სანიოლი: ახალი სისხლი გვჭირდება - პირველ ტაიმში ამბიციის გარეშე ვითამაშეთ

AutoSharing Option
ესპანეთთან ნამატჩევს (0:4) საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მარცხის მიზეზი ახსნა.

"სანაკრებო სიის შედგენისას ვიცოდით, რომ წინ რთული სექტემბერი გველოდა. მით უმეტეს, როდესაც გავიგეთ, რომ წამყვანი მოთამაშეები ჩვენ დახმარებას ვერ შეძლებდნენ.

კოსოვოს წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ ერთადერთი,  რაც ჩემი ფეხბურთელებისგან მსურდა, იყო, რომ მათ განსხვავებული სახე ეჩვენებინათ. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ, ამბიციის გარეშე ვითამაშეთ. ვთვლი, რომ მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი იყო, ფეხბურთელები უფრო მეტს ცდილობდნენ
და ერთადერთი პოზიტივი დღეს ეს გახლდათ.

ყველამ დავინახეთ, რომ
მიქაუტაძისა და ჩაკვეტაძის შემოსვლით ჩვენი თამაში უკეთესობისკენ შეიცვალა. თუმცა ორივე მოთამაშე საკუთარ კლუბებში ცოტა სათამაშო დროს იღებს და ამიტომ მათ მხოლოდ გარკვეული დროით შეუძლიათ მოედანზე ყოფნა.

ბულგარეთთან მატჩამდე, პირველ რიგში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა და განსაკუთრებით, პირველი ტაიმი, კარგად უნდა გავაანალიზოთ. ამხანაგურ შეხვედრაში იმ ფეხბურთელებს მიეცემათ შანსი, რომლებსაც კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ არ უთამაშიათ. მათ ექნებათ საშუალება, რომ დაამტკიცონ,  რა შეუძლიათ.

ვფიქრობ, რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდება. ყველა ფეხბურთელი, ვისაც ეროვნული ნაკრების დონეზე თამაში შეუძლია, მოძიებული გვყავს და ადრე თუ გვიან თავის გამოჩენის შანსი მიეცემა. მაგალითად, ხვადაგიანი, რომელსაც წინა შეხვედრებში არ უთამაშია, ბულგარეთის წინააღმდეგ შანსს მიიღებს", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 98 /
ერთი არ გამოჩნდა არავინ ისეთი, რომ ფედერაციასთან საპროტესტო აქცია დააორგანიზოს, ოღონდ ისე კი არა ნაც. მოძრაობა რომ ითავებს, ფეხბურთი რომ სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ და მხოლოდ საკუთარი პიარისთვის იყენებენ. იმდენი ხალხი უნდა მივიდეთ, რომ ერთი ვინმემ გაბედოს და ხელით შეხება იფიქროს გულშემატკივარზე, თავისი შენობიანად რომ გაიტანოს ხალხმა. ამოვიდა ყელში ამათი პარპაში 6 წელია. გაივსო კობიაშვილის უსაქმურებით და საძმაკაცოთი ფედერაცია. კრიტიკოსი და შემფასებელიც არავინ ყავს. არც ჟურნალისტები იღებენ ხმას, არც ვეტერანები, არც სპორტის სამინისტრო და მთავრობა. ალბათ ისევ გულშემატკივრები თუ ავაგორებთ საპროტესტო ტალღას. და მხოლოდ ნაკრების კატასტროფას არ ეხება აქ საქმე. მთლიანად ქართული ფეხბურთი ჩაალპეს ამ ნაძირლებმა.
ირაკლი
07 სექტემბერი 2021 12:51
0
რა თქმა უნდა რეფორმები აუცილებელია, სხვისგან ავიღოთ მაგალითი. აღარ ვამბობ დაფინანსებაზე, თითეულ ლარზე გაწეული ხარჯების მონიტორინგი ღია უნდა იყოს. მწვრთნელების ჩამოყვანაც საჭიროა, როგორც ახლგაზრდულ გუნდებში, ასევე ჩემპიონატში.
მერაბი
07 სექტემბერი 2021 09:27
0
Axali sisxli tu schirdeba nakrebs unda etamasha mamardashvils, chakvetadzes, mikautadzes da ase shemdeg da Ära imat vinc itamashes....
Meore variantia baxmaro 21 dgit :)
Martali
07 სექტემბერი 2021 01:39
0
ვეცნობი კომენტარებს და მათზე გამოხმაურებებს და ყველაფერს ისევ პოლიტიკამდე მივყავართ, ის ვინც ფედერაციის კრიტიკოსია და მისი ხელმძღვანელიბის, ნაცებადაა აღქმული, ვინც ცვლილებებს აანონსებს, მყისვე ახსენებენ არველაძეს, ჯორდანიას და მითიურ "9 წელს", თავის მხრივ სანიოლის და კობის მზარდამჭერები "ქოცებად" მოიხსენიება და ა.შ. აი რას უნდა ნიშნავდეს თუნდაც ვახო სანაიას გალანძღვა, ის ხომ საკუთარ აზრს გამოხატავს ფეხბურთზე, ან გვარამიას იგნორი, რომელიც ასევე ფეხბუეთზე წერს თავის მოსაზრწბას. რა გამოდის, რომ გულშემატმუვარი ან ნაცი უნდა იყოს ან ქოცი? ეს ქვეყანა და ეს სპორტი ყველასია! გულშემატკივრობის დროს მაინც ნუ ვიქნებით პოლიტიკოსები,გუღშემატკუვრები მართლაც მტრობენ ერთმანეთს ინგლუსშიც კი, მაგრამ სხვადასხვა კლუბების კუთვნილების გამო და არა მათი პოლიტ.გემოვნებისთვის, რუსეთშიც კი ტრიბუნებზე დაპირისპირება მხოლოდ მათი განსხვავებული კუმირების გამოა. ეგ მოსული თემაა, მაგრამ ის ეაც ჩვენ გვჭირს სრული ფსიქოზია.
დევი
07 სექტემბერი 2021 01:15
2
ეეჰ,სანიოლ,ვითომ ახალი სისხლი შეუშვი,წუხელ,მოედანზე მაგრამ რომ შევხედე,უსისხლოებად მომეჩვენნენ.ასეთი პირველი ტაიმი,ჩვენი ნაკრებისაგან, არასოდეს მინახია და იმედია ვეღარც ვნახავ.წიტაიშვილი რატომ არ ათამაშა,ან მასზე,რატომ არაფერი თქვა,არ მესმის.განმარტებას ნამდვილად იმსახურებდა.
სოსო
06 სექტემბერი 2021 16:29
1
ესპანეთში გულშემატკივრები ხომ ესწრებოდნენ, რატომ არ დაუშვით მენაგვეებო ბათუმში თუნდაც 100 კაცი, ეს ხომ შემთხვევით არ მომხდარა ???????????????????/
???????????????
06 სექტემბერი 2021 15:55
4
ნატვრა - 1. ვინმე დაელაპარაკოს თავიდან იუვენტუსსა და სხვა კლუბებს კვარას შესახებ. 2. რასაც გადაიხდიან, 5 მილიონიც რომ იყოს, უნდა დათანხმდნენ და კვარა რუბინიდან უნდა გამოისყიდონ. 3. რუბინიდან გამოსასყიდი საჯარიმო თანხა კვარას მენეჯერს რომელიმე ქართულმა ბანკმა უნდა ასესხოს. მალევე დაუბრუნდებათ. რას იტყვით?
გიორგი
06 სექტემბერი 2021 15:05
7
დარწმუნებული ვარ კვარასთვის კარგი გინდა, მაგრამ ეგ ე.წ. პროექტი უტოპია და და რბილად რომ ვთქვათ არასერიოზულია, ვშიშობ ახსნას აზრი არ ექნება.
რუბინო
07 სექტემბერი 2021 00:38
0
1. კვარაცხელია უნდა ჩამოსულიყო და ნაკრების ექიმებს გაეკეთებინათ დასკვნა დეუძლია თუ არა თამაში! თუ ვინმეს ეჭვი ეპარება ამ შაბათ კვირას რუბინის თამაშსი არ გამოგრჩეთ…
2. ჩაკვეტაძე ამ კონდიციებშიც კი ათი თავით მაღლა დგას კონკურენტებზე და მინიმუმ 1 სრული ტაიმის თამაში ორივე შეხვედრაში თავისუფლად შეეძლო.
3. იგივე ითქმის მიქაუტაძეზე თუმცა ჩაკვესგან განსხვავებით ის მზად იყო ორივე თამაშში 90 წუთი ეთამაშა.
4. იგივე ითქმის წიტაიშვილზე რომელიც საერთოდ დამატებით გამოიძახა. ბოლოს და ბოლოს ბიჭი მსოფლიოს ჩემპიონია!
5. კვეკვესკირი თავის პოზიციაზე საუკეთესოა თან მაგარ ფორმაშია. რატომ არაა ნაკრებში?
6. ლევან შენგელია! ბევრი შემტევი გვყავს ისეთი რომელიც ბელგიაში თამაშობს და ყველა თამაშში გოლი გააქვს?!
7. ბათუმის ფეხბურთელების უმრავკესობა იგივე ნიკა ნინუასთანაც კი ვერ მოვა ახლოს! რა უნდათ მათ ნსკრებში და მითუმრტეს ძირიღად შემადგენლობაში როცა ჩაკვე, მიქაუტაძე და წიტაიშვილი სკამზე გყავს?!
8. როდის იყო ქართულ გუნდებს რაიმე წარმატებისთვის მუეღწიოთ ე.წ. “აწოწილი” მარტო ფორვარდით წინ? ეს არ არის ჩვენი თამაში!
9. მამარდაშვილი პირველი და ერთადერთი ქართველი მეკარეა ესპანეთში და ზოგადი ასეთ დონეზე და წერტილი.
10. სტადიონზე თუნდაც მხოლოდ ვაქცინირებული გულშემატკივარი უნდა დაეშვათ!
11. დარწმუნებული ვარ ეს მონენტები რომ გაეთვალისწინებინათ კოსოვოსთან 3 ქულისთვის ვიბრძოლებდით ხოლო ესპანეთთან უბრალოდ ვიბრძოლებდით და ბრძოლაში ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

პ.ს. ბევრს ვფიქრობ ვინ შეიძლება ისეთი დაინიშნოს მწვრთნელად რომ ეს ელემენტარული ჭეშმარიტება ესმიდეს? ალბათ შოთა არველაძე, საშა ჩივაძე ან გიო ქინქლაძე.
Zaza
06 სექტემბერი 2021 14:13
7
ცქიფო! გიორგი დევდარიანი.
vaxo
07 სექტემბერი 2021 00:44
0
გუშინდელი თამაში იყო სრული მარაზმი და ეს ყვლაფერი არაფრის მაქნისი ფედერაციის დამსახურებაა... რაც ეს ვაჟბატონები მობრძანდნენ,
მას შემდეგ ჩვენი ფეხბურთის სრული დასასრულის დასაწყისი დაიწყო და ასე მივექანებით უფსკრულის ფსკერისაკენ(თუ უკვე არ ვართ ფსკერზე). მაგრამ მთავარი ხომ ფედერაციას ესენი აკონტროლებენ, ბუიჯეტი გაიხადენ საკუთარ ჯიბედ, ხალხის ფული ,ესეიგი ჩვენი ფული და ჩვენ თურმე პროტესტის გამოხატვის უფლებაც არ გვაქვს, თუ არა და გვეშინოდეს ბატონ ცქიტიშვილის ან იაშვილის და მათი ძმების ბლატავის. ჩვენ ნამდვილი გულშემატკივრები მეტი ღირსები ვარ...
Maximus
06 სექტემბერი 2021 17:17
2
ყველა გამოხმაურება
ეს ფედერაცია მაშინ იყო დასაშლელი როცა ერთალიგის ფინალი ასე სამარცხვინოთ წაგეს მერე სომხებთან წაგება მიაყოლეს და მერე ბავშვებს ურტყეს და აგინეს გასაპროტესტებლად რომ იყვნენ მისულები ფედერაციაში და მუჯირი რომ გამოვიდა და თქვენი გულშემატკივრების ბრალიაოო აი მაშინ მაგრამ ამათ იციან რომ 10 000 20 000 კაცი არ გამოვა მიტინგზე ამათი პარპაშის გასაპროტესტებლად იციან რომ ჟურნალისტური გამოძიებები და გადაცემები არ მიეძღვნება ამათ კორუფციას კობიაშვილმა ყველა უსაქმური და კარიერა დამთავრებული ფეხბურთელ 9 კლასის ატესტატებიც რო არ აქვს ბევრს და ბირჟაზე რო იდგნენ გუშინ ფედერაციაში მიყვანა და თანამდებობებზე დანიშნა და არის საძმო განცხრომაში პასუხს არავინ თხოვს ხალხი მარტო სოციალურ ქსელებში აკრიტიკებს გარეთ გამომსვლელი არავინ არ არის და გულაობენ ფულს შოულობენ და თრობაში არიან.
გელა
06 სექტემბერი 2021 13:35
1
ყველაზე ზუსტი კომენტარი რაც კი დაწერილა!!!!!
ირაკლი
07 სექტემბერი 2021 10:24
0
ესეც კობიაშვილის ფედერაცის 6 წლიანი მუშაობის შედეგი !! არველაძებს რომ აგინებდა ნახევარი საქართველო ქეცბაიას და სიჭინავას მაშინ არ ამბობდით კალა და კობი უშველიან ქართულ ფეხბურთსოო აჰაა ბატონო შედეგი 6 წელია ფედერაცის პრეზიდენტია და წინა მსოფლიოს ციკლი მოგების გარეშე დასრულა და ახლაც 1 ფრე და 3 წაგება და გამზადებულია ჩვენთვის ბოლო ადგილი ამ ჯგუფში რაც შეეხება ერთალიგას ეგ კობიაშვილის დამსახურებით არ გაკეთდა ეგ გააკეთა უეფამ და სუსტ ნაკრებებს მისცა შანსი და იქაც ვრაფერი ვქენით და იქაც ბევრი რამ იყო საეჭვოო ფინალური მათტჩის წინა პერიოდში რაც მატჩამდე მოხდა.
ქეცბას მე-4 ადგილზე რომ ნერვი მოეშალა მთელს ქართულ გულშემატკივრობას და ჟურნალისტებს არც ვაისზე არ იღებდა ბევრი ხმას ვინც მაშინ ქეცბას აგინებდა და ახლაც როცა ყველა ვხედავთ რომ ამ მიდგომით და ასეთი დამოკიდებულებით რაც ნაკრების ხელმძვანელობას აქვს ბოლო ადგილია ჩვენთვის გამზადებული აქაც ბევრი არ იღებს ხმას სამწუხაროდ ბევრი ვეტერანი ბევრი ჟურნალისტი და ექსპერტი კვალვ კოჭს უგორებს ფედერაციას ვაი და ვინმეს რამე არ ეწყინოს გატრუნულები არიან.
ზურა
06 სექტემბერი 2021 13:30
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული