U21. საქართველოს ნაკრების კარგი მეორე ტაიმი და ფრე სტუმრად რუმინეთთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ვოლუნტარის ანგელ იორდანესკუს სახელობის სტადიონზე ჩატარებულ ამხანაგურ მატჩში რუმინეთს დაუზავდა - 1:1.

მასპინძლები მე-16 წუთზე სტოიკამ დააწინაურა და პირველი ტაიმი 1:0 მოიგეს. მეორე ტაიმში ჩვენი გუნდი ინიციატივას დაეუფლა. აქტიური იყო კაპანაძე. 73-ე წუთზე კი გულიაშვილმა დრიბლინგი ლამაზი გოლით დააგვირგვინა. ძალიან სახიფათოდ უტევდა ხარაბაძე, რომლის დარტყმული ბურთი 82-ე წუთზე მეკარე პოპამ მოიგერია და თავისი გუნდი აშკარა გოლისგან გადაარჩინა.

უნდა ითქვას, საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ორგანიზებულად ითამაშა და ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია.

რამაზ სვანაძის შეგირდებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს: მეგრელიშვილი, კაპანაძე
(ინჯგია 86), გელაშვილი, კალანდაძე, ჯინჯოლავა, ხარაბაძე, მექვაბიშვილი, ნონიკაშვილი (გაგნიძე 63), გულიაშვილი (ლომთაძე 78), მოისწრაფიშვილი (გოჩოლეიშვილი 78), გაგუა

შეგახსენებთ, საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები რუმინეთთან ერთად ევრო 2023-ის მასპინძელია და შესარჩევი ტურნირისგან თავისუფალია.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ასეთი მწვრთნელები რომლებიც ქრთამს იღებდნენ ახლა ნაკრებში დანიშნეს? სვანაძე
awse
13:05 08-09-2021
0
თუ შეიძლება აგვიხსნათ, ოლიმპიადისთვის შესარჩევი ტურნირი რომელია?
ჰაჰა
10:43 08-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული