სანიოლი: გპირდებით, ოქტომბერში თამაშის ხარისხი გამოსწორდება

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში ბულგარეთთან 1:4 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დღევანდელ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. შესაძლოა, პირველ ტაიმში შეტევაში არცთუ ისე ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა დაცვაში უპატიებელი შეცდომები დავუშვით. როდესაც ასე თამაშობ, პოზიტიური მოლოდინი ვერ გექნება. ასევე ვთვლი, რომ კონკრეტულ მომენტებში არ გაგვიმართლა. მსურს მივულოცო ბულგარეთს ეს გამარჯვება. მათ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშეს და ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენეს.

სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სანაკრებო პაუზა გამოგვივიდა. ვფიქრობ, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალიცაა. საკმაოდ ბევრი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა და აღნიშნული ნაკლებობა
სწორედ ამან გამოიწვია. როდესაც ამ დონის ფეხბურთელები ვერ გეხმარებიან, ძალიან რთულია, რომ ხარისხი შეინარჩუნო. ოქტომბერს და ნოემბერს იმედიანად ველოდები. მარტში ვნახეთ, რომ ამ გუნდს ხარისხიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია. არ ვფიქრობ, რომ ეს ხარისხი სადმე გაქრა და გპირდებით, რომ ოქტომბრის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 58 /
ჩვენი ნერვებისა და ჯანმრთელობის ფასად ამ საფეხბურთო სექტემბერმაც ჩაიარა. გვათრია ყველამ, ვისაც არ შეეზარა. მოდი ვთქვათ: ჩვენ ფეხბურთი არ გვითამაშია... ქაოტური გადაწყვეტილებების კასკადი. ყველაზე ცუდად გამოჩნდა ის, რომ დიდი რეგრესი განიცადეს იმ ფეხბურთელებმა, რომლებიც წინა თამაშებში იმედს იძლეოდნენ: ჩაბრაძე, აზაროვი, გიორბელიძე, მიქაუტაძე. სამწვრთნელო შტაბზე კომენტარი საერთოდ არ ღირს. რის იმედი შეიძლება გვქონდეს? ამ სიტუაციაში პერსპექტივის ნასახი არ სჩანს, თავს ნუ მოვიტყუებთ. ბოლოსდაბოლოს ამ ქვეყანაში ჩასვრილ საქმეზე ვიღაცამ პასუხი უნდა აგოს! ამას თუ ვერ ვაღწევთ, დროდადრო გამოგვკვებავენ ბუტაფორიული ვითომ წარმატებებით ეს ნამუსგარეცხილი ვაი მენეჯერები ნაპატიები სიფათებით!
ამატაკი
09 სექტემბერი 2021 21:58
0
არჩევნებზე ხო არ გადის? რა დაპირებებს იძლევა..
გენა
09 სექტემბერი 2021 18:54
0
ვილი სანიოლი, აზრის გამოთქმა მაინც ისწაალე ადამიანო, როგორ შეიძლება თქვა რომ წამყვანი ფეხბურთელი დაგავკლდაო? მწვრთნელი იმიტომ ხარ რომ კონკურენციის პირობებში ყველა ფეხბურთელი იყოს წამყვანი და უმნიშვნელოვანესი, იმდენად კარგები უნდა იყვნენ რომ არჩევა გიჭირდეს, ხოლო თუკი შენ 2-3 გოჭს 20 ბატი აახელი, მაშინ ფეხბურთი კი არა ბატბუტთი გამოგდის და შედეგიც სახეზეა ბატების მწყემსო...ბატებმა რომი იხსენს და არა საქართველო...
jango
09 სექტემბერი 2021 16:58
6
ბევრი რამ უსწავლია ქართველი პოლიტიკოსებისგან.DDD მთავარია დაპირდი ქართველი ყველაფერს იჯერებს.
jjj
09 სექტემბერი 2021 16:37
1
ცოტა ხნის წინ დავწერე რომ ვინმე თუ დაინტერესდება რაც ხება ქართუ ფეხბურთშიქო. აუცილებლად უნდა დაინტერესდეს შესაბამისი ორგანოები თუ რა საშუალებით ინახავს ფედერაცია ყველა ასაკობრივ ნაკრებს ქალთა ფეხბურთს ფუტზალს და ადგილობრივ ჩემპიონატში მონაწილე 90 მდე გუნდს ამდენ ხროვას!ამდენს უნამუსო უთავმოყვარეო არაპროფესიონალ მუქთამჭამელს!!!!
მე ჩემი აზრი მაქვს და ერთადერთი საშუალუალება როცა სახ. დაფინანსებაზე უარს ამბობ რჩება ერთადერთი. სადაც უადვილეს მხარეს აკეთებენ ფსონს!! ან როგორ არ მოწყინდათ ამდენი წაგება ხომ შეიძლება ერთხელ მოგებაზე გახვიდე! 5.0 ნაკლები კუშს უკვე აღარ გვაძლევენ. თუ ეს ასე არ არის და მართლა უმდაბლესი ხარისხის ფეხბურთელები გვყავს რომლებიც ხათრით ჩამოდიან ნაკრებში მაშინ 90 მდე გუნდიდან რომელიც დასაქმებული(მხოლოდ) არიან ქართულ ფეხბურთში ამოირჩეს 30 ნამდვილი პატრიოტი კაცი! რომლებიც სიხარულით გამოიქცევიან ქვეყნის სახელით სათამაშოდ ამათ რამდენიმე ლეგიონერიც დაემატება და რაღაც გამოვა!თუ წააგებენ მანეკენებივით მაინც არ გამოვლენ მოედანზე!!!
დჭ
09 სექტემბერი 2021 15:15
2
"ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს!"
N
09 სექტემბერი 2021 14:05
0
ნუგვატყუეებ არაფერი მწვრთნელი შენ არახაარ რუმინეთში მოგება სრული შემთხვევითობა იყოო. მადლობა ლაზარეეს :)))
giorgi
09 სექტემბერი 2021 12:26
0
ჯერ საერთოდ ეს ფედერაცია, როგორ მოვიდა ეგ ცალკე თემა და ყველამ იცის ვინც ფეხბურთშია ჩახედული მერე ცხადაძის გაშვება უფრო სწორად გაგდება ნაკრებიდან და ამის შემდეგ მოყოლებული ამათი უხერხემლო მმართველობა, რომელსაც არანაირი პრაქტიკული შედეგი არ მოუტანია არც საკლუბო და არც სანაკრებო დონეზე ამათ სიმართლის მთქმელი ხალხი არ უნდა თავისუფალი მწვრთნელი არ უნდათ სანიოლი ,რომ თავისუფალი იყოს თავის გადაწყვეტილებეში ხიზანა და დვალიშვილი ეყოლებოდა ასიტენტებად ?? ვინ დაუნიშნა ესენი ან რა მიზნით დაუნიშნეს ეგ ხომ გასაგებია არაა? რამდენი ბუნდოვანი და საეჭვო სიტუაცია იყო უკვე ამ ფედერაცის ირგვლივ, როგორც საკლუბო ისე სანაკრებო დონეზე რამაც ნაკრები დააზიანა და ზოგადად ქვეყანა მაკედონიასთან მატჩი ეყოფა ყველაფერს სადაც ფედერაციამ ფაქტიურად ყველაფერი "გააკეთა" იმისთვის, რომ ჩვენ ეგ თამაში წაგვეგო.
რა უქნეს დევდარიანს სიმართის საუბრის გამო ეგ ქართული ფეხბურთის გულშემატკივარმა იცის. 6 წელია არიან და ყველაფერი ჩააფლავეს ერთალიგა პლიუს შესარჩევი ციკლები საკლუბო დონეზე იმაზე უარესი შედეგები გვაქვს ვიდრე იგივე სიჭინავას დროს გვქონდა მაშინ პირველივე წრიდან არ ვარდებოდა ქართული კლუბები ახლა 1 ეტაპის გავლაც კი ურთულესია სამწუხაროდ ბევრი ჟურნალისტი და ბევრი ე.წ ექსპერტი და ვეტერანიც უგორებს კოჭს ფედერაციას და არ ლაპრაკობს სიამრთეს ხმას არ იღებენ გატრუნულები არიან და ასე ჩვენ სანამ გატრუნულები ვართ ქართული ფეხბურთი საბოლოდ ჩავა ფსქერზე და მართაც, რომ სან მარინოს და ანდორის ნაკრების დონე გავხდებით კობიაშვილი მუჯირის პირობებში მაგის ნიშნები უკვე არის.
ზურა
09 სექტემბერი 2021 12:08
0
ნორმალურ ქვეყანაში პროკურატურა უკვე საქმეს უნდა სწავლობდეს არა მარტო ამ ფედერაციის , არამედ მათ წინამორბედებზე. ყველას ყველაფერი შერჩა და იმიტომაც ვართ ამ დღეში
mmm
09 სექტემბერი 2021 12:08
0
პირველ რიგში სიმართლის მთქმელი ჟურნალისტი არ არსებობს, არავის კრიტიკული ასოც კი არ უთქვამს არასდროს, ანალიზზე ხომ ზედმეტია საუბარი. შიგნით ფედერაციაში რაც ხდება მარტო რამდენიმე კაცმა იცის მაგ შავბნელი საქმეების თავი და ბოლო
მთავარზე მთავარი
09 სექტემბერი 2021 12:02
0

სიახლეები პოპულარული