სანიოლი: გპირდებით, ოქტომბერში თამაშის ხარისხი გამოსწორდება

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში ბულგარეთთან 1:4 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დღევანდელ შეხვედრაში ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. შესაძლოა, პირველ ტაიმში შეტევაში არცთუ ისე ცუდად გამოვიყურებოდით, თუმცა დაცვაში უპატიებელი შეცდომები დავუშვით. როდესაც ასე თამაშობ, პოზიტიური მოლოდინი ვერ გექნება. ასევე ვთვლი, რომ კონკრეტულ მომენტებში არ გაგვიმართლა. მსურს მივულოცო ბულგარეთს ეს გამარჯვება. მათ ხარისხიანი ფეხბურთი ითამაშეს და ჩვენი შეცდომები კარგად გამოიყენეს.

სამწუხაროდ, ძალიან ცუდი სანაკრებო პაუზა გამოგვივიდა. ვფიქრობ, რომ თავდაჯერებულობის ნაკლებობის ბრალიცაა. საკმაოდ ბევრი წამყვანი მოთამაშე დაგვაკლდა და აღნიშნული ნაკლებობა
სწორედ ამან გამოიწვია. როდესაც ამ დონის ფეხბურთელები ვერ გეხმარებიან, ძალიან რთულია, რომ ხარისხი შეინარჩუნო. ოქტომბერს და ნოემბერს იმედიანად ველოდები. მარტში ვნახეთ, რომ ამ გუნდს ხარისხიანი ფეხბურთის თამაში შეუძლია. არ ვფიქრობ, რომ ეს ხარისხი სადმე გაქრა და გპირდებით, რომ ოქტომბრის მატჩებისთვის თამაშის ხარისხი გამოსწორდება", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 58 /
თუ გინდა რომ რამე გამოვიდეს, მოსთხოვე ფედერაციას რომ მოგაშორონ ხიზანიშვილი და გიორგი დევდარიანი დაგინიშნონ.
0
მე ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებთან მაქვს პრეტენზია და არაა სანიოლთან სანიოლმა დაყენა დღეს ის შემტევები რომლებსაც ველოდით ყველა წიტეიშვილი მიქაუტაძე ჩაკვეტაძე ყველა გულშემატკივარი ვამბობდით რომ ეს შემტევი ტრიო უნდა ყოფილიყო წინა თამაშებზეც ძირითადში და რა მოხდა ამ შემტევმა ტრიომ ვერაფერი გააკეთა ჩაკვეტაძე კაცს ვერ ატყუებს მიქაუტაძემდე ბურთი ვერ მიდის წიტეიშვილი ამწვავებს მაგრამ ბოლო ფასაზაში როცა პასია მისაცემი ან დასარტყმელი ვერ ამთავრებს მე დღეს დავინახე რომ ხვიჩაა კვარაცხელიას გარეშე ამ ნაკრებს არაფრის თავი არაა აქვს ნურავის ნუ ეწყინება შეტევაში კვარაცხელია და დაცვში კანკავა კაშია მათ გარეშე ეს ნაკრები არის 0 სანიოლი არაფერ შუშია ფეხბურთელები ვერ არიან სათანადო დონის 2-3 გამონაკლისის გარდა.
5

სიახლეები პოპულარული