სანიოლი: ახალი სისხლი გვჭირდება - პირველ ტაიმში ამბიციის გარეშე ვითამაშეთ

AutoSharing Option
ესპანეთთან ნამატჩევს (0:4) საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა მარცხის მიზეზი ახსნა.

"სანაკრებო სიის შედგენისას ვიცოდით, რომ წინ რთული სექტემბერი გველოდა. მით უმეტეს, როდესაც გავიგეთ, რომ წამყვანი მოთამაშეები ჩვენ დახმარებას ვერ შეძლებდნენ.

კოსოვოს წინააღმდეგ გამართული მატჩის შემდეგ ერთადერთი,  რაც ჩემი ფეხბურთელებისგან მსურდა, იყო, რომ მათ განსხვავებული სახე ეჩვენებინათ. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. პირველი ტაიმი ძალიან ცუდად ჩავატარეთ, ამბიციის გარეშე ვითამაშეთ. ვთვლი, რომ მეორე ტაიმი ბევრად უკეთესი იყო, ფეხბურთელები უფრო მეტს ცდილობდნენ
და ერთადერთი პოზიტივი დღეს ეს გახლდათ.

ყველამ დავინახეთ, რომ
მიქაუტაძისა და ჩაკვეტაძის შემოსვლით ჩვენი თამაში უკეთესობისკენ შეიცვალა. თუმცა ორივე მოთამაშე საკუთარ კლუბებში ცოტა სათამაშო დროს იღებს და ამიტომ მათ მხოლოდ გარკვეული დროით შეუძლიათ მოედანზე ყოფნა.

ბულგარეთთან მატჩამდე, პირველ რიგში, ესპანეთის წინააღმდეგ გამართული შეხვედრა და განსაკუთრებით, პირველი ტაიმი, კარგად უნდა გავაანალიზოთ. ამხანაგურ შეხვედრაში იმ ფეხბურთელებს მიეცემათ შანსი, რომლებსაც კოსოვოსა და ესპანეთის წინააღმდეგ არ უთამაშიათ. მათ ექნებათ საშუალება, რომ დაამტკიცონ,  რა შეუძლიათ.

ვფიქრობ, რომ გუნდს ახალი სისხლი სჭირდება. ყველა ფეხბურთელი, ვისაც ეროვნული ნაკრების დონეზე თამაში შეუძლია, მოძიებული გვყავს და ადრე თუ გვიან თავის გამოჩენის შანსი მიეცემა. მაგალითად, ხვადაგიანი, რომელსაც წინა შეხვედრებში არ უთამაშია, ბულგარეთის წინააღმდეგ შანსს მიიღებს", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 98 /
მუდმივად გავიძახით ნიჭიერი ახალგაზრდობა მოდისო და გვავიწყდება, რომ დიდი სპორტსმენი ეს 1% ნიჭი და 99% შრომაა. თუ მოდის და ვერ მოვიდა ე.ი. შრომა დააკლო. გავიძახით ხვიჩას ეს ყიდულობს ის ყიდულობს, ტოპ გუნდში უნდა ითამაშოსო, 17 წლის სომეხი კი სპარტაკის ძირითადშია და რუსეთის ნაკრებშიც ითამაშა. არის ასეთი ფრთიანი გამოთქმა "უნიფხვო კაცს ყლე ეგრძელებოდაო" ისეა ჩვენი საქმე.
ჟორა გაბრიჭიძე
06 სექტემბერი 2021 09:56
6
რედაქციას, აბა უხამაობას არ ვაქვეყნებთო?
გიორგი
06 სექტემბერი 2021 11:46
1
სანიოლზე როგორ იძახით დიდი ვერაფერი მწვრთნელიაო? მიკვირს. კაცი საქართველოში გადმოცხოვრდა. ეროვნული ლიგის თამაშებს ესწრება. ახალგაზრდებს შანს აძლევს და იძახებს. ყველას აკვირდება. ყველაფერს აკეთებს. რამის 9 თავდამსხმელით თამაშობს როცა ფორმაში არიან ფეხბურთელები მეტი რა ქნას? და რა უნდა გააკეთოს მეტი მწვრთნელმა?
irakli
06 სექტემბერი 2021 09:54
7
მწვრთნელმა უნდა მაქსიმალურად გამოიყენის ის, ვინც ჰყავს. მითუმეტეს როცა სულ 3-4 ფეხბურთელია ნაკრებში. დანარჩენი სივრცის შესავსებად კი გამოდგება.
გიორგი
06 სექტემბერი 2021 11:49
1
პირადად ჩემი აზრით, სანიოლის ერთადერთი შეცდომა ის არის, რომ ლორიას არ ცვლის. და კიდე არი რამდენიმე მოტამაშე ვინც ამოწურეს ყველაფერი. აღარ შეუძლიათ მეტი და მორჩა. კვარას, ჩაკვეს იმედი მაქვს და კიდე 1-2 ფეხბურთელის. და მამარდაშვილის. დანარჩენი არაპროფესიონალიზმია და 0.
იკა პსჟ
06 სექტემბერი 2021 09:49
4
ბოლო ბოლო ესპანეთია რა შედეგები მოგინდათ? ის ამხანაგური იყო რო გაგვივარდა რაღაცა. 100 დან 100 მოგვიგებენ ნებისმიერი ანგარიშით.
იკა
06 სექტემბერი 2021 09:44
3
სანიოლი ძაან მაგარი მწვრთნელია მარა ნაკრები არაფრად არ ვარგა. სანიოლი კი არა გვარდიოლა და ანჩელოტიც რომ მოვიდეს უარესი იქნება.
321
06 სექტემბერი 2021 09:42
5
ტიპი გაგნებაში არაა რანაირადაა მაგარი მწვრთნელი ესეიგი გაგებაში არა ხარ შენც
123
06 სექტემბერი 2021 16:57
0
Reebs laparakobs?

Am kacs qartuli pexburti Rom adardebdes chakvetadze mikautadze da mamardashvili 3mives atamashebda.

Zaan uazro gadacyvetilebaa Rom tuki pexburteli gundshi 90 cuts ar tamashobs nakrebshic ar unda itamashos?
Martali
06 სექტემბერი 2021 09:41
1
წიტაიშვილი სად დამალე...ან ეს შემოდგენლობა ვინ გირჩიააა////????
rezi
06 სექტემბერი 2021 09:41
0
რანაირი ხალხი ვართ ეს ქართველი გულშემატკივარი , ჯერ იყო და პირველ სამ თამაშზე ჰაერში აიყვანეს და აწიეს ეს კაცი , აი გვეშველაო , ეხლა ორი თამაში მეორე სასტავით ჩააგდო და სულ არაფროფესიონალს ეძახიან . ვაი ვაი
ლშა
06 სექტემბერი 2021 09:39
9
არ გრცხვენია? სახლში წადი რააა
roma
06 სექტემბერი 2021 09:35
1
სანიოლი ტაქტიკოსი 0 ადრეც ვთქვი, სექტემბერ ოქტომბერში გამოჩნდება რა მწვრთნელიცა როცა მოსაგები თამაშები იქნებათქო და... ვაისზე სუსტი მწვრთნელია რეალურად.
გოგა
06 სექტემბერი 2021 09:29
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული