სანიოლი: რატომ წავაგეთ? კოსოვო უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა

AutoSharing Option
ფოტო: nakrebi.ge

კოსოვოსთან ნამატჩევს (0:1) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"მოგეხსენებათ, რთულ ჯგუფში ვართ. გვსურს აუტსაიდერები არ ვიყოთ და ისე არ ვითამაშოთ, როგორც დღეს.

ნახევარდაცვაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, თუმცა ეს თავის გასამართლებელი არაა. პირველი 20 წუთის განმავლობაში ძალიან ინერტულად ვმოქმედებდით, ასე კი წარმატებას ვერ მიაღწევ.

მარცხის მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ კოსოვოს ნაკრები უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა.

ოქრიაშვილს ბევრი გაუცდა, შენგელიამ მხოლოდ ახლა დაიწყო თამაში. უთამაშებელ ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთება სწორი არ იქნებოდა.

მე ყველა უნდა
შევაფასო და საუკეთესოები ავარჩიო. იმედია, მომდევნო მატჩებს ნაკრების ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა ჩვენთან ერთად არ იყვნენ, უკეთეს ფორმაში შეხვდებიან.

დღეს ძალიან შემოქმედებითი მოთამაშეები, როგორებიც კვარაცხელია და ლობჟანიძე არიან, დაგვაკლდნენ. ამის გამო შეტევაში ბევრი ვერაფერი შევქმენით. ვეცდებით, ესპანეთში ეს გამოვასწოროთ.

ფლანგის იმ მცველებს ვენდე, რომელთაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა აქვთ".

მკითხველის კომენტარები / 93 /
პრესინგს ვერაფერს ვუპირისპირებთ, ამიტომ გვიჭირს დაცვიდან ბურთის ამატანა. იმ დონეზე ვერ შევასრულებთ,მაგრამ მაინც ბარსას, ესპანეთის ნაკრების სტილი უნდა ვითამაშოთ.ერთი შეხება ბურთთან და დაბალი პასი, პატარა სივრცეებში წინ წაწევა და ისევ პასი.თუ ეს ვერ ვისწავლეთ დაცვიდან ბურთს ვერ ამოვიტანთ და ჩვენს დაფეთებულ მეკარეს უფრო დავაფეთებთ,რომელმაც ფეხით თამაში არ იცის. ამ სქემით თამაშია საჭირო,რასაც ჩვენი ნაკრები არასოდეს თამაშობს.ვინც ამ სქემით თამაშს ისწავლის მან უნდა ითამაშოს ნაკრებში. დააკვირდით, როცა პრესინგს გვეთამაშებიან მცველებს ბურთი ყოველთვის ლორიამდე მიაქვთ,წინ ნაბიჯს ვერ დგამენ ან ბურთს კარგავენ.ერთი შეხებით პასების გაკეთებას მოძრაობა ჭირდება,ამიტომ ვინც არ იმოძრავებს უბურთოთ ასეთი ნაკრებს არ უნდა გავაკაროთ.
გიგა
05 სექტემბერი 2021 17:55
0
სიარული არ არის ფეხბურტი
gia
03 სექტემბერი 2021 17:43
0
ეს კაცი დაგვცინის მგონი
მერე?
03 სექტემბერი 2021 15:16
1
კაპაროსს აქებენ აქ და იცით, რატომ დადო შედეგი? იმიტომ რომ სომხეთის ფეხბურთის ფედერაციამ სრული თავისუფლება მიანიჭა და ხიზანიშვილი არ მიუსვა გვერდით საკუთარ რეზიდენტად. ყველაფრისთვის მადლობა ლორიას, მაგრამ დავიჯერო, რომ სილესენს ჯობია? ან რა ამბავია ამდენი ბათუმის „დინამოელი“? ვინმე დარჩა ბათუმში ქართველთაგან, ნაკრებში რომ არ უხმეს? ეროვნული ნაკრებია, თუ ბათუმის „დინამო“-ს სარეკლამო სააგენტო? კარგია აზაროვი თავისი ასაკისთვის, მაგრამ ვერ ჯობია თუნდაც უთამაშებელ გიორბელიძეს. ან რისთვის მოგყავდათ მიქაუტაძე, თუ დონდლო ქვილითაიას ათამაშებდით მაინც? მერე ჩვენ რას შემოგვტირით, სისწრაფეში გვაჯობესო. ამ ციკლში ხომ მაინც არას მაქნისები ხართ და მომავლის გუნდზე გეფიქრათ, ანუ როგორ ფორმაშიც არ უნდა იყოს ჩაკვეტაძე, მაინც მისთვის მიგეცათ მეტი დრო და არა ყაზაიშვილისთვის, რომელიც 5 წელია უკვე პროფესიულ კი არა, კომერციულ ლიგებში თამაშობს. როგორ დავიჯერო, რომ აბურჯანია ვარჯიშებზე დაფრინავს და მხოლოდ ოფიციალურ მატჩებზე იწყებს ფორთხვას. ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემთვის წიტაიშვილის საკმაოდ კარგი დებიუტი იყო. წიტა, ჩაკვე, კვარა, კიტე, ჟორჟი, მამარდა - ბიჭები, რომლებიც თანამედროვე, სწრაფ ფეხბურთს თამაშობენ და არა აქვთ პარტნიორის მუდმივად უკან მოძიების მანია - აი, ესაა ჩვენი ფეხბურთის მომავალი და ერთადერთი, რაც მათი წარმატებისთვის ფედერაციამ უნდა მოიმოქმედოს - ხელი არ შეუშალოს მათ შეთამაშებასა და განვითარებას აშკარად მიკერძოებული სელექციით. ამ შემთხვევაში, დრო მოვა და ბიჭები აუცილებლად დადებენ შედეგს, რომელიც მთელ საქართველოს გაახარებს.
რა გვეშველება?
03 სექტემბერი 2021 14:33
0
ხიზანიანი?
Artem
04 სექტემბერი 2021 12:39
1
sjobia qartveli vinme girseuli kaci mwvrtnelad, da erovnuli klubebidan fexburtelebi vatamshot, grdzelvadian perspektivashi iqneba rames mivagwiot, vinme gaibrwyinebs ramdenime tamshi da mere ori weli tramvaa aq ravi, davigalet chvenc da isenic
giga
03 სექტემბერი 2021 14:22
0
ცოტა მოტივაცია მაინც მივცეთ ესპანეთთან. ასე ყველა თუ გადაუვლის უფრო ვერ ითამაშებენ. ყველანაირი შენსი დაკარგულია ჯგუფიდან გასვლის, მაგრამ ბოლო ადგილით მაინც არ დავამთავროთ იქნებ.
როგორც საბერძნეთთან ითამაშეს ისე ეთამაშათ რა მოხდებოდა.
Thomas
03 სექტემბერი 2021 14:19
3
ერთადერთი წიტაიშვილი დარბოდა და რაღაცა ჟილკა ეტყობოდა, დანარჩენები (კანკავა არ ითვლება) ბალახზე კი იყვნენ და მეშინოდა ძოვა არ დაეწყოთ
მარაზმია
03 სექტემბერი 2021 14:13
0
რომელიმე რომ ვარგოდეს, კარგი გუნდები არ იყიდიდნენ სათავისოდ . ხარახურა ფეხბურთელებისგან ეროვნული საამაყო ნაკრები ვის გაუკეთებია დედამიწაზე
სიმართლე
03 სექტემბერი 2021 14:09
0
სიარულში ხელფასი რატომ უნდა გადაუხადო. ნაკრებში მოხვედრაც კი გააბანძეს ამ უტიფრებმა. თამაში არ იცით გასაგებია და ტყუილად მაინც ირბინეთ თუნდაც სარბენ ბილიკზე მოედანთან ახლო
??
03 სექტემბერი 2021 14:04
0
ახალგაზრდები დიდი მადლობა ჯაბა კანკავას გურამ კაᲨიას,ყაზაიᲨვილს,ქვილიᲗაიას,ლორიას,კიდევ კარგი ნავალოვსკის აᲦარ იᲫახებენ მაინც ვაგებᲗ და იᲗამაᲨონ ახალგაზრდებმა რა უბედურებაა ეს ყაზაიᲨვილი დადიოდა მინდორზე ყველა ერᲗი წიტაიᲨვილი ფაფხურობდა და ისიც Შორს არის ოპტიმალური ფორმიდამ,საგანგაᲨო არაფერია,აᲗამაᲨეᲗ ახალგაზრდები,დაიწყეᲗ ახალი გუნდის Შენება,Ძნელი მისახვედრია Თუ რა.
გოჩა
03 სექტემბერი 2021 13:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული