისწავლის მან უნდა ითამაშოს ნაკრებში. დააკვირდით, როცა პრესინგს გვეთამაშებიან მცველებს ბურთი ყოველთვის ლორიამდე მიაქვთ,წინ ნაბიჯს ვერ დგამენ ან ბურთს კარგავენ.ერთი შეხებით პასების გაკეთებას მოძრაობა ჭირდება,ამიტომ ვინც არ იმოძრავებს უბურთოთ ასეთი ნაკრებს არ უნდა გავაკაროთ.
გიგა
05 სექტემბერი 2021 17:55
0
ცოტა მოტივაცია მაინც მივცეთ ესპანეთთან. ასე ყველა თუ გადაუვლის უფრო ვერ ითამაშებენ. ყველანაირი შენსი დაკარგულია ჯგუფიდან გასვლის, მაგრამ ბოლო ადგილით მაინც არ დავამთავროთ იქნებ.
როგორც საბერძნეთთან ითამაშეს ისე ეთამაშათ რა მოხდებოდა.
Thomas
03 სექტემბერი 2021 14:19
3
ახალგაზრდები დიდი მადლობა ჯაბა კანკავას გურამ კაᲨიას,ყაზაიᲨვილს,ქვილიᲗაიას,ლორიას,კიდევ კარგი ნავალოვსკის აᲦარ იᲫახებენ მაინც ვაგებᲗ და იᲗამაᲨონ ახალგაზრდებმა რა უბედურებაა ეს ყაზაიᲨვილი დადიოდა მინდორზე ყველა ერᲗი წიტაიᲨვილი ფაფხურობდა და ისიც Შორს არის ოპტიმალური ფორმიდამ,საგანგაᲨო არაფერია,აᲗამაᲨეᲗ ახალგაზრდები,დაიწყეᲗ ახალი გუნდის Შენება,Ძნელი მისახვედრია Თუ რა.
გოჩა
03 სექტემბერი 2021 13:56
0
უფრო მაღალ ტემპში კიარა შენი გუნდი დადიოდა რასაცქვია.სირცხვილია ბიჭოოო და რა მესამე ადგილი თამაშს ვეღარ მოიგებენ.იმდენს ნუ იზამთ რო ხალხს რამე არ გამოტყუოთ ქუჩაში სიაფანტობის და ტყვილების გამო.ამას ფეხბურთის უნახავები ინგლისთან წავაგეთ და ჩივაძე გადადგა და ესკიდე გვეკაიფება.ფუ
Zaza
03 სექტემბერი 2021 13:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული