კოშმარი ბადახოსში - პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:3 მარცხდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:3 მარცხდება.

შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც არ
უნდა იყოს, მაინც გრანდია, მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.

რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.

ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“
ესპანეთი-საქართველო 3:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41)

ესპანეთი: სიმონი, ასპილიკუეტა, ერიკ გარსია, ლაპორტი, გაია, სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე, აზაროვი, კანკავა, აბურჯანია, ზარია, მამუჩაშვილი, დავითაშვილი

მკითხველის კომენტარები / 43 /
კვეკვესკირს რო არ დაუძახებ და პირობითად სამტრედიის ფეხბურთელს რო ათამაშებ ე მაშინაა კარგად საქმე:(
ჯიმა
06 სექტემბერი 2021 00:05
4
თუ წიტაიშვილმა თავად არ განაცხადა უარი თამაშზე, მთლიანი სამწვრთნელო შტაბი და ფედერაცია საბოტაჟის მუხლით არის დასაჭერი... ვინც ამ პეტიციას შეადგენს და მსვლელობას მისცემს, არჩევნებზე ჩვენს ხმებს მიიღებს, მგონი, არც ისე ცოტანი უნდა ვიყოთ...
ვოოტ
06 სექტემბერი 2021 00:03
0
რატომ ყლაპავთ კომებს, ფაშისტებო ვისკენ ხართ????????????????????????????/
???????????????
05 სექტემბერი 2021 23:56
0
შეცვლაც არ გააკეთა პირველი ტაიმის 0-3 წაგების მერე.კმაყოფილია ანუ თამაშით?ესენი გვეღადავებიან.ნაკრებია თუ საოჯახო ბიზნესი.რა უბედურებაა ეს.შეგნებულად აკეთებენ რომ განადგურდნენ.
Master
05 სექტემბერი 2021 23:54
0
რაღაცა გეშლებათ ბიჭებო, ქუთაისის ტორპედო მალე ლიგას მოიგებსო კაცო და მეტი რაგინდათ? მერე ტორპედოელებით დავაკომპლექტებთ ნაკრებს. ესენი რისი რირსიც არიან მე კი ვიცი, მარა ჩვენ ამათზე მეტი ნახირი ვართ, ამათ რომ ვითმენთ მიტო.
ლევან მაღლაკელიძე
05 სექტემბერი 2021 23:52
0
რატომ ჭამს ლ ( რბილი ლ) კობიაშვილი ხალხის ფულს. ეს მართლა ქვეყანაა თუ ყანა. ვინ ხართ თქვე უვარგისებო, პროკურატურა არსებობს საერთოდ, ამ ბოსელში როდემდე ვიცხოვროთ როდემდეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე ????????????????????????????????????????????
?
05 სექტემბერი 2021 23:52
0
ჩემო კეთილო ხალხო რატომ გიკვირთ ასეთ დღეში რომ ვართ?! ყველაფერი გაუვიდათ კობიაშვილს და კალაძეს!!! ბოლომდე სპობენ ფეხბურთს ეს მართლა უვიცი და ფულზე გაგიჟებული უთავმოყვარეო ადამიანები! ფედერაციასთან ფეხურთის ფანებს რომ წაუთაქა იმ ჩმორმა ცქიტიშვილმა აი მაშინ მაინც უნდა მივმხდარიყავით რომ მეტის მოთმენა არ შეიძპებოდა! ხიზანიშვილი არის მწვრთნელი
და რას მოველით????? პირადად მე ამათზე ხელი დიდი ხანია ჩავიქნიე, მაგრამ მცირე იმედს მაინც ვიტოვებ რომ ეგება და ფედერაციაში ოდესმე წესიერი და მცოდნე ადამიამები მოვიდნენ! რამდენი ნიჭიერი თაობა უნდა დაიღუპოს რომ გამოვფხიზლდეთ?!როდემდე უნდა ვიყოთ ასე გაფარჩაკებულები?..:
პაატა
05 სექტემბერი 2021 23:52
1
ისე კარგია პარალელურად სომხეთი რომ თამაშობს.პატარა შვებაა.
დიმა
05 სექტემბერი 2021 23:51
3
დონეს დააკვირდით რა!!! წინასამატჩო მოთელვაზე როგორ უნდა დაშავდე?!ლობჟანიძე მყავს მხედველობაში,რომელიც თუ ნაკრებს არ გამოადგება,ერთ ადგილას გაიკეთოს თავისი საკლუბო გოლები!!! ეს ეხებათ სხვა დანარჩენებსაც!!!
არაპროფესიონალზმის
05 სექტემბერი 2021 23:50
0
1 ტაიმის პოზიტივი!)) კომენტატორი!))
kaxi
05 სექტემბერი 2021 23:49
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული