5 სექტემბერს საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე ტურში სტუმრად ესპანეთს დაუპირისპირდება. მატჩის წინ კომენტარი ჩვენი გუნდის მცველმა გურამ კაშიამ გააკეთა:
"კოსოვოსთან წაგების შემდეგ რეაბილიტაცია ძნელია, მაგრამ ჩვენ შევეცდებით.
ის, რომ რამდენიმე თვის წინ ესპანეთს კარგად ვეთამაშეთ, გვეხმარება და ვეცდებით თამაშისგან მაქსიმუმი მივიღოთ. ვიცით, მოგება ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ყველაფერს გავიღებთ, რათა თუნდაც ქულა მოვიპოვოთ".
ქქულა არ გამოვა ესპანეთის ნაკრებთან, რეალისტები ვიყოთ, ვიბრძოლოთ ნახევარი ქულისთვის და მერე, თამაშის მიხედვით (თუ როგორ წაგვივა) ვნახოთ, იქნებ 3/4 ქულაც ავიღოთ.
რას იტყვით? თეორიულად ყველაფერი დასაშვებია, პრაქტიკა გვიჩვენებს ჭეშმარიტებას.
აბა, გამოვთვათ კრიტიკული, განსახვავებული მოსაზრებები? ჩავერთოთ დისპუტში...