კიდევ ერთი მარცხი - ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებები

AutoSharing Option
ბულგარეთი - საქართველოს (4:1) ამხანაგური მატჩის შემდეგ, გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას:

გიორგი მამარდაშვილი (5.5) - "ვალენსიას" კიპერი 90 წუთის განმავლობაში სუსტი და ექსპერიმენტული დაცვის პირობებში თამაშობდა.

ბულგარელებმა საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულეს, თუმცა გიორგის გუნდის გადარჩენა მაინც შეეძლო - დარტყმა სიძლიერეზე გათვლილი არ ყოფილა, მეკარე კი ბურთს შეეხო.

მესამე გოლის ეპიზოდს რაც შეეხება, ჩვენი დაცვის თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა, მამარდაშვილს ახლო დისტანციიდან დაურტყეს, თუმცა მისგან ისეთ სეივებს მივეჩვიეთ, ამ ბურთის მოგერიება ფანტასტიკის სფეროდან არ ყოფილა.

შორეული დარტყმების
დროს, გიორგის ბურთის თამაშში ზუსტად შეყვანა უჭირდა.

Sportall.Ge

ოთარ კაკაბაძე (5.0) - საქართველოს ნაკრების შეტევები უმეტესად, მარჯვენა ფლანგიდან ვითარდებოდა და მოწინააღმდეგეც, ამ ფლანგზე უფრო აქტიური იყო.

ოთარი იერიშების გამწვავებას ცდილობდა, დაცვით ფაზაში კი შეცდომა დაუშვა - თამაშის წესები დაარღვია, რასაც ჩვენ კარში დანიშნული პენალტი მოჰყვა.

Sportall.Ge

საბა ხვადაგიანი (5.0) - 18 წლის მცველმა თამაში აქტიურად დაიწყო, თუმცა შემდეგ შეცდომებს უმატა. ხვადაგიანის დებიუტი ცუდ დროს შედგა - ექსპერიმენტული დაცვა, ცუდ ფორმაში მყოფი ეროვნული ნაკრები....

საბამ ისევ უნდა დაამტკიცოს, რომ "ჯვაროსნებში" მოხვედრას იმსახურებს.

დავით ხოჭოლავა (5.5) - ახალ ტაქტიკურ სქემას კარგად ვერც "კოპენჰაგენის" მცველი მოერგო. დათა ბევრს იბრძოდა, თავი არ დაუზოგავს, თუმცა დაცვაში ქაოსი მხოლოდ მაშინ აღმოიფხვრა, როცა ბულგარელები შეტევით თავს აღარ იკლავდნენ.

ლუკა ლოჩოშვილი (5.0) - ლუკა სისწრაფით არ გამოირჩევა და ამის გამო, რამდენიმე ეპიზოდში დაიჩაგრა. ორი გაშვებული გოლისას ჩვენი დაცვის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.

გურამ გიორბელიძე (5.5) - გურამის ფლანგზე თამაში უფრო ნაკლებად მოდიოდა, ვიდრე საპირისპიროზე. ტაქტიკური სქემიდან გამომდინარე, მას დაცვაში თამაში ნაკლებად უწევდა, შეტევას კი როგორც ჩვევია, ისე ვერ ამწვავებდა.

მურთაზ დაუშვილი (5.0) - "აპოელის" ნახევარმცველმა ტრადიციულად ბევრი იბრძოლა, ის ამით ყოველთვის გამორჩეულია, თუმცა მეტოქეების შეჩერება უჭირდა და თავი ვერც შეტევის წამოწყებით გამოიჩინა.

Sportall.Ge

სანდრო ალთუნაშვილი (5.0) - ბათუმის "დინამოს" ნახევარმცველი ესპანეთში გამართულ მატჩში აქტიურად ჩაერთო და ამხანაგურ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა დაიმსახურა.

ბულგარეთის წინააღმდეგ ისე ჩანდა, რომ ნახევარდაცვაში მსგავსი, ნაკლებად შემქმნელი სტილის ფეხბურთელები მოქმედებდნენ, შესაბამისად, რგოლებს შორის კავშირი გაწყვეტილი იყო და შეტევების ორგანიზება ჭირდა.

გიორგი წიტაიშვილი (6.0) - გიორგი, კოსოვოსთან მატჩის მსგავსად, ჩვენი გუნდის ნათელი წერტილი იყო.

წიტაიშვილის შეჩერება წესის დარღვევის გარეშე უჭირდათ. საჯარიმო დარტყმის გატანამდე კი ისევ მცირედი დააკლდა.

სამწუხარო ისაა, რომ "ჩერნომორეცის" შემტევის აქტიურობას ჯერჯერობით მარგი ქმედების კოეფიციენტი დაბალი აქვს და ამას სანიოლის კრებულის საერთო სუსტი მატჩებიც განაპირობებს.

Sportall.Ge

გიორგი ჩაკვეტაძე (5.5) - გიორგი ცდილობს, თამაში გაამწვავოს, თუმცა მის იდეალურ კონდიციებამდე ჯერ გარკვეული დროა დარჩენილი.

გვახსოვს, "ერთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე ჩაკვეტაძე შეტევას იწყებდა და აგვირგვინებდა კიდეც.

პირველი გოლის ეპიზოდში ჩაკვეტაძე საკამათო ეპიზოდში, თუმცა საკუთარ კართან ახლოს დაჯარიმდა, რასაც მამარდაშვილის კარის აღება მოჰყვა.

გიორგი მიქაუტაძე (5.5) - შეხვედრის დასაწყისში "სერენის" ფორვარდი ყველა გზას ეძებდა, რათა მეტოქის კარი აეღო. შემდეგ კი ბურთს მასთან მისვლა უჭირდა.

"ჟორჟი" უკან იხევდა და რამდენჯერმე შეტევის წამოწყება სცადა, რაც კარგად არ გამოუვიდა.

ზურიკო დავითაშვილი (6.0) - ზურიკო მძიმე სანაკრებო მატჩებს ცოტათი ამსუბუქებდა. მას დიდი ჟინი და მონდომება ეტყობოდა და მაქსიმალურად ცდილობდა, გუნდისთვის სარგებელი მოეტანა.

Sportall.Ge

დავითაშვილმა რაც ესპანეთთან ვერ შეძლო, ბულგარეთში გამოუვიდა - გოლი გაიტანა.

გიორგი აბურჯანია (5.0) - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებში გიორგი განსხვავებული სტილის ნახევარმცველია - მისი შემოსვლის შემდეგ ბურთის კონტროლსა და დაცვითი ზღუდეებიდან ამოსვლას უკეთ ვახერხებდით, თუმცა ამით განსაკუთრებული ხიფათის შექმნა ვერ შევძელით.

ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ქვილითაია
- მოედანზე არც ისე ბევრი დრო გაატარეს, განსაკუთრებულის შეთავაზება კი ვერ მოახერხეს.

ვილი სანიოლი (5.0) - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ექსპერიმენტებში ზედმეტად აიხლართა. ამხანაგური მატჩი ზუსტად ამიტომაცაა, თუმცა ფრანგ სპეციალისტს მოთამაშეების საკმარისად მოტივირება ისევ გაუჭირდა, დაცვის ახალმა სისტემამ ბევრი შეცდომა განაპირობა, ხოლო შეტევაში კომბინირება გვიჭირდა.

სანიოლმა, მატჩის შემდეგ, უკეთეს მომავალზე ისაუბრა, რაც პირველ რიგში, ალბათ, ლიდერების დაბრუნებით წარმოუდგენია.

alt"სანიოლს თუ არ უნდა სხვა მწვრთნელებივით აქედან შერცხვენილი წავიდეს, ერთ უფასო რჩევას მივცემდი..." - მერაბ მეტრეველი ნაკრების განვლილ 3 შეხვედრას გამოეხმაურა

altარასათანადო განწყობა, ექსპერიმენტები, ცუდი შედეგები - სანიოლმა მიზნიდან გადაუხვია

მკითხველის კომენტარები / 11 /
თუ ყველა ფეხბურთელი სათანადო ფორმაშია ნაკრებმა უნდა ითამაშოს შემდეგი შემადგენლობით:
ლორია
კაკაბაძე კაშია ხოჭოლავა გიორბელიძე
კიტეიშვილი კვეკვესკირი (კანკავა)
წიტაიშვილი კიტეიშვილი ჩაკვეტაძე კვარა
ოქრი (ვაკო)

გამოძახებას იმსახურებენ ჩაბრაძე, აზაროვი, შენგელია, ლობჟანიძე, ქვილითაია. დანარჩენი ყველა ერთი დონეა ვინც გინდა გინდა.
semi
15:20 10-09-2021
23
ზუკა ჯიგარიხარ,გენაცვალე გულში და სულში,რა გინდა ამ ჯოგთან?ნერვებს მოგიშლიან,,წარმატებები შენ პირადად,,
გია
11:40 10-09-2021
26
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული