სანიოლი: ახალი სისხლი გვჭირდება - პირველ ტაიმში ამბიციის გარეშე ვითამაშეთ

AutoSharing Option
ესპანეთთან ნამატჩევს (0:4) საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მარცხის მიზეზი ახსნა.

"სანაკრებო სიის შედგენისას ვიცოდით, რომ წინ რთული სექტემბერი გველოდა. მით უმეტეს, როდესაც გავიგეთ, რომ წამყვანი მოთამაშეები ჩვენ დახმარებას ვერ შეძლებდნენ.

კოსოვოს წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ ერთადერთი,  რაც ჩემი ფეხბურთელებისგან მსურდა, იყო, რომ მათ განსხვავებული სახე ეჩვენებინათ. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ, ამბიციის გარეშე ვითამაშეთ. ვთვლი, რომ მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი იყო, ფეხბურთელები უფრო მეტს ცდილობდნენ
და ერთადერთი პოზიტივი დღეს ეს გახლდათ.

ყველამ დავინახეთ, რომ
მიქაუტაძისა და ჩაკვეტაძის შემოსვლით ჩვენი თამაში უკეთესობისკენ შეიცვალა. თუმცა ორივე მოთამაშე საკუთარ კლუბებში ცოტა სათამაშო დროს იღებს და ამიტომ მათ მხოლოდ გარკვეული დროით შეუძლიათ მოედანზე ყოფნა.

ბულგარეთთან მატჩამდე, პირველ რიგში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა და განსაკუთრებით, პირველი ტაიმი, კარგად უნდა გავაანალიზოთ. ამხანაგურ შეხვედრაში იმ ფეხბურთელებს მიეცემათ შანსი, რომლებსაც კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ არ უთამაშიათ. მათ ექნებათ საშუალება, რომ დაამტკიცონ,  რა შეუძლიათ.

ვფიქრობ, რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდება. ყველა ფეხბურთელი, ვისაც ეროვნული ნაკრების დონეზე თამაში შეუძლია, მოძიებული გვყავს და ადრე თუ გვიან თავის გამოჩენის შანსი მიეცემა. მაგალითად, ხვადაგიანი, რომელსაც წინა შეხვედრებში არ უთამაშია, ბულგარეთის წინააღმდეგ შანსს მიიღებს", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 98 /
რა ახალ სისხლზე ლაპარაკობს ეს დეგენერატი მამუჩაშვილი ჩაბრაძე ზარია აზაროვი ლოჩოშვილი ესენი არ არიან "ახალი სისხლი"? ერთბაშად 5 დებიუტანტი ესპანეთთან ოფიციალურ მატჩში პირდაპირ დაღუპეს გუნდი და კიდე იძახის "ახალი სისხლი" , ... თქვენ ხო არ გაბაბანებთ მართლა ???
Xr
06 სექტემბერი 2021 09:25
0
მამარდაშვილმა ვალენსიასთან ერთად ჩემპიონატი და თასი უნდა მოიგოს, რომ ნაკრებში კარში დააყენონ?! თუ დიდხანს მეძინა წუხელ და კვიპროსის ჩემპიონატი
ბექა
06 სექტემბერი 2021 09:17
0
ეხლა დაიწყება კობიაშვილის ბრალია სანიოლის ბრალია ყლელა იქნება დამნაშავე ფეხბურთელების გარდა არ გვიყვარს ქართველებს შრომა და ოფლის ღვრა და თანამედროვე ფაეხბურთში მარტო ნიჭით შორს ვერ წახვალ.კომენტატორმა ერთი საინტერესო მომენტი დააფიქსირა როცა ლორიამ ბურთი დაიჭირა მის სიახლოვეს 7კაცი იდგა არცერთი არ გაიქცა და არ გაიხსნა მანაც სადღაც უმისამართოდ გადაგდო ამას ნაკრების მწვრთნელი უნდა ასწავლიდეს.მოგებას რომ ვითხოვთ გადახედეთ სად თამაშობენ ქართველები და რამდენი წუთით. თავიანთ გუნდებში 10-10წუთით რომ თამაშობენ აქ90წუთი როგორ ითამაშებენ.
w
06 სექტემბერი 2021 09:08
5
არაა მასე. აქ ხალხი წერს, რომ კარგი ფეხბურთელი ძალიან ცოტა გვყავს, მაგრამ ნორმალურმა მწვრთნელმა ვინც გვყავს ის სჯამზე არ უნდა დაალურსმოს.
გიორგი
06 სექტემბერი 2021 11:54
0
ბევრად დიდი ანგარიშებითბგვაქვს წაგებულინბევრად ცუდ გუნდებთან. რა გიკვირთ ვერ ვხვდები? ესპანეთმა 6:0 მოუგო გერმანიას 10 თვის წინ!
პროფესორ
06 სექტემბერი 2021 08:47
10
მოაშორეთ ქართველი თანაშემწეები მწვრთნელს. საერთოდ სადაც ქართველია უფროსი ყველაფერში ბარდაგია და ნაცნობობ კორუფციით ყარს იქაურობა . მაგალითად ორ დიდ ქარხანას მოვიყვან შედარებისთვის რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში რუხაძეა მფლობელი და ხელფასებიც დაბალია თან არავითარი უსაფრთხოების წესები ბარდაგია ყველაფერში , აი მეორეს ჰაიდელბერგ ცემენტს უცხოელი ყავს მფლობელი სრულიად საპირისპირო მოცემულობაა , ორივეგან მაქ ნამუშევარი,როგორც ჯოჯოხეთი და სამოთხე ისეა განსხვავება.გამგონი მიხვდება რისი თქმაც მინდოდა ... გთხოვთ ნუ დამბლოკავთ
დათო-რუსთავი
06 სექტემბერი 2021 08:21
0
30 წელს ზემოთ ყველა გაუშვით ნაკრებიდან.. როცა ახალი მწვრთნელი გვენიშნება პირველ თამაშს მონდომებით თამაშობენ და ამათ ყოველ თამაშზე რო შევუცვალოთ მწვრთნელი იქნებ მერე მაინც გვეშველოს
ტოტტი
06 სექტემბერი 2021 08:14
0
გიორგი დევდარიანი რომ გეყოლება და ვიღაც დაუნ უმუშევარ უცხოელს რომ მოათრევ
Xf
06 სექტემბერი 2021 06:11
5
საქართველოს ნაკრები- ქართული ოცნება
გუჯი
06 სექტემბერი 2021 04:38
29
ფედერაცია - ხელისუფლება?
დაზუსტება
06 სექტემბერი 2021 09:02
2
ტიტუუ აგი ნაციონალი ყოფილა
:-)
06 სექტემბერი 2021 06:23
6
არ ვიცი რას,ვისთან ერთად გეგმავთ ბ-ნო ვილი!..მაგრამ თავად თქვენ რომ დიდი ვერაფერი პროფესიონალი მწვრთნელი ბრძანდებით უკვე გამოჩნდა!
Daviti
06 სექტემბერი 2021 04:34
20
კარგით ხალხო, როდემდე უნდა დაუშვათ ერთი და იგივე შეცდომა! - რომელი მწვრთნელის ხელში გავედით ჯგუფიდან? რა შუაშია მწვრთნელი?? როგორ არცერთი არ ვარგოდა: ჩივაძე, ტოპმიულერი, ყიფიანი, ძოძუაშვილი, კუპერი, ის ფრანგი რო იყო, ცხადაძე, ქეცბაია....ფეხბურთელების კლასზეა აქ საუბარი. და მწვრთელზეც რა თქმა უნდა მაგრამ გარკვეულწილად. აცადეთ ჯერ 3-4 თამაში ჩაატარა, ჯერ გაიდლაინებით ადრეა ბოღმის მწვრთნელზე გადატანა და ლანძღვა, ეგ მე-7 ან მე-8 თამაშის მერე შეიძლება.
ლევანი
06 სექტემბერი 2021 10:51
6
არც პროფესიონალი ფეხბურთელები გვყავს დავით
დათო
06 სექტემბერი 2021 09:50
1
ყველა გამოხმაურება
წიტაიშვილმზე ახალი სისხლი ვიღან უნდა გადავისხათ, დაგვცინის ეს კაცი და მიზეზსაც არ ასახელებს, რატომ არ ათამაშა... და გულშემატკივრების მეტი არც არავინ ეკითხება და არც პასუხს თხოვს... სულ არ გამიკვირდება, ხვალ რომ თქვან, წიტაიშვილს აწონვაზე დააგვიანდა და ტურნირიდან ჩაიხსნაო...
ვოოტ
06 სექტემბერი 2021 04:17
4
მართლაც ძალიან საინტერესოა რატომ არ ათამაშა წიტაიშვილი??!! როცა დამაშის ბოლოს მე-5 გოლი გაგვიტანეს გული ძალიან დამწყდა იმიტომ, რომ 4:0 წაგება მქონდა ნაწინასწარმეტყველევი. დღეს კი აღმოჩნდა რომ 4:0 დამტავრებულა!!! ვაა?!
aburjga
06 სექტემბერი 2021 10:15
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული