საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში სტუმრად ბულგარეთთან 1:4 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა ესპანეთთან გასულ შეხვედრასთან შედარებით ძირითადი შემადგენლობა რადიკალურად შეცვალა, დებიუტანტები მამარდაშვილი და ხვადაგიანი ათამაშა, ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ პირველად მოხვდა სასტარტოში ჩაკვეტაძე და კვლავ ვიხილეთ წიტაიშვილი, რომელსაც გაურკვეველი მიზეზების გამო ესპანეთთან ასპარეზობა არ მოუწია. აღსანიშნავია, რომ ბულგარელთა თავკაცმა პეტროვმაც გვარიანად გადაახალისა გუნდი.

თავიდან ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა მომენტი ვერ შექმნეს. შემდეგ თამაში გათანაბრდა. ჩვენი ფეხბურთელები ხშირად მარტივ სიტუაციებში კარგავდნენ ბურთს. მე-20 წუთზე კი მასპინძლები საჯარიმოდან ნედელევმა დააწინაურა. საქართველოს ნაკრები
მეტოქის კარზე იერიშების მიტანას ვერ ახერხებდა, ხოლო 34-ე წუთზე კაკაბაძემ საჯარიმოში დ. ილიევი წააქცია და პენალტით ანგარიში თავად დაზარალებულმა გაზარდა. შემდეგ საქართველოს ნაკრებს პირველი შანსი მიეცა, მაგრამ საჯარიმოდან წიტაიშვილის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას გადასცდა. ბოლოს დელევისგან ცოტა არ იყოს კურიოზული გოლი გავუშვით და პირველი ტაიმი 0:3 წავაგეთ.

კოშმარი ამით არ დასრულდა, 52-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ა. ხრისტოვს ხელი ვერ შეუშალეს და მან თავით მამარდაშვილს მეოთხე გოლი გაუტანა. სანიოლის კრებულის თამაში ვერც ცვლილებებმა გამოასწორა, თუმცა დავითაშვილმა სადებიუტო გოლით ანგარიში შეამცირა.

საქართველოს ნაკრებმა მიჯრით მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12 და გამოჩნდა, რომ ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინი გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, მოცემულ მომენტში.

სოფია. „ვასილ ლევსკი“
ბულგარეთი-საქართველო 4:1
გოლები: 1:0 ნედელევი (20), 2:0 დ. ილიევი (34, პენ), 0:3 დელევი (44), ა. ხრისტოვი (52), 1:4 დავითაშვილი (77)

ბულგარეთი: მიხაილოვი, ველკოვსკი, ა.ხრისტოვი, პ.ხრისტოვი, ნედელევი (იანკოვი 60), დელევი (კირილოვი 60), ბ. ცონევი (კოსტადინოვი 68), ბოჟიკოვი, ჩოჩევი (ვიტანოვი 68), დ. ილიევი (კრასტევი 74), ი. ილიევი (კარაგენევი 67)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ხვადაგიანი, გიორბელიძე, დაუშვილი (აბურჯანია 60), ალთუნაშვილი (მამუჩაშვილი 60), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი (ქვილითაია 70), მიქაუტაძე

altმამარდაშვილი, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი... - "ჯვაროსნების" სავარაუდო შემადგენლობა

მკითხველის კომენტარები / 115 /
გულშემატკივრებმა რომ დავაკომპლექტოთ ხოლმე ნაკრების შემადგენლობა გამოკითხვის საფუძველზე და მწვრთნელი გინდ ფედერაციამ დანიშნოს და გინდ ინგა გრიგოლიამ, ვითომ უარესი შედეგი გვექნება?!...
ვოოტ
09 სექტემბერი 2021 00:08
2
არ ინერვიულოთ მეგობრებო, დარწმუნებული ვარ მალე ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატს მოიგებს!
კახა კუჭავა
08 სექტემბერი 2021 23:38
1
ხიზანიშვილმა თავის ნათლული გამოიძახა და ათამაშა დღეს დაცვაში,შედეგიც დადგა,,როდემდე გაგრძელდება ასე ახლობლების გამოძახება?არგცხვენია კობიაშვილო?
juki
08 სექტემბერი 2021 22:30
4
ხიზანიშვილი ძალიან შეუფერებლად იქცევა,ხვადაგიანი ნაკრებში არ უნდა იყოს, რატომ გონია ხიზანიშვილს ნაკრები თავისი
juki-s
08 სექტემბერი 2021 22:49
4
კობიაშვილი მომიკითხეთ პარლამენტში
Giga
08 სექტემბერი 2021 22:25
1
ცოტაც გავუძლოთ და მერე ტირპედოს ლიგა გვიწევს.
Basa
09 სექტემბერი 2021 02:26
2
აღარც ტიტანიკზე მეტირება და აღარც თქვენ წაგებაზე.
ჭიჭიკო
09 სექტემბერი 2021 00:45
0
აი, ხომ ბევრი რამის გამო ვაგინეთ ფედერაციას, მაგრამ რაც მამარდას, 20 წლის ბიჭს გაუკეთეს?! სადაც უნდა ეთამაშა, არ ათამაშეს და დღეს, ჩასვრილი დაცის ხაზის და უვარგისი ჩამშლელების უკან, „პრახადნოი დვორის“ მეკარედ დააყენეს. ამათი ნება რომ იყოს, დასამარდა ბიჭის კარიერა. ლორია 35 წლისაა და ფინანსური საკითხები აქ არ არსებობს. უბრალოდ გამსკდარან გულზე ეს მუცელღმერთები ამ ბიჭის წარმატების გამო. არამზადები!!!
რა გვეშველება?
08 სექტემბერი 2021 23:31
7
ემო, რა პათეტიკაში ხარ გადავარდნილი? კობი არა, ეგეც მყავდეს უწმიდეს-უნეტარესი. ნათესავია შენი? დამსაქმებელი? აბა თუ არაფერია, გულგონსახარ ემო?
emzaris pasuxad
09 სექტემბერი 2021 02:33
0
რა გვეშველება?! აი ამისთანა სულელურ კომენტარს რომ გააკეთებთ მართლა მაშინ რა გვეშველება?აბა ერთი მითხარი სად უნდა ეთამაშა მამარდას ,რომელ თამაშზე? კოსოვოსთან ? ესპანეთთან თუ დღეს ბულგარელების წინააღმდეგ?ე.ი. თქვენი აზრით ვერ მოუნელებიათ უკვე მამარდა და ძირავენ ხომ? ფეხბურთელებს გაქცევა ეზარებათ ,არავითარი მოტივაცია და საფეხბურთო პატრიოტიზმი არ გააჩნიათ და ვის რას აბრალებთ კობის? სანიოლს ? დაწერეთ კონკრეტულად ვის გულისხმობთ ……
ემზარ
09 სექტემბერი 2021 01:00
3
ყველა გამოხმაურება
წიტაიშვილის და დავითაშვილის გარდა რომელიმეს თუ შეატყეთ რომ ნაკრების ძირითადში მოხვედრაზე აქვთ პრეტენზია თან ესენი ითვლებიან ქართული ფეხბურთის მომავლად
გაგა
08 სექტემბერი 2021 22:35
2
ბიჭო ეს ამდენი უვიცი და ძალათ ფეხბურთელები სად შეიყარეთ? ბურთი თუ ორ მეტრაში არ მიუტანეთ თანაგუნდელს პასს არ აკეთებთ ან მაგრად გეშინიათ ან კიდე პასი არ გივარგათ,ნაკრებში რო გიძახებენ თქვით რო არ აკმაყოფილებთ ნაკრების დონეს და არ ჩამოხვიდეთ, გუშინ 21 წლამდე ნაკრების თამაშს ვუყურე და მოძრაობდნენ და ერთმანეთს ეხსნებოდნენ, თქვენ კიდე რა გჭირთ? ფლანგებზე ერთი ბურტის გადატანა რა მოხდა, პასებზე და ბურთის გაჩერებაზე ივარჯიშეთ ეს დედა…..ი, ბიჭო დამაწყდა ნერვები,
გიორგი
08 სექტემბერი 2021 22:34
0
ნეტავ ანტუან ტრი ტრი ღარიბაშვილი რას ფიქრობს რისი ბრალია ან მეუფე იაკობი
სერგო
08 სექტემბერი 2021 23:00
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული