შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო - 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც უნდა იყოს, მაინც გრანდია, მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.
რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.
როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა შეუტია, თუმცა დავითაშვილის გარღვევასა და აზაროვის დარტყმას შედეგი არ მოჰყვა. მერე დავითაშვილს სიმონმა არ დაანება გატანა, ხოლო სწრაფი კონტრშეტევისას სარაბიამ მეოთხე გოლი გაგვიტანა. „ჯვაროსნების“ თამაში შეცვლაზე შესულმა მიქაუტაძემ გაამწვავა, რომელიც ასპილიკუეტას გაექცა, დაარტყა, გოლკიპერმა მოიგერია და ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას რუისი ლორიასთან პირისპირ გაიჭრა და მეკარემ მეხუთე გოლისგან გვიხსნა. ბოლოს სარაბიასაც არ ჩაუთვალეს გოლი და მსაჯის საფინალო სასტვენიც გაისმა.
ესპანეთთან წაგება თავისთავად ტრაგედია არ არის, მაგრამ ამ გუნდს ადრეც შევხვედრივართ და ასე უშანსოდ არასოდეს ვყოფილვართ.
8 სექტემბერს საქართველოს ნაკრები სოფიაში ამხანაგურ მატჩში ბულგარეთს დაუპირისპირდება, 9 ოქტომბერს კი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის მეექვსე ტურში ბათუმში საბერძნეთს უმასპინძლებს.
მოკლედ, სანიოლისადმი ავანსების გაცემა დასრულდა, „თაფლობის თვეც“, აღფრთოვანებაც და დითირამბების მიძღვნაც. წამყვანი ფეხბურთელების ტრავმების გამოც არ გაუმართლა, მათი სათანადოდ შემცვლელებიც არ ჰყავს, რამეთუ ჩვენი გუნდის სათადარიგოთა სკამი მოკლეა, მაგრამ ვიდრე აქ მუშაობას დათანხმდებოდა, ბუნებრივია, იცოდა, სად მოდიოდა და რა სირთულეების წინაშე აღმოჩნდებოდა.
5 ტურის შემდეგ საქართველოს“ ნაკრები 1 ქულით აუტსაიდერია, მხოლოდ 2 გოლი გაიტანა (ორივე კვარაცხელიამ), 9 გაუშვა და ფაქტია - ასეთი უარყოფითი შედეგი ვაისის „ეპოქაშიც“ არ ჰქონდა. თუმცა, ახალი არაფერი მომხდარა, ვინაიდან ეს ტრაგიკომედია უკვე 27 წელია გრძელდება.
ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“
ესპანეთი-საქართველო 4:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41), 4:0 სარაბია (63)
ესპანეთი: სიმონი (სანჩესი 74), ასპილიკუეტა, ერიკ გარსია (მერინო 60), ლაპორტი (ალბიოლი 46), გაია (მენდესი 74), სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი (ფორნალსი 60)
საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე (კაკაბაძე 76), აზაროვი (ყაზაიშვილი 57), კანკავა, აბურჯანია (ალთუნაშვილი 68), ზარია (მიქაუტაძე 57), მამუჩაშვილი, დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 68)
მაშინ პირდაპირ ხიზანა დაენიშნათ დაუშლიდა ვინმე თუ მიტინგები დაიწყებოდა რა თვალში ნაცარს გვაყრიან ვხედავთ ამას ყველაფერი.
სანიოლის დიდი მწვრთნელობა ჯერ ადრეა მაგრამ რატომღაც მგონია რომ ხიზანა და მისი მეგობრებიც "ეხმარებიან":) უცხოელი მთლიანი სამწვრთნელო შტაბია საჭირო, ფედერაციასთან ზედმეტი კავშირის გარეშე
მწვრთნელშ არ არის პრობლემა სანიოლმა ამ თამაშებზე რაც მწვრთენლია ყველა ის ფეხბურთელი გამოძახა ვინც მეტ ნაკლებად რამეს წარმაოდგენს და ვინც ყველაზე მეტად იმსახურებდა ნაკრებში თამაშს რაც არის ეს არის! სხვა ვინ უნდა გამოეძახებინაა?? ახლა ვინც დაკლდაა ისინიც ხომ გამოძახებულები იყვნენ არაა? კიტეიშვილი კვარაცხელაი ლობჟანიძე, შენგელია იმიტომ არ გამოიძახა რომ დიდი ხანი იყოო უგუნდოთ ხარაიშვილი იმიტომ არ გამოიძახა რომ ოპერაცია გაიკეთა და არ თამაშბდა ბუდუ ბუდუო რომ ყვიროდნენ გაოიძახაა და აზრიი?? ხო გამოჩნდა რომ არ იყო ნაკრების დონე და ასეაა რა არ გყავს ჩვენ მაღალი დონის ფეხბურთელები, რომლებიც მოიგებენ თამაშებს საშუალო დონის ნაკრებებთან გყავს რამდენიმე იმედის მომცემი და ნიჭიერი ახალგაზრდა ვისაც ხელშეწყობა სჭირდება და დახმარება, რომ განვითარდნენ და ბოლომდე გამოავლინონ თავის პოტენციალი.
სახელებს არ ჩამოვთი ყველამ იცის მაგრამ ისინიც არ თამაშბენ დღეს საკლუბო თვალსაზრისით მაღალ დონეზე არცერთ ამ ჩვენი ნიჭიერი ბიჭის კლუბი არ არის მაღალი დონის ლიგის წევრი.
არ გინდა გეგუჩაძე რადგან 21 წლამდეში ვერ იმუშავა.
დანიშნე ჭიაბრიშვილი ან დანიშნე თუნდაც ცხადაძე გადადე გვერდზე ის წყენა დროებით.
დღეს ხომ გამოჩნდა რომ ბევრი ფეხბურთელი უბრალოდ იდგა მოედანზე არანაირი მოძრაობა არანაირი მუხტი განწყობა ბრძოლის ჟინი მე მახსოვს როგორ უყვიროდნენ ჯერ ქეცბაია და მერე ცხადაძე ფეხბურთელებს რომ ამოძრავებულიყვნენ მენტალობას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველმა მწვრთნელმა იცის აქაური ფეხბურთი იცის აქაური მეტალიტეტი როგორ უნდა მიუდგეს ფეხბურთელს როგორ დამუხტოს როგორ განაწყოს სათამაშოთ ქართველი ფეხბურთელები აქაურ მწვრთნელებს უფრო აფასებენ და უფრო დიდ ავტორიტეტები არიან ვიდრე უცხოელები ვინც არ უნდა იყოს და გასახდელიში შესვენებაზე სად ქართველი ქართველს რომ დაელაპარაკება განაწყობს და დამუხტავს და სად უცხოელი ეს დეტალები ბევრს ნიშნავს ზოგადად თორე აგერ ორი თამაში სადაც ელემეტარულად მოძრაობა არ იყო ფეხბურთელები იდგნენ ამ დროს მწვრთნელმა უნდა აამოძრავოს გუნდი.
მიქაუტაძე რატომ არ დაყენა ესპანთან ძირითადში და წიტეიშვილი აი ამაში ნამდვილად მაქვს კითხვები რადგან წინა თამაშზე წიტეიშვილი იყო საუკეთესო და აგერ დღეს მიქაუტაძე შემოვიდა ყველაზე კარგად.
დღეს ბევრმა საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ფეხბურთელმა ითამაშა ნაკრებში აშკარად გამოჩნდა რომ საქართველოს ჩემპიონატის დონეზე მოთამაშე ფეხბურთელები არანაირად არ არიან მზად ამ დონის სანაკრებო თამაშებისთვის ერთადერთ აზაროვი მომეწონა რომელიც ფაქტობრივად წამსვლელია უკვე ხვალ ან ზეგ გახდება ლეგიონერი.
ისიც გამოჩნდა რომ უთამაშებელი კაკაბაძეც კი უმნიშვნელოვანესი ნაკრებში და მას ამ ეტაპზე ალტერნატივა მის ფლანგზე არ ჰყავს.
გასაგებია ახალგაზრდები დაყენა ისინი ვინც ბურთთან კარგად არიან მარა ერთი რამ ძალიან გამიკვრიდა წინა თამაშის საუკეთესო ფეხბურთელს წიტეიშვილს ტოვებ სკამზე და ათამაშებ ზარიას რომელიც დინამო ბათმშიც კი სკამზე ზის ეგ ძალიან გაუგებარი გადაწყვეტილება იყო ჩემი აზრით და იგივე მიქაუტაძის სკამზე დასმაც.