ამხანაგურ მატჩში ბულგარეთთან 1:4 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
"დღევანდელ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. შესაძლოა, პირველ ტაიმში შეტევაში არცთუ ისე ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა დაცვაში უპატიებელი შეცდომები დავუშვით. როდესაც ასე თამაშობ, პოზიტიური მოლოდინი ვერ გექნება. ასევე ვთვლი, რომ კონკრეტულ მომენტებში არ გაგვიმართლა. მსურს მივულოცო ბულგარეთს ეს გამარჯვება. მათ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშეს და ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენეს.
სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სანაკრებო პაუზა გამოგვივიდა. ვფიქრობ, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალიცაა. საკმაოდ ბევრი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა და აღნიშნული ნაკლებობა
სწორედ ამან გამოიწვია. როდესაც ამ დონის ფეხბურთელები ვერ გეხმარებიან, ძალიან რთულია, რომ ხარისხი შეინარჩუნო. ოქტომბერს და ნოემბერს იმედიანად ველოდები. მარტში ვნახეთ, რომ ამ გუნდს ხარისხიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია. არ ვფიქრობ, რომ ეს ხარისხი სადმე გაქრა და გპირდებით, რომ ოქტომბრის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.
სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სანაკრებო პაუზა გამოგვივიდა. ვფიქრობ, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალიცაა. საკმაოდ ბევრი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა და აღნიშნული ნაკლებობა
ფეხბურთელებს რაც შეეხება, რაცა გვყავს - ესაა, თუმცა ერთი ვარსკვლავი გვყავს, ჩაკვეტაძეს შეუძლია აღიდგინის ძველი დონე, რამდენიმეს შეუძლია დიდი ფეხბურთი ითამაშოს და რაც მთავარია, კარგი თაობა მოდის.
სრულიად გაუგებარი და წარმოუდგენელია, როგორი მოუმზადებლები შეხვდნენ სექტემბერს ფეხბურთელთა უმეტესობა და განსაკუთრებით მცველები. მარტში განა იგივე ფეხბურთელებმა არ ითამაშეს საკმაოდ კარგად შვედეთთან, ესპანეთთან და საბერძნეთთან? შემდეგ მართალია ამხანაგური წავაგეთ ჰოლანდიასთან, მაგრამ მოვუგეთ რუმინეთს და ეხლა ფეხბურთელთა უმრავლესობა ძალიან ცუდ ფორმაში იყო.
რა უნდა ქნას ამ დროს სანიოლმა? მეც მგონია, რომ ამ ეტაპზე შემადგენლობაში შეცდომები დაუშვა, მაგრამ თუ შანსი არ მისცა და არ ნახა - ვის რა შეუძლია მოედანზე, როგორ ააშენოს გუნდი? მარტში კარგი იყო სანიოლი და ეხლა აღარ ვარგა? უბრალოდ გაუგებარია, რატომ იყვნენ ფეხბურთელები ასეთ ცუდ ფორმაში, მართალია, უმრავლესობას ნაკლები სათამაშო დრო აქვს კლუბში, მაგრამ ადრე ყოფილა სრულიად უთამაშებელ ფეხბურთელს უთამაშია ნაკრებში ნორმალურად.
მე მაინც იმედით ველოდები მომავალს, მათ შორის 2023 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატს.
წარმატებები ქართულ ფეხბურთს!
შეცდომები არაუშავს, ჩვენ იმ დონის გუნდი არ ვართ ეხლა შედეგზე გავამახვილოთ ყურადღება. მე პირადად წინა თამაშებთან შედარებით შეტევა ცოტა მოქოქილი მომეჩვენა. ცოტა თამამ გადაწყვეტილებებსაც იღებდნენ, ხშირად სიზუსტე აკლდა მაგრამ ეგ არაფერი დაიხვეწება. გაშვებული გოლის მერე ცოტა ყურები ჩამოყარეს ეგ არ ვარგა. ერთი რამ თუ არ გაიგეს რომ შედეგს დღეს მნიშვნელობა არ აქვს (ჯგუფიდან ამ თამაშით რომ ვერ გავლენ ხო ყველამ ვიცით) და უფრო მეტად თუ არ გაიხსნებიან არაფერი არ გამოვა მაგათგან. ზოგიერთმა თავის ფიზიკურ მომზადებას რო მიხედოს სანამ ახალგაზრდაა და პასების სიზუსტეს რაღაცა გამოვა.