სანიოლი: ახალი სისხლი გვჭირდება - პირველ ტაიმში ამბიციის გარეშე ვითამაშეთ

AutoSharing Option
ესპანეთთან ნამატჩევს (0:4) საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მარცხის მიზეზი ახსნა.

"სანაკრებო სიის შედგენისას ვიცოდით, რომ წინ რთული სექტემბერი გველოდა. მით უმეტეს, როდესაც გავიგეთ, რომ წამყვანი მოთამაშეები ჩვენ დახმარებას ვერ შეძლებდნენ.

კოსოვოს წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ ერთადერთი,  რაც ჩემი ფეხბურთელებისგან მსურდა, იყო, რომ მათ განსხვავებული სახე ეჩვენებინათ. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ, ამბიციის გარეშე ვითამაშეთ. ვთვლი, რომ მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი იყო, ფეხბურთელები უფრო მეტს ცდილობდნენ
და ერთადერთი პოზიტივი დღეს ეს გახლდათ.

ყველამ დავინახეთ, რომ
მიქაუტაძისა და ჩაკვეტაძის შემოსვლით ჩვენი თამაში უკეთესობისკენ შეიცვალა. თუმცა ორივე მოთამაშე საკუთარ კლუბებში ცოტა სათამაშო დროს იღებს და ამიტომ მათ მხოლოდ გარკვეული დროით შეუძლიათ მოედანზე ყოფნა.

ბულგარეთთან მატჩამდე, პირველ რიგში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა და განსაკუთრებით, პირველი ტაიმი, კარგად უნდა გავაანალიზოთ. ამხანაგურ შეხვედრაში იმ ფეხბურთელებს მიეცემათ შანსი, რომლებსაც კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ არ უთამაშიათ. მათ ექნებათ საშუალება, რომ დაამტკიცონ,  რა შეუძლიათ.

ვფიქრობ, რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდება. ყველა ფეხბურთელი, ვისაც ეროვნული ნაკრების დონეზე თამაში შეუძლია, მოძიებული გვყავს და ადრე თუ გვიან თავის გამოჩენის შანსი მიეცემა. მაგალითად, ხვადაგიანი, რომელსაც წინა შეხვედრებში არ უთამაშია, ბულგარეთის წინააღმდეგ შანსს მიიღებს", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 98 /
რა თქმა უნდა რეფორმები აუცილებელია, სხვისგან ავიღოთ მაგალითი. აღარ ვამბობ დაფინანსებაზე, თითეულ ლარზე გაწეული ხარჯების მონიტორინგი ღია უნდა იყოს. მწვრთნელების ჩამოყვანაც საჭიროა, როგორც ახლგაზრდულ გუნდებში, ასევე ჩემპიონატში.
მერაბი
07 სექტემბერი 2021 09:27
0
ესპანეთთან ნაღდი გაგვყიდეს
სხვას ვერაფერს მოიფიქრებს
კაცი
თენგო
06 სექტემბერი 2021 11:43
2
ნუ პროფესორობთ ძალიან გთხოვთ, ერთი თვის წინ მსოფლიოში საუკეთესო მწვრთნელი იყო და დღეს როგორ გახდა ასეთ არაფროფესიონალი?
ცოტა თანმიმდევრულები უნდა ვიყოთ გულშემატკივრებიც.

მწვრთნელის რა ბრალია თუ ფეხბურთელს არ შეუძლია. სამწუხაროა მაგრამ ეს არის დღევანდელი ჩვენი დონე, თუ კვარა და ჩაკვე არ არიან ფორმაში სულ ასე ვთამაშობთ, ჩრ.მაკედონია გავიხსენოთ.

ესპანეთისთვის ჩვენ ვართ, ისე როგორც გიბრალტარი ჩვენთვის.

ვილი ყველას შანსს აძლევს ვინც ოდნავ მაინც იმსახურებს. იმედია მომავალში რამდენიმე ძველ უქნარებს არ გამოიძახებს და ახალი გუნდის შენებას დაიწყებს.
მენტალისტი
06 სექტემბერი 2021 10:12
10
ფეხბურთელები არ გვივარგა, მაგრამ ეს ვილიც ვერ გამოდგა. გარტყმაში არაა. ვინც ჰგავს, იმასაც ვერ იყენებს.
გიორგი
06 სექტემბერი 2021 11:42
0
Reebs laparakobs?

Am kacs qartuli pexburti Rom adardebdes chakvetadze mikautadze da mamardashvili 3mives atamashebda.

Zaan uazro gadacyvetilebaa Rom tuki pexburteli gundshi 90 cuts ar tamashobs nakrebshic ar unda itamashos?
Martali
06 სექტემბერი 2021 09:41
1
ეხლა დაიწყება კობიაშვილის ბრალია სანიოლის ბრალია ყლელა იქნება დამნაშავე ფეხბურთელების გარდა არ გვიყვარს ქართველებს შრომა და ოფლის ღვრა და თანამედროვე ფაეხბურთში მარტო ნიჭით შორს ვერ წახვალ.კომენტატორმა ერთი საინტერესო მომენტი დააფიქსირა როცა ლორიამ ბურთი დაიჭირა მის სიახლოვეს 7კაცი იდგა არცერთი არ გაიქცა და არ გაიხსნა მანაც სადღაც უმისამართოდ გადაგდო ამას ნაკრების მწვრთნელი უნდა ასწავლიდეს.მოგებას რომ ვითხოვთ გადახედეთ სად თამაშობენ ქართველები და რამდენი წუთით. თავიანთ გუნდებში 10-10წუთით რომ თამაშობენ აქ90წუთი როგორ ითამაშებენ.
w
06 სექტემბერი 2021 09:08
5
არაა მასე. აქ ხალხი წერს, რომ კარგი ფეხბურთელი ძალიან ცოტა გვყავს, მაგრამ ნორმალურმა მწვრთნელმა ვინც გვყავს ის სჯამზე არ უნდა დაალურსმოს.
გიორგი
06 სექტემბერი 2021 11:54
0
Axali sisxli tu schirdeba nakrebs unda etamasha mamardashvils, chakvetadzes, mikautadzes da ase shemdeg da Ära imat vinc itamashes....
Meore variantia baxmaro 21 dgit :)
Martali
07 სექტემბერი 2021 01:39
0
ნატვრა - 1. ვინმე დაელაპარაკოს თავიდან იუვენტუსსა და სხვა კლუბებს კვარას შესახებ. 2. რასაც გადაიხდიან, 5 მილიონიც რომ იყოს, უნდა დათანხმდნენ და კვარა რუბინიდან უნდა გამოისყიდონ. 3. რუბინიდან გამოსასყიდი საჯარიმო თანხა კვარას მენეჯერს რომელიმე ქართულმა ბანკმა უნდა ასესხოს. მალევე დაუბრუნდებათ. რას იტყვით?
გიორგი
06 სექტემბერი 2021 15:05
7
დარწმუნებული ვარ კვარასთვის კარგი გინდა, მაგრამ ეგ ე.წ. პროექტი უტოპია და და რბილად რომ ვთქვათ არასერიოზულია, ვშიშობ ახსნას აზრი არ ექნება.
რუბინო
07 სექტემბერი 2021 00:38
0
სანიოლი ძაან მაგარი მწვრთნელია მარა ნაკრები არაფრად არ ვარგა. სანიოლი კი არა გვარდიოლა და ანჩელოტიც რომ მოვიდეს უარესი იქნება.
321
06 სექტემბერი 2021 09:42
5
ტიპი გაგნებაში არაა რანაირადაა მაგარი მწვრთნელი ესეიგი გაგებაში არა ხარ შენც
123
06 სექტემბერი 2021 16:57
0
რანაირი ხალხი ვართ ეს ქართველი გულშემატკივარი , ჯერ იყო და პირველ სამ თამაშზე ჰაერში აიყვანეს და აწიეს ეს კაცი , აი გვეშველაო , ეხლა ორი თამაში მეორე სასტავით ჩააგდო და სულ არაფროფესიონალს ეძახიან . ვაი ვაი
ლშა
06 სექტემბერი 2021 09:39
9
საქართველოს ჩემპიონატის ხალხი გასაგდებია ნაკრებიდან და მხოლოდ ჩვენი საამაყო და პატივცემული, უდიდებულესი ლეგიონერები უნდა ვათამაშოთ!ელიგის ჩამორჩენილი ხალხი ამ პრადვინუტ ლეგიონერებს ფეხებში ებლანდებიან და ამიტოამც მარცხდება სულ ჩვენი საამაყო ნაკრები!
კაკოიე
06 სექტემბერი 2021 10:21
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული