ამხანაგურ მატჩში ბულგარეთთან 1:4 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:
"დღევანდელ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. შესაძლოა, პირველ ტაიმში შეტევაში არცთუ ისე ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა დაცვაში უპატიებელი შეცდომები დავუშვით. როდესაც ასე თამაშობ, პოზიტიური მოლოდინი ვერ გექნება. ასევე ვთვლი, რომ კონკრეტულ მომენტებში არ გაგვიმართლა. მსურს მივულოცო ბულგარეთს ეს გამარჯვება. მათ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშეს და ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენეს.
სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სანაკრებო პაუზა გამოგვივიდა. ვფიქრობ, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალიცაა. საკმაოდ ბევრი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა და აღნიშნული ნაკლებობა
სწორედ ამან გამოიწვია. როდესაც ამ დონის ფეხბურთელები ვერ გეხმარებიან, ძალიან რთულია, რომ ხარისხი შეინარჩუნო. ოქტომბერს და ნოემბერს იმედიანად ველოდები. მარტში ვნახეთ, რომ ამ გუნდს ხარისხიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია. არ ვფიქრობ, რომ ეს ხარისხი სადმე გაქრა და გპირდებით, რომ ოქტომბრის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.
სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სანაკრებო პაუზა გამოგვივიდა. ვფიქრობ, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალიცაა. საკმაოდ ბევრი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა და აღნიშნული ნაკლებობა
მე ჩემი აზრი მაქვს და ერთადერთი საშუალუალება როცა სახ. დაფინანსებაზე უარს ამბობ რჩება ერთადერთი. სადაც უადვილეს მხარეს აკეთებენ ფსონს!! ან როგორ არ მოწყინდათ ამდენი წაგება ხომ შეიძლება ერთხელ მოგებაზე გახვიდე! 5.0 ნაკლები კუშს უკვე აღარ გვაძლევენ. თუ ეს ასე არ არის და მართლა უმდაბლესი ხარისხის ფეხბურთელები გვყავს რომლებიც ხათრით ჩამოდიან ნაკრებში მაშინ 90 მდე გუნდიდან რომელიც დასაქმებული(მხოლოდ) არიან ქართულ ფეხბურთში ამოირჩეს 30 ნამდვილი პატრიოტი კაცი! რომლებიც სიხარულით გამოიქცევიან ქვეყნის სახელით სათამაშოდ ამათ რამდენიმე ლეგიონერიც დაემატება და რაღაც გამოვა!თუ წააგებენ მანეკენებივით მაინც არ გამოვლენ მოედანზე!!!
რა უქნეს დევდარიანს სიმართის საუბრის გამო ეგ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა იცის. 6 წელია არიან და ყველაფერი ჩააფლავეს ერთალიგა პლიუს შესარჩევი ციკლები საკლუბო დონეზე იმაზე უარესი შედეგები გვაქვს ვიდრე იგივე სიჭინავას დროს გვქონდა მაშინ პირველივე წრიდან არ ვარდებოდა ქართული კლუბები ახლა 1 ეტაპის გავლაც კი ურთულესია სამწუხაროდ ბევრი ჟურნალისტი და ბევრი ე.წ ექსპერტი და ვეტერანიც უგორებს კოჭს ფედერაციას და არ ლაპრაკობს სიამრთეს ხმას არ იღებენ გატრუნულები არიან და ასე ჩვენ სანამ გატრუნულები ვართ ქართული ფეხბურთი საბოლოდ ჩავა ფსქერზე და მართაც, რომ სან მარინოს და ანდორის ნაკრების დონე გავხდებით კობიაშვილი მუჯირის პირობებში მაგის ნიშნები უკვე არის.