კოშმარი ბადახოსში - პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:3 მარცხდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:3 მარცხდება.

შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც არ
უნდა იყოს, მაინც გრანდია, მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.

რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.

ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“
ესპანეთი-საქართველო 3:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41)

ესპანეთი: სიმონი, ასპილიკუეტა, ერიკ გარსია, ლაპორტი, გაია, სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე, აზაროვი, კანკავა, აბურჯანია, ზარია, მამუჩაშვილი, დავითაშვილი

მკითხველის კომენტარები / 43 /
არ დაბლოკოთ იცოდე!!! არ დაბლოკოთ!!! მომცეით საშუალება რაღაც ვთქვა!!! ამ არაკაცებს მართლა გონიათ რომ გაუვათ სულ ეს მარაზმი??? ერთხელაც იქნება ამოასხამს ხალხს და მოვა და თავზე დაგახევთ მაგ ბურთს და თქვენ კონტრაქტებს!!! კობიაშვილს და ვილი სანიოლს და ხიზანიშვილს მივმართავ და ყველა გამყიდველს და მოღალატეს !!!!! თქვე უსირცხვილოებო!!! თქვე არაკაცებო!!! კომენტატორებო თქვე მლიქვნელო ლაჩრებო, ვირთხებო!!! ვეტერანებო თქვე მშიშარა უსირცხვილოებო!! გინდათ Mოსპოთ სულ ხომ ფეხბურთI ყველამ ერთად?? ერთადერთი რაც ახაერბდა ქართველ გულშემაკივარს ის იყო მხოლოდ, რომ ნიჭIს წყალობით კიდევ ხან ფინტს ვაჩვენებდით, ხან რაღაც ლამაზ დრიბლინგს და ესეც რომ მოსპეთ! როგორ ერთი შემქმნელი არ დააყენა, თქვენ მართლა ხომ არ გაჟრიალებთ??? ან რითI აფინანსებთ ამ არაკაცებს ?? ვისი ფულით? ხალხს როგორ არ უწევთ ანგარიშს? თქვე სამარცხვინოებო, ტფუი თქვენი ყველასი !!! ტფუი!!! სამი წლის ბავშVი რომ ხვდება რომ ეს შემადგენლობა ძალით უნდა დააყენო კაცმა მტერი თU ხარ ამ ქვეყნის ან სულ ფეხებზე თU გკიდია ყველაფერი და ესენი კომენტატორები მერე გამოფხიზლდნენ, რომ რატომღაც არ გამოდის არაფერი ??? VIN ხართ , მონღOლებო!!!!! ტფუი თქვენი , ტფუიიიი!!!!
გადასარევი გიორგი
05 სექტემბერი 2021 23:40
3
მინდოდა დამეწერა, მაგრამ ამ კაცმა ჩემი სათქმელი თქვა ზუსტად! ლამისაა გული გამისკდეს! ეს უსისხლოები, ესენი, ყველა ერთად! ყველა უბედურებასთან ერთად ეს საზიზღარი კომენტატორები, დაბეჩავებული ფეხბურთელები! ეს ხომ დინამო ფარერები არააა თქვე არაკაცებო, ეს ქვეყანაა, თითქოსდა თქვენი ქვეყანა! რას უშვრებით, ასე როგორ მოიძულეთ, რომ ამ საცოდაობაზე ძარღვი არ აგიტოკდებათ?!
ამატაკი
06 სექტემბერი 2021 00:00
0
საძოვარზეა უთავმოყვარეო ნახირი. დაშალეთ მეთქი ფედერაცია, მაგ უვარგისებმა საერთოდ დააქციეს ფეხბურთი
სტალინი
05 სექტემბერი 2021 23:40
0
გაიყვანეთ გუნდად წოდებული ნახირი და ჩაშალეთ თამაში, ეს რა სასტავი გამოიყვანა ხიზანიშვილმა. სანიოლი ალბათ ჩემოდანს ალაგებს უკვე, ერთი თქვენიცო.........
kaxa
05 სექტემბერი 2021 23:38
0
თავმოყვარე ქვეყანაში ამათ და მათ ბოსებს ისეთ დღეში ჩააგდებდნენ, მტრისას!
ჩვენთან კი ყველას ყველაფერი შერჩა და მომავალშიც შერჩება.
ILIA
05 სექტემბერი 2021 23:38
2
პრობლემა იცით რაშია ? არც კობიაშვილის წასვლა შეცვლის რამეს და არც ვინმეს მოსვლა . ეს ქვეყანა იმდენად გახრწნილია სისტემურად , მორალურად , არც თამაშის წესები მოქმედებს და არც ადამიანური . იმ ძველ თაობას რომ მისტირის ხალხი , რომელიმეს კრიტიკული შეფასება თუ გაგიგიათ რომელიმე პრეზიდენტის მიმართ : ან ჟორდანიასი , ან ახალკაცი უმცროსის , ან ცირკის დირექტორი რომ იყო ( გვარი აღარ მახსოვს) , ან არველაძის , ან კობიაშვილის და იცით რატომ , თვითონაც თავიდან ბოლომდე გასვრილები არიან . თქვენ ეხლა უყურებთ , რომ ხალხი შეყავთ გასაყიდად ნაკრებში , ადრეც მასე იყო და კიდევ ნაკრების მწვრთნელის ხელმოწერაც ჭირდებოდა ტრანსფერის დასრულებას , ხოდა იმდენ ადამიანზე შეგეცვლებათ წარმოდგენა , ვინც ნაკრების მწვრთნელი ყოფილა , ჯობია არ გაიქექოს ეგ ნაგავი . ხოდა იმიტომაც ვზივართ ამ ნაგავში მთელი ერი და იმდენად ღრმად ვართ ჩაფლულები , აღარც იმედი მაქვს როდესმე რამე გვეშველოს ( ნუ კუჭავას იმედის ინდექსის მაჩვენებელი აშკარად სხვაა )
ATP 16
06 სექტემბერი 2021 00:49
1
ბადახოსში კატოკი და ასფალტი თამაშობს!
T.q
05 სექტემბერი 2021 23:40
0
ქართული ფეხბურთი მკვდარია ! სამაგიეროდ ფეხბურთელების გაყიდვა და მიღებული შემოსავალი ცოცხლობს !
მანჩო
06 სექტემბერი 2021 00:20
0
ჩემო კეთილო ხალხო რატომ გიკვირთ ასეთ დღეში რომ ვართ?! ყველაფერი გაუვიდათ კობიაშვილს და კალაძეს!!! ბოლომდე სპობენ ფეხბურთს ეს მართლა უვიცი და ფულზე გაგიჟებული უთავმოყვარეო ადამიანები! ფედერაციასთან ფეხურთის ფანებს რომ წაუთაქა იმ ჩმორმა ცქიტიშვილმა აი მაშინ მაინც უნდა მივმხდარიყავით რომ მეტის მოთმენა არ შეიძპებოდა! ხიზანიშვილი არის მწვრთნელი
და რას მოველით????? პირადად მე ამათზე ხელი დიდი ხანია ჩავიქნიე, მაგრამ მცირე იმედს მაინც ვიტოვებ რომ ეგება და ფედერაციაში ოდესმე წესიერი და მცოდნე ადამიამები მოვიდნენ! რამდენი ნიჭიერი თაობა უნდა დაიღუპოს რომ გამოვფხიზლდეთ?!როდემდე უნდა ვიყოთ ასე გაფარჩაკებულები?..:
პაატა
05 სექტემბერი 2021 23:52
1
აღარ უყუროთ და მეტ სიმშვიდეს იგრძნობთ. დამიჯერეთ :(
ირაკლი
05 სექტემბერი 2021 23:36
0
აქაც რომ ცენზურაა და ამასაც რომ ვყლაპავთ. კომენტარს დავწერ და საათები არ იდება და ერთიორჯერ ვცადე ფედერაციაზე კარგი და წამებში დაიდო
Martali
06 სექტემბერი 2021 00:36
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული