სანიოლი: რატომ წავაგეთ? კოსოვო უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა

AutoSharing Option
ფოტო: nakrebi.ge

კოსოვოსთან ნამატჩევს (0:1) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"მოგეხსენებათ, რთულ ჯგუფში ვართ. გვსურს აუტსაიდერები არ ვიყოთ და ისე არ ვითამაშოთ, როგორც დღეს.

ნახევარდაცვაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, თუმცა ეს თავის გასამართლებელი არაა. პირველი 20 წუთის განმავლობაში ძალიან ინერტულად ვმოქმედებდით, ასე კი წარმატებას ვერ მიაღწევ.

მარცხის მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ კოსოვოს ნაკრები უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა.

ოქრიაშვილს ბევრი გაუცდა, შენგელიამ მხოლოდ ახლა დაიწყო თამაში. უთამაშებელ ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთება სწორი არ იქნებოდა.

მე ყველა უნდა
შევაფასო და საუკეთესოები ავარჩიო. იმედია, მომდევნო მატჩებს ნაკრების ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა ჩვენთან ერთად არ იყვნენ, უკეთეს ფორმაში შეხვდებიან.

დღეს ძალიან შემოქმედებითი მოთამაშეები, როგორებიც კვარაცხელია და ლობჟანიძე არიან, დაგვაკლდნენ. ამის გამო შეტევაში ბევრი ვერაფერი შევქმენით. ვეცდებით, ესპანეთში ეს გამოვასწოროთ.

ფლანგის იმ მცველებს ვენდე, რომელთაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა აქვთ".

მკითხველის კომენტარები / 93 /
ყველა მთვარეული ერთად რო დააყენე ძირითადაი (ყაზაიშვილი, ქვილითაია, აბურჯანია, ჯიღაური) მაღალ ტემპში ვის უნდა ეთამაშა ლორიას?
გიგა
23:35 02-09-2021
2
სანიოლს ვერაფერს ვერ დააბრალებ, ვერაფერს!!!! კვარაცხელიას ამბების შემდეგ, სულ ქეცბაიას საუბარი მახსენდება ამისულაშვილზე და კიდე სხვებზე. ქეცბაია ქართველია და მაგიტო ხმამაღლა ლაპარაკობდა ჩვენების გრეხებზე.
jigari
23:09 02-09-2021
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული