სანიოლი: ახალი სისხლი გვჭირდება - პირველ ტაიმში ამბიციის გარეშე ვითამაშეთ

AutoSharing Option
ესპანეთთან ნამატჩევს (0:4) საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მარცხის მიზეზი ახსნა.

"სანაკრებო სიის შედგენისას ვიცოდით, რომ წინ რთული სექტემბერი გველოდა. მით უმეტეს, როდესაც გავიგეთ, რომ წამყვანი მოთამაშეები ჩვენ დახმარებას ვერ შეძლებდნენ.

კოსოვოს წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ ერთადერთი,  რაც ჩემი ფეხბურთელებისგან მსურდა, იყო, რომ მათ განსხვავებული სახე ეჩვენებინათ. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ, ამბიციის გარეშე ვითამაშეთ. ვთვლი, რომ მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი იყო, ფეხბურთელები უფრო მეტს ცდილობდნენ
და ერთადერთი პოზიტივი დღეს ეს გახლდათ.

ყველამ დავინახეთ, რომ
მიქაუტაძისა და ჩაკვეტაძის შემოსვლით ჩვენი თამაში უკეთესობისკენ შეიცვალა. თუმცა ორივე მოთამაშე საკუთარ კლუბებში ცოტა სათამაშო დროს იღებს და ამიტომ მათ მხოლოდ გარკვეული დროით შეუძლიათ მოედანზე ყოფნა.

ბულგარეთთან მატჩამდე, პირველ რიგში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა და განსაკუთრებით, პირველი ტაიმი, კარგად უნდა გავაანალიზოთ. ამხანაგურ შეხვედრაში იმ ფეხბურთელებს მიეცემათ შანსი, რომლებსაც კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ არ უთამაშიათ. მათ ექნებათ საშუალება, რომ დაამტკიცონ,  რა შეუძლიათ.

ვფიქრობ, რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდება. ყველა ფეხბურთელი, ვისაც ეროვნული ნაკრების დონეზე თამაში შეუძლია, მოძიებული გვყავს და ადრე თუ გვიან თავის გამოჩენის შანსი მიეცემა. მაგალითად, ხვადაგიანი, რომელსაც წინა შეხვედრებში არ უთამაშია, ბულგარეთის წინააღმდეგ შანსს მიიღებს", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 98 /
ფედერაცია უნდა გამოიცვალოს ძირფესვიანად, აირჩიოს ხალხმა პრეზიდენტიც ვიცეპრეზიდენტიც მოადგილეც და ყველა წამყვანი თანამდებობის პირი. ელექტრონული ხმის მიცემის წესით იქნება მარტივი და უსაფრთხო, ეს ძმაკაცური მმართველობის კლანიც აღარ იქნება. ისე მწვრთნელების ცვლას და ახალი მოედნების გახსნას აზრი არ ექნება.
Emigranti
06 სექტემბერი 2021 11:28
1
კაი იქნებოდა მასე მარტივად რო იყოს უბრალოდ ციფრულ სამყაროში უსაფრთხოებაზე რა მოგახსენო
ემიგრანტი
06 სექტემბერი 2021 22:09
0
უტიფრობის მაგალითი. შენი ბრალი არაფერია არა? სერიოზულად ვილი?! ქართველი გილშემატკივარი დებილია არა? მიქაუტაძეს ცოტა დრო ეძლევა თურმე თავის ვუნდში და ორ ტაიმს ვერ ითაშებს. რა სისულელეა - ტრამვა არ ქონდა და ჩვეულებრივად ვარჯიშობდა საფრანგეთში რაის ორ ტაიმს ვერ ირბენდა!გამოგეყვანა თავიდან და თუ ვერ ირბენდა შეცვლიდი, სამით ნოლს ელიდებიდი? წიტაიშვილი სად იყო? ისიც ვერ ირბენდა ორ ტაიმს? საერთოდ რომ თამაშის ხალისი არ ეტყობოდათ ფეხბურთელებს ორივე მატჩში რით აიხსნება ნეტა იმ ფონზე რომ პირველ მატჩებში ასე ნამდვილად არ იყო. იმით ხომ არა, რომ მანდ გუნდში რაღაც ხდება. და ამას ხედავენ? წამყვანი მოთამაშეების " ტრამვებიც" მაგით ხომ არ აიხსნება (თავის გუნდებში ყველა მათგანი სამ- ოთხ დღეშივრომ ითამაშებს ეჭვიც არ არის) ერთი სიტყვა ბოდიშის, პასუხისმგებლობის აღების. მოკლედ რა ეგ და ფედარიციის ხელმძღვანელობა. და ბოლოს ამ ორი თამაშის შემხედვარე- ან სანიოლი უდაბლესი დონის მწვრთნელია, ან ვიღაც სხვა ხელმძღვანელობდა მანდ ან წინასწარ "გაცემული" იყო ორივე თამაში. არ ამოვიღოთ ხმა არავინ , პასუხს ნურავის მოვთხოვთ იმისთვის რაც ქართულბფეხბურთში ხდება ყველა დონეზე და მერე რაღაცეები გაგვიკვიდეს!!!
არტ
06 სექტემბერი 2021 11:09
3
ორივე თამაში წინასწარ "გაცემული" რომ იყო მაგას მართლა გავს ეს სიტუაცია. კოსოვოზე მაყურებლის დასწრების ორგანიზება სავსებით შეიძლებოდ(ან ვაქცინირებულების, ან ტესტით, ან ჯარი შეიძლებოდა, სხვა ვარიანტებიც იყო.) არ მოინდომეს, ვიღაცას არ აწყობდა. კვარაცხელიას ტრამვა რომ არ აქვს, საიმანოვმა "ჩაუშვა" ნაკრებში მიდისო - არ გააფრთხილეს ეტყობა. მამარდაშვილზე, მიქაუტაძეზე და სხვებზე უკვე დაიწერა. ამდენი შეცდომა შემადგენლობასთან დაკავშირებით, თან წინასწარაც რომ ჩანს რომ შეცდომაა ეჭვს ბადებს, თან საფუძვლიანს. ნუ მოკლედ ნახეთ - ორი კაცი ვისაც პასის მიცემის უნარი აქვს და ნახევარდაცვაში აუცილებლად გვჭირდება ერთი მაინც - კვეკვესკირი და კიტეიშვილი. ერთს საერტოდ არ იძახებს, მეორე საჩქაროდ "იტრამვება" თამაშის დაწყებასტან ერთად, ოღონდ როდის მიიღო ტრამვა არ ჩანს და აგერ ნახავთ გუნდსი რომ ჩავა არაფერი ტრამვა აღარ ექნება და ეგრევე ითამაშებს. სწრაფი გარემარბებიდან - კვარაზე დავწერე უკვე, შენგელიას არც იძახებენ სათამაშო პრაქტიკა არ აქვსო ჯერ ეგ ერთი დაიწყო თამაში და გოლიც გაიტანა და მეორეც, გამოიძახე და ნახე იქნებ მზადაა ის კაცი? ლობბჟანიძის "ტრამვები" ხომ უცნაურზე უცნაურია თან ეგ კაცი ანანიძის ნაირი "შუშის" არაა და რაღაც არ მახსოვს ადვილად იტრამვებოდეს. ეგეც ეგრევე ითამაშებს სანაკრებო პაუზის მერე, აგერ ნახავთ. მოკლედ თუ ეს ყველაფერი საეჭვო არაა, მე არ ვიცი მაშინ. მაინც ვერ გავალთ მაგ ჯგუფიდანო და ხეირი მაინც ვნახოთო მაგას გავს ძალიან. სრული კატასტროფა გვაქვს საკლუბო ფეხბურთშიც და საერთოდ ყველა მიმართულებით და ყოველ წელს მდგომარეობა უარესდება. გარეკეთ ეგ მავნებელი ფედერაცია სანამ შეუქცევადი არ გამხდარა სიტუაცია.
ან
06 სექტემბერი 2021 13:41
2
სრულიად გეთანხმები. სანიოლის მთავარი პრობლემა ისაა, რომ პირველ ნახევაეს რომ წვაგებთ, მეორეს ზუსტად იგივე შემადგენლობით იწყებს. არადა, სკამზე ყოველთვის უკეთესი ფეხბურთელი უზის, ვიდრე მოედანზე ჰყავს გაშვებული.
გიორგი
06 სექტემბერი 2021 11:32
1
ახალი? მე მგონი, უბრალოდ, სისხლი.
ვვვ
06 სექტემბერი 2021 11:09
0
მე ხომ ვამბობდი ერთი-ორი კარგი მარკშეიდერი გვჭირდებათქო, ხომ ვამბობდი...
ნიშადური
06 სექტემბერი 2021 11:00
2
2 წლით ხარ მოსული და ექსპერიმენტების დრო გაქვს? გვეღადავები?
dm
06 სექტემბერი 2021 11:00
2
ეს შემადგენლობა და ტაქტიტა თუ ამის შერჩეეულია, რაც დროზე წავა ნაკრებიდან ჯობია, აზრზე არ არის მასტი და თუ ხიზანამ დაუყუენა, რისი ალბათობაც ძალიან მაღალია, მაშინ იმაზე სწრაფად უნდა წავიდე ვიდრე პირველ შემთხვევაში.....
ქართველი
06 სექტემბერი 2021 10:57
1
მსოფლიო შესარჩევს ვთამაშობთ და კომენტატორები! იძახიან ეს ციკლი მომდევნო ტურნირის მოსამზადებლათ გამოვიყენოთო. არ გრცხვენიათ?! ვიცი რომ შანსი 0_ის ტოლია.
შე.ჩე.მა!
06 სექტემბერი 2021 10:55
0
მამარდაშვილი, ჩაბრაძე, კაშია, გიორბელიძე, კანკავა, ჩაკვეტაძე, კიტეიშვილი, კვარაცხელია, წიტაიშვილი, ლობჟანიძე, მიქაუტაძე
- ეს ნაკრები ნებისმერ ნაკრებს
დაანამუსებს!
მაგრამ ორი დიდი პრობლემა:
1- ესენი ერთად რა ვიცით როდის შეიკრიბებიან
2- მინიმუმ 8-9 კაცი გვინდა კიდევ
ამათი სრულფასოვანი
შემცვლელი
თენგო
06 სექტემბერი 2021 10:54
5
რა ჩაბრაძე სირცხვილია,მთელი თამაში კიკინებს ისწორებდა,თფუ მაგის
kako
06 სექტემბერი 2021 12:09
0
დაიწყო ამანაც ნაცნობი ლაპარაკი. ყველამ კარგად იცის ჩვენი სათამაშო პერსპექტივა და აქ მართლა ფულის გულისთვის მოდის, თორემ საქართველოს წარმატება უტოპიაა უკვე დიდი ხანია
: )))))))
06 სექტემბერი 2021 10:48
1
ბულგარეთთან გადამწყვეტი ამხანაგური შეხვედრის წინ დაასვენა და შეინახა ძირითადი ფეხბურთელები.
ქ. გ.
06 სექტემბერი 2021 10:44
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული