არასათანადო განწყობა, ექსპერიმენტები, ცუდი შედეგები - სანიოლმა მიზნიდან გადაუხვია

AutoSharing Option
ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ ვილი სანიოლის მიერ დასახელებული შემადგენლობის შემდეგ, სოციალურ ქსელში აღფრთოვანება იყო. წარმატების შემთხვევაში, ფრანგ მთავარ მწვრთნელს ერთგვარად აღიარება მოუწევდა, რომ წინა მატჩებში 11-ეულის შერჩევისას შეცდა. სამწუხაროდ, ამის საჭიროება არ დამდგარა...

სანიოლი გამორჩეული მოთამაშე იყო და გამოცდილებასთან ერთად, იქნებ ასეთივე მთავარი მწვრთნელიც გახდეს, თუმცა დღეს, კარგი დასაწყისის მიუხედავად, ამის თქმის საფუძველი ნაკლებად გვაქვს...

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებში ვერც საკმარის განწყობას ვხედავთ, მუდმივ ექსპერიმენტულ რეჟიმში ვართ და საქმე მხოლოდ სასტარტო შემადგენლობის შერჩევაში ხომ არაა - არ იკვეთება გეგმა, სათამაშო სქემა, რომლითაც "ჯვაროსნებმა"
წარმატებას უნდა მიაღწიონ.

რაც საქართველოს ნაკრების თამაშებს თვალს ვადევნებ, არასდროს მსურდა მთელი ჯოხი მთავარ მწვრთნელზე გადატეხილიყო და ახლაც ამავე აზრზე ვარ. ზედიზედ სამი კატასტროფული მატჩის შემდეგ ან უნდა ვაღიაროთ, რომ რაც ვნახეთ, მეტი არ შეგვიძლია, ან თითოეულმა მოთამაშემ გამომწვევი მიზეზები საკუთარ თავში ღრმად ეძიოს...

Sportall.Ge

ფრანგმა სპეციალისტმა თაობათა ცვლა ახსენა. ჯერ ერთი, ეს სანაკრებო ტერმინი ნაკლებადაა, ეროვნულ გუნდში მათ იწვევენ, ვინც იმ მომენტში საუკეთესო ფორმაშია. მეორეც, რომელ გაახალგაზრდავებაზე ვსაუბრობთ, როცა გურამ კაშიას გარეშე (იმის მიუხედავად, რომ ესპანური მატჩი ჩააგდო), ჩვენი ნაკრების დაცვას ორგანიზებულობის არაფერი ეტყობა და ქაოსის ნიშნებია. როცა გიორგი აბურჯანიას ცუდ ფორმას აღვნიშნავთ და ამ დროს, არსებულ კონტიგენტში არ იძებნება სხვა ნახევარმცველი, რომელიც თამაშის დალაგებას, წინ პასსა და შეტევის გამწვავებას ეცდება...

წარსულზე სინანული ადამიანებს დაგვიანებით ჩვევიათ. ამ გადასახედიდან ვლადიმირ ვაისის გარკვეული გადაწყვეტილებები უფრო გასაგები გახდა - ძალიან რთულია, ეროვნული ლიგის ტემპიდან და მოწინააღმდეგის დონიდან ამხელა მასშტაბის მიზნებზე გადახვიდე. ამის აღიარება სასიამოვნო არაა, მაგრამ ასეა. ეროვნული ნაკრებიც ვინმეს კლასის ასამაღლებებელ ადგილადაც ვერ გამოდგება...

Sportall.Ge

სლოვაკმა სპეციალისტმა "ერთა ლიგაში" წარმატებას პირველ რიგში დაცვის სტაბილურობით მიაღწია - კვირკველიასა და კაშიას წყვილი ფაქტობრივად, უშეცდომოდ გამოიყურებოდა. რა თქმა უნდა, მაშინაც ერთ ლიდერზე (გიორგი ჩაკვეტაძე) ბევრი რამ იყო დამოკიდებული, მაგრამ ცალკეულ რგოლებში მოთამაშეები უკეთეს სპორტულ ფორმაში გვყავდნენ. მაგალითად, როგორ შეიძლება მაშინდელი და დღევანდელი ჯაბა კანკავას შედარება?! ასაკი მაინც მნიშვნელოვანი ფაქტორია.

დღეს დაცვაში, მითუმეტეს იმ ექსპერიმენტის ფონზე, რაც ბულგარეთში ვნახეთ, კატასტროფული ვითარებაა. ლაშა დვალისა და ჯიმი ტაბიძის დაბრუნებას დიდი ინტერესით დაველოდებით...

სექტემბრის მატჩების შემდეგ, პოზიტიური ფიქრი რთულია, მაგრამ ნამდვილად არ გვინდა, იმ ხალხის "საქმე გავაკეთოთ", სტადიონების მიმართ სხვა გეგმები რომ აქვთ. ბოლო დღეებში, ევროპულ ფეხბურთს ანგარიშებში დიდი სხვაობები დასჩემდა, რაც წინა პერიოდში ნაკლებად იყო, მაგალითად, თურქეთისა და ისრაელის ეროვნული გუნდების შემთხვევაში. თუმცა, უფსკრული და განსხვავება ამხელა ნამდვილად არაა, ნაკრებები სერიოზულად პროგრესირებენ. ერთხელ ჩვენც უნდა შევძლოთ, ახალ მიზნებზე გავიდეთ!

Sportall.Ge

როცა დადებითს ვახსენებთ, გიორგი წიტაიშვილის თამაში აუცილებლად უნდა გამოვყოთ. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მის შემოქმედებას მარგი ქმედება შესაძლოა, ნაკლებად აქვს, თუმცა ამისთვის სულ ცოტა აკლდება. გიორგის წინააღმდეგ რამდენჯერმე დაჯარიმდნენ და მეტოქეებს გაფრთხილებებიც მიაღებინა. შეტევაში მეტი ორგანიზებულობის შემთხვევაში, წიტაიშვილიც უფრო პროდუქტიული გახდება. სასიამოვნოა ზურიკო დავითაშვილის მონდომება. როგორ უნდა დაუკარგო მცდელობები გიორგი ჩაკვეტაძესა და და გიორგი მიქაუტაძეს, მაგრამ ეს ძალიან მცირეა და შორი რაიმე ხელშესახებ შედეგებამდე...

Sportall.Ge

სანიოლმა უკეთესი ოქტომბერი დაგვიანონსა. ჩვენს ნაკრებს შესარჩევის ბოლოს ჩვევია ისეთი გამარჯვებები, მეტოქეს რომ გეგმებს უშლის (შოტლანდიის ნაკრებს განსაკუთრებით ვჯაბნით). იქნებ, ამჟამად ეს ბერძნები იყვნენ. თავს მხოლოდ ასე თუ დავიმშვიდებთ, თორემ მინიმალური გეგმები და მოთხოვნები (ჯგუფში მინიმუმ, მესამე ადგილზე გასვლა), რაც ფრანგი სპეციალისტისა და მისი შტაბის მიმართ იყო, ფაქტია, უკვე არ შესრულდა...

altMarca მამარდაშვილის საშინელ დებიუტს გამოეხმაურა

altსანიოლი: გპირდებით, ოქტომბერში თამაშის ხარისხი გამოსწორდება

altსაქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12! [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 66 /
სახელმწიფო ფული.უნდა Ჩაიდოს მომავალᲨი,კიდევ,რომ იᲫახიან მეტი არაფერი იციან ახლა უნდა იᲨოვონ,რომ მერე.იცხოვრონო ვერ გავიგე მᲗელი.ქბეყანა წელენზე.ფეხს ვიდგამᲗ რამენაირად ვივხოვროᲗ მერე სპორტული კარიერის მერე წამოკოტრიალდენ უნდა?იმუᲨაონ ბიჯოს?ბოლო ბოლო ფული უნდა Ჩაიდოს ბავᲨვებᲨი გაიხსნას აკადემიები ბიზნესს ხელი ᲨევუწყოᲗ,რომ დაინტერესდნენ ფეხბურᲗიᲗ.ამას უნდა.ხედვა სტრატეგიის Ჩამოყალიბება,რასაც ვუყურებ ან არ უნდაᲗ ან არ ᲨეუᲫლიაᲗ,მამარდაᲨვილსაც რა.დაემარᲗა,მოკლეᲗ კომპლექსური მიდგომა უნდა Შეიცვალოს ფედერაციის, და სანიოლს მოაცილეᲗ ქარᲗველი მრᲩეველები ხიზანიᲨვილის ᲩაᲗვლიᲗ.
გოჩა
08:24 10-09-2021
0
ნომერ პირველი საფრთხე : ვაისის დროს, შედგა ასე თ ისე ძიერი ბირთვი, რომელმაც მენტალურად დაიჯერა, რომ ძირითადი ბირთვია და სტაბილური შემადგენლობის წევრები არიან, ამან მოიტანა ძალიან კარგი შედეგი იმ მხრივ, რომ ქაოტურობა, მენტალური არამდგრადობა, მერყეობა ხასიათის და შეუთამაშებლობა, როგორც ღორობა და ზედმეტი, გაუმართლებელი ინდივიდუალიზმი საბედნიეროდ გაქრა ნაკრებიდან. შედგა ბირთვი, რომელიც უკვე აღარ აგებდა ასტრონომიული ციფრებით, ასე თუ ისე დალაგდა დაცვიდან შეტევაში გადასვლაც! მოედნის ცენტრში გამოიკვეთა რამოდენიმე საუკეთესო ჩამშლელი და შემქმნელი. იყო საჭირო მხოლოდ ერთი რამ ამ ვაისის ნაკრებისთვის - ისეთი ინდივიდუალისტები, რომლებიც წარმართავდნენ, გაამდიდრებდნენ თავისი იმპროვიზაციის და ჭკუის , ხედვის წყალობით თამაშს და შეცვლები აღარ დაგვიანდებოდა. ასეთებიც მოვიდნენ საბედნიეროდ :1. ჩაკვეტაძე 2. კიტეიშვილი 3. კვარაცხელია 4. აგერ მიქაუტაძე და 5 წიტაიშვილი. არიან კიდევ ლობჟანიძე და ხარაიშვილი. ეხლა საჭირო იყო მხოლოდ ვაისი შეცვლების მარაზმის გამოსწორება და მეტი არაფერი!!! დროული შეცვლები, ამ ძირითად ბირთვზე უმტკივნეულო თაობათა ცვლის როტაციის დაწყება და შეთამაშება ნელ-ნელა რამოდენიმე რთული პოზიციაზე ახალი ფეხბურთელების. ეხლა ვღებულობთ კატასტროფას, რომ ვანგრევთ ვაისი ნაკრებს და სანამ ახალი დალაგდება ამის შექმნაში ქაოსში მოხვდებიან ამ ნიჭიერი თაობის წარმომადგენლები, იგივე ჩაკვეტაძე და კვარაცხელია. გააჩერეთ ეს უცნაური კაცი! ვიღაცამ აქ მაგრად დაწერა , ჯერ ის ჯიუტი იყო , ვერ რისკავდა , ეს გიჟივით რისკავს , რაღაც შუათანა რომ იყოს არა? ჩვენი მთავარი პრობლემაა ეხლა სიმშვიდე, დაატოვებინეთ ძირითადი ბირთვი ამ კაცს! ნუ ვაგდებთ ჯერ ოქრიაშვილს, კვეკვესკირს, შენგელიას, გვილიას. არჩევანი უნდა იყოს შემქმნელების, რადგან მოედნის ცენტრიდან კიტეიშვილი თუ არაა შეტევის დამწყები არავინ არაა. აი სადაა პრობლემა, დღე ვუყურებდი და მაოცებდა იცით რა, რა კარგი თავდასხმა იყო, სამივე მაგარი იყო, ყველაფერი გამოვიდოდა, მაგრამ დაუშვილის დაწყებული შეტევა - ნუთუ ასეთი მიუხვედრელი არიან ყველა, რომ ვერ ხედავენ ეს ოხერი მოედნის ცენტრი თ დაიკარგა და დაცვიდან შეტევამდე ვერ მივიტანეთ გამართულად ბურთი, ის სამი წინ რომ არის უკან დაიწყებს ჩამოსვლას და შეტევაში ვერაფერს ვეღარ იზამს? ამიტომ დაიკარგა შედარებით მიქაუტაძე, არადა საუკეთეშო ფორვარდია საქართველოსი! მე რაც ნაკრებში თავდამსხმელები მინახავს -მიქაუტაძე ყველაზე მაგრად მომწონს, შოთასაც კი მირჩევნია ეხლა ვინმეს გაეცინება , მაგრამ ეგრეა, ნაკრებშ მირჩევნია. შოთა როგორც წესი ზურგით იდგა მეტოქის კარისკენ და ისე ღებულობდა ბურთს და მერე უკან მოდიოდა. ეს კიდევ მოუმატებს და მოუმატებს. მოკლედ წიტაიშვილიც კარგია და ჩაკვეტაძეც იფრენს, როცა ფორმაში იქნება, მაგრამ არაფერი არ გამოვა , სანამ სანიოლი თავის ეგოს არ დააცხრობს და მართლა საღად არ დაფიქრდება ამ ყველაფერზე. ჩვენ მენტალურად გვჭირდება სტაბილური ბირთვი ნაკრებში და მთავარი პრობლემა არის ისეთი ჩამშლელ-გამთამაშებელი, რომელიც კიტეს არ ყოფნაში, კანკავას მიეხმარება და იმპროვიზაციის და საფეხბურთო ინტელექტის პატრონი იქნება. გასაჭირში ოქრიაშვილს დავაყენებდი მუდამ კანკავას სიახლოვეს, ღრმად უკან დახეულს რომ პასები აკეთოს. სხვანაირად ჩვენ თ ცენტრი დავუყთმეთ ხოლმე მეტოქეს სულ ასეთი სცენარი იქნება. ჩვენი ძალა არის მოედნის ცენტრზე კონტროლის დამყარებაში და მერე ტექნიკურად ქვედა სართულით დრიბლინგებში, ეს ქვილითაიაზე ჩაწოდებები რა მარაზმია არ მესმის, რამდენი წელი უნდა ვაკეთოთ. ვერ ხვდებით რომ არ გამოდის?? რომელი გოლები გინახავთ ჩვენი ან კუთხურებიდან, ან ჯარიმებიდან, ან ჩაკიდებებიდან, რატომ სულ ამას ვაკეთებთ ხალხნო? და სულ ბოლოს კიდევ ერთი უდიდესი პრობლემა - უნელესი პასები. სასწაულად უკლასო პასები, რომლის მიგორებას იმდენი დრო უნდა რომ მოწინააღმდეგე არამარტო კითხულობს წინასწარ მთელ გაგრძელებას შეტევისას, არამედ ჩაჭრასაც კი ასწრებენ. ასწავლეთ ამ ხალხს ვარჯიშზე ფეხების მტვრევა კი არა - სწრაფი და ხოდზე ზუსტი პასის გაკეთება მოედანზე რომ დამუშავება მიღებაში არ გადიოდეს მთელი დრო. და ბოლოს კომენტატორი იპოვნეთ ერთი - არა ფეხბურთის სამყაროდან! უბრალოდ ფეხბურთის მოყვარული, ვინმე მუსიკოსი, ან პოეტი, ან მხატვარი, მსახიობი! არ გვინდა ეს ამდენი სტატისტიკა ! ხალხს უჭირს სადაა ამდენი დასამტვრევი ტელევიზორი!
გადასარევი გიორგი
02:55 10-09-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული