სანიოლი: რატომ წავაგეთ? კოსოვო უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა

AutoSharing Option
ფოტო: nakrebi.ge

კოსოვოსთან ნამატჩევს (0:1) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"მოგეხსენებათ, რთულ ჯგუფში ვართ. გვსურს აუტსაიდერები არ ვიყოთ და ისე არ ვითამაშოთ, როგორც დღეს.

ნახევარდაცვაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, თუმცა ეს თავის გასამართლებელი არაა. პირველი 20 წუთის განმავლობაში ძალიან ინერტულად ვმოქმედებდით, ასე კი წარმატებას ვერ მიაღწევ.

მარცხის მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ კოსოვოს ნაკრები უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა.

ოქრიაშვილს ბევრი გაუცდა, შენგელიამ მხოლოდ ახლა დაიწყო თამაში. უთამაშებელ ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთება სწორი არ იქნებოდა.

მე ყველა უნდა
შევაფასო და საუკეთესოები ავარჩიო. იმედია, მომდევნო მატჩებს ნაკრების ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა ჩვენთან ერთად არ იყვნენ, უკეთეს ფორმაში შეხვდებიან.

დღეს ძალიან შემოქმედებითი მოთამაშეები, როგორებიც კვარაცხელია და ლობჟანიძე არიან, დაგვაკლდნენ. ამის გამო შეტევაში ბევრი ვერაფერი შევქმენით. ვეცდებით, ესპანეთში ეს გამოვასწოროთ.

ფლანგის იმ მცველებს ვენდე, რომელთაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა აქვთ".

მკითხველის კომენტარები / 93 /
გიას როცა მიხიჩას ლატვისთან წავაგეთ სად თამაშობდენ ისინი ლატვიაში და ერთიორი რუსეთში შენ ნიუკასლი მილანი სიტი აიაქსი.და ოთხი ქულა წაიღეს დაზედ საბეძნეთი და ნორვეგიაც მოგვაყოლეს.თან გასვლაზე მოუგეს ორივეს.
Zaza
03 სექტემბერი 2021 00:27
1
ზაზა ეგეთი ფაქტები ხდება ხოლმე,მასე საბერძნეთმა 2004 ში ევროპა მოიგო ვაბშე,ჩვენც ბულგარეთს,მსოფლიოს მესამე გუნდს დავახიეთ ბურთი თავზე,მაგრამ ახლა თამაში ყველამ ისწავლა და ჩვენ საერთო დონე ძალიან დაგვივარდა,ანდორასაც ვეღარ ვუგებთ თავისუფლად.
ზაზას
03 სექტემბერი 2021 01:03
0
ქართული ფეხბურთის 30-35 წლიანი გულშემატკივრობის შემდეგ, არაღიარებული ქვეყნის ჯგროსთან გაფარჩაკების შემდეგ ვწყვეტ ბრბოს გულშემატკივრობას!!! ოოოოო დიადო ვეტერანებო, ჩუმად იყავით ვინმეს რამე არ ეწყინოს!!!!!
03 სექტემბერი 2021 00:20
6
პირველი ლოგიკური კომენტარი რაც აქ ვნახე დიდი ხნის მანძილზე! ყოჩაღ მეგობარო
გადასარევი გიორგი
03 სექტემბერი 2021 00:30
0
სამწუხაროდ ჩვენი ნაკრები არის ისეთი ნაკრები რომელიც 10 წელიწადში ერთხელ 2 თამასში გამოანათებს ხოლმე და მორჩა დანარჩენი მუდმივად ეს სურათია რაც დღეს ვნახეთ 2012 წლის შემდეგ მსოფლიოს შესარჩევზე თამაში აღარ მოგვიგია და ესეც დიაგნოზია ამის და გამოსწორების და პროგრესის ნიშნებიც არ ჩანს სამწუხაროდ((
გიო
03 სექტემბერი 2021 00:19
2
ესპანელებს დაუმალა თამაში
ვანჩოპე
03 სექტემბერი 2021 00:13
2
ბატონო ვილი ეროვნული ჩემპიონატიდან აღარავინ გამოიძახო მომავალში.
Semi
03 სექტემბერი 2021 00:11
7
წიტაიშვილი და აზაროვი! მეტი ვერაფერი ვერ დავინახე!
მწრთვნელი
03 სექტემბერი 2021 00:03
9
დასტურ.... აზაროვი განსაკუთრებით
mirosan
03 სექტემბერი 2021 00:14
11
შეხედეთ სად თამაშობენ კოსოვოს ფეხბურთელები და სად ჩვენები,ეგრე იყო მაკედონიაც და რატომ გვგონია თავი ფავორიტი?? ესპსნეთს და შვეციას ანტიფეხბურთი ვეთამაშეთ,ხელი კარგად შევუშალეთ და ეგ გეგონათ კარგი თამაში? სადაცაა ჩვენი ადგილი,ზუსტად იქ ვართ. მომავლის იმედი არსებობს,როგორც ყოველთვის.
გია
02 სექტემბერი 2021 23:59
7
რომელი მომავლის, გაფიცებ ერთი...
mirosan
03 სექტემბერი 2021 00:15
2
ჩემი აზრით წაგების მიზეზი კარგად ნაცნობი ძველი პრობლემა საკადრო პრობლემები ერთხელ ვერ მოვახერხეთ რომ გვეთამაშა ოპტიმალური შემადგენლობით ყველა მნიშვნელოვან თამაშებზე გვაკლდებიან ჩვენი ნაკრების ლიდერები ამ თამაშზეც რამდენი ლიდერი და მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დაგვაკლდა კიტეიშვილი ლობჟანიძე კაკაბაძე კვეკვესკირი კვერკველია შენგელია ოქრიაშვილი ამდენი ფეხბურთელი რომ გაკლია და ვინც გყავს იმათი ნახევარი ან ტრამვიდან ახალი დაბრუენბულია და ან უპრაქტიკოთ კლუბში რა გინდა რომ გააკეთო.
ზურა
02 სექტემბერი 2021 23:55
16
სადაც შენსას ითვლი,ბარემ ისიც თავი,რომ კოსოვოს სამი ლიდერი აკლდა და ამისდა მიუხედავად უშანსოდ მოგვიგო!!!
ზურა-ს
03 სექტემბერი 2021 01:21
0

ნაკრებში მხოლოდ ელიგის ხალხი, ეს სანამ არ მოხდება, მუდამ ასე ვიქნებით.
ამას ვამბობ წლებია და ყველა ყრუებივით არიან, არ ესმით, ახლა იჯექით და კიდევ მომავალ საუკუნეში გამონათებაზე იოცნებეთ.
jango
02 სექტემბერი 2021 23:36
13
ყველა მთვარეული ერთად რო დააყენე ძირითადაი (ყაზაიშვილი, ქვილითაია, აბურჯანია, ჯიღაური) მაღალ ტემპში ვის უნდა ეთამაშა ლორიას?
გიგა
02 სექტემბერი 2021 23:35
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული