სანიოლი: ჩემი ფეხბურთელებისგან ესპანეთთან სხვა მენტალიტეტს მოველი

AutoSharing Option
ესპანეთთან მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ნებისმიერი ფეხბურთელი მუდამ მზადაა ისეთი მატჩისთვის, როგორიც ესპანეთთან თამაშია. ვიცით, მათ ჩვენზე უკეთესი გუნდი ჰყავთ, მაგრამ პირველი შეხვედრა თანაბარი იყო და ფრეს ვიმსახურებდით.

შევეცდებით ჩვენი იარაღითა და თვითდაჯერებულობით ვიბრძოლოთ. ეს სრულიად სხვა მატჩია, სხვა გუნდთან. ბევრი ტრავმირებული გვყავს, თუმცა, ვინც მოედანზე გავა, შეეცდება ყველაფერი შესაძლებელი გააკეთოს.

კოსოვოსთან ბევრი რამ არასწორად გავაკეთეთ - არა მხოლოდ დაცვაში. ნამატჩევს ყველაფერზე ვისაუბრეთ, რაა გასაუმჯობესებელი და იმედი გვაქვს, რომ ასე
იქნება ყველა ასპექტში. თუმცა, ძირითად ყურადღებას ბევრ თვისებებზე ვამახვილებთ, რომლებიც გაგვაჩნია. პირველი, რასაც ჩემი ფეხბურთელებისგან მოველი, სხვა მენტალიტეტია, ვიდრე გასულ მატჩში".

მკითხველის კომენტარები / 26 /
აბა ვის მოვუწყოთ კასტრაცია?
ლევან სალუქვაძე
05 სექტემბერი 2021 20:26
0
დათო,მოგებულის მენტალიტეტი რომ გქონდეს,მინიმუმ ხომ თამაშებს უნდა იგებდე?ჰო და ამათთვის მაგის ჩამოყალიბება ცოტა ირონიულად არ გეჩვენება?ამათ სხვა რამეები აქვთ შესაცვლელი უფრო მგონი,ვიდრე მარტო მენტალიტეტი...
რობი
05 სექტემბერი 2021 18:08
0
მესმის შენი აზრი და მართალი ხარ.ნაკრებში ბევრი პრობლემაა.დაჟანგული გემით ზღვაში გასვლა სასიკვდილო შეცდომაა.ასე რომ ჩვენი "ფეხბურთის " გაგება ჩამორჩენილია და დაჟანგული .
დათო ემიგრანტი
05 სექტემბერი 2021 19:20
0
Yoveltvis erti da igive, imedebi da bolos fskerze yofna, utavmoyvareebis krebulia da zvelebi gasashvebi yvelani, zogierti at wleulze metia ukve nakrebshia da am periodshi 50-60 marcxzenmeti eqneba nagemi, hoda xo undanmixvdnen rom araa mati adgili aq, saqartvelos nakrebi hqviat qveynisaa es da ara erteuli ;embrionebis;
Juve
05 სექტემბერი 2021 14:27
0
რაც თავი მახსოვს ,ნაკრებს ყოველთვის უსახავდნენ მე_3 ადგილის მიზანს და ყოველთვის გავდიოდით ან მე_4 ან ბოლო ადგილზე . კითხეთ ნებისმიერ ფსიქოლოგს და გეტყვით რომ ასეთი დაბალი მიზნის დასახვა,ფეხბურთელებს უქმნის წაგებულის მენტალიტეტს !!! ჩვენი მწვრთნელი ან უნდა იყოს კარგი ფსიქოლოგი ან გვჭირდება პროფესიული სპორტული ფსიქოლოგი,რომ შეგვაჩიოს მოგებულის მენტალიტეტს !!!
დათო ემიგრანტი
05 სექტემბერი 2021 12:33
0
სანიოლ, მენტალიტეტზე იმ შეხვედრის დროს უნდა გეფიქრათ, რომლის შედეგიც მსოფლიოზე გასვლის იმედს არ ჩაგვიქრობდა, როცა ჩვენსავე ახალთ-ახალ არენაზე ნაკრების პირველ მატჩში დავუპირისპირდით ჩვენივე დონის გუნდს. ეს იყო სწორედ ღირსების შერკინება. ძლიერებთან "ამა სოფლისა" მარცხები, როცა იმედი გადაწურული არ იყო, ხომ ნახეთ, რომ გეპატიათ. ახლა, როცა ყველამ ერთად (ვისაც ნაკრებთან შეხება გაქვთ), ერს გული მაგრად ატკინეთ, იფაფხურეთ რამდენიც გინდა.
ამი
05 სექტემბერი 2021 10:34
0
კარგია სანიოლი იპტიმისტი რომ არის, მაგრამ ეს უკან ბურთის გორაობას ალბათ უნდა დაანებოს თავი
???????????????
05 სექტემბერი 2021 10:06
0
გამომდინარე იქედან, რომ "ყველა სიკეთესთან" ერთად გამოგვაკლდნენ ლობჟანიძე და კიტეიშვილი, თუ მაინც უნდა ჩავიძიროთ წყლის სიღრმეს რაღა აზრი აქვს? ვითამაშოთ 3 ცენტრალურით. წიტაიშვილს და აზაროვს ამ პოზიციებზე აქვთ კლუბებში ნათამაშები. შედეგი ხომ ყველამ ვიცით რაც იქნება და ეს ხალხი რაღაცას მოინდომებს მაინც, ყოველ შემთხვევაში უკანბურთსა და მინდორზე კოტრიალს არ ვნახავთ.
3-4-2-1
მამარდაშვილი
ხოჭოლავა - კაშია - ლოჩოშვილი
კაკაბაძე წიტაიშვილი აზაროვი გიორბელიძე
ჩაკვეტაძე დავითაშვილი
მიქაუტაძე
ამატაკი
05 სექტემბერი 2021 03:09
6
კანკავას "მსხვერპლად შეწირვა" ამ ეტაპზე არცერთ სქემას არ გამოადგება.
ამი
05 სექტემბერი 2021 10:54
2
მოაცილეთ ქვილითაია-ყაზაიშვილი-აბურჯანია, თუ კორფციასთან არ გვაქვს საქმე!
Რაგბის ფანი
05 სექტემბერი 2021 02:13
4
დავითაშვილს არაფერს არ ვერჩი, მაგრამ ეხლა გადახალისების გამო ძირითადში თუ დააყენებთ დაგვანგრევს ესპანეთი. ჯერ არაა ეს ბიჭი ნაკრების დონეზე. მჯერა მოუმატებს, ნიჭიერია ძალიან, მაგრამ ჯერ საერთოდ გამოსაძახებელიც არაა. არაფერი პირადული, დიდი ხანია ვაკვირდები. ნამდვილად ნიჭიერია, უბრალოდ ბევრი ფაქტორია და ეხლა მეზარება ამაზე წერა. ახალგაზრდაა ჯერ და მჯერა არ ეწყინება ამას რომ ვწერ, უბრალოდ კლუბში რომ მოუმატებს ეგრევე ნაკრებშიც გაიბრწყინებს. ეხლა მიქაუტაძეს სჭირდება ძირითადი და წიტაიშვილს კი შუაში დავაყენებდი ამჯერად. ფლანგზე მის ადგილას კი კაკაბაძეს, მივცეთ შანსი შეტევაში შექმნას რამე, რადგან არ გვყავს სხვა შემქმნელი ფეხბურთელები. თU დაცვის ფუნქციებზე არ იქნება ძალიან მიბმული და გარისკვის შანსი ექნება მჯერა გამოვა რაღაც საინტერესო. მარცხნივ ლობჟანიძე თუ გამოჯანმრთელდა. ჯიღაური, ქვილითაია, ჩაბრაძე, აბურჯანია თუ დააყენეს ესეიგი გაყიდეს ნაკრები და ეგაა. ჩაკვეტაძეს ჯერ მთლიანი მატჩი არ შეუძლია ეტყობა, ამიტომ არ ვწერ ძირითადში
გადასარევი გიორგი
05 სექტემბერი 2021 01:09
1
სანამ ჯიღაური ნაკრებში იქნება იქამდე არაფერი გვეშველება
jigo
05 სექტემბერი 2021 00:40
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული