კიდევ ერთი მარცხი - ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებები

AutoSharing Option
ბულგარეთი - საქართველოს (4:1) ამხანაგური მატჩის შემდეგ, გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებას:

გიორგი მამარდაშვილი (5.5) - "ვალენსიას" კიპერი 90 წუთის განმავლობაში სუსტი და ექსპერიმენტული დაცვის პირობებში თამაშობდა.

ბულგარელებმა საჯარიმო დარტყმა ბრწყინვალედ შეასრულეს, თუმცა გიორგის გუნდის გადარჩენა მაინც შეეძლო - დარტყმა სიძლიერეზე გათვლილი არ ყოფილა, მეკარე კი ბურთს შეეხო.

მესამე გოლის ეპიზოდს რაც შეეხება, ჩვენი დაცვის თამაში კრიტიკას ვერ უძლებდა, მამარდაშვილს ახლო დისტანციიდან დაურტყეს, თუმცა მისგან ისეთ სეივებს მივეჩვიეთ, ამ ბურთის მოგერიება ფანტასტიკის სფეროდან არ ყოფილა.

შორეული დარტყმების
დროს, გიორგის ბურთის თამაშში ზუსტად შეყვანა უჭირდა.

Sportall.Ge

ოთარ კაკაბაძე (5.0) - საქართველოს ნაკრების შეტევები უმეტესად, მარჯვენა ფლანგიდან ვითარდებოდა და მოწინააღმდეგეც, ამ ფლანგზე უფრო აქტიური იყო.

ოთარი იერიშების გამწვავებას ცდილობდა, დაცვით ფაზაში კი შეცდომა დაუშვა - თამაშის წესები დაარღვია, რასაც ჩვენ კარში დანიშნული პენალტი მოჰყვა.

Sportall.Ge

საბა ხვადაგიანი (5.0) - 18 წლის მცველმა თამაში აქტიურად დაიწყო, თუმცა შემდეგ შეცდომებს უმატა. ხვადაგიანის დებიუტი ცუდ დროს შედგა - ექსპერიმენტული დაცვა, ცუდ ფორმაში მყოფი ეროვნული ნაკრები....

საბამ ისევ უნდა დაამტკიცოს, რომ "ჯვაროსნებში" მოხვედრას იმსახურებს.

დავით ხოჭოლავა (5.5) - ახალ ტაქტიკურ სქემას კარგად ვერც "კოპენჰაგენის" მცველი მოერგო. დათა ბევრს იბრძოდა, თავი არ დაუზოგავს, თუმცა დაცვაში ქაოსი მხოლოდ მაშინ აღმოიფხვრა, როცა ბულგარელები შეტევით თავს აღარ იკლავდნენ.

ლუკა ლოჩოშვილი (5.0) - ლუკა სისწრაფით არ გამოირჩევა და ამის გამო, რამდენიმე ეპიზოდში დაიჩაგრა. ორი გაშვებული გოლისას ჩვენი დაცვის თამაში ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებდა.

გურამ გიორბელიძე (5.5) - გურამის ფლანგზე თამაში უფრო ნაკლებად მოდიოდა, ვიდრე საპირისპიროზე. ტაქტიკური სქემიდან გამომდინარე, მას დაცვაში თამაში ნაკლებად უწევდა, შეტევას კი როგორც ჩვევია, ისე ვერ ამწვავებდა.

მურთაზ დაუშვილი (5.0) - "აპოელის" ნახევარმცველმა ტრადიციულად ბევრი იბრძოლა, ის ამით ყოველთვის გამორჩეულია, თუმცა მეტოქეების შეჩერება უჭირდა და თავი ვერც შეტევის წამოწყებით გამოიჩინა.

Sportall.Ge

სანდრო ალთუნაშვილი (5.0) - ბათუმის "დინამოს" ნახევარმცველი ესპანეთში გამართულ მატჩში აქტიურად ჩაერთო და ამხანაგურ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ყოფნა დაიმსახურა.

ბულგარეთის წინააღმდეგ ისე ჩანდა, რომ ნახევარდაცვაში მსგავსი, ნაკლებად შემქმნელი სტილის ფეხბურთელები მოქმედებდნენ, შესაბამისად, რგოლებს შორის კავშირი გაწყვეტილი იყო და შეტევების ორგანიზება ჭირდა.

გიორგი წიტაიშვილი (6.0) - გიორგი, კოსოვოსთან მატჩის მსგავსად, ჩვენი გუნდის ნათელი წერტილი იყო.

წიტაიშვილის შეჩერება წესის დარღვევის გარეშე უჭირდათ. საჯარიმო დარტყმის გატანამდე კი ისევ მცირედი დააკლდა.

სამწუხარო ისაა, რომ "ჩერნომორეცის" შემტევის აქტიურობას ჯერჯერობით მარგი ქმედების კოეფიციენტი დაბალი აქვს და ამას სანიოლის კრებულის საერთო სუსტი მატჩებიც განაპირობებს.

Sportall.Ge

გიორგი ჩაკვეტაძე (5.5) - გიორგი ცდილობს, თამაში გაამწვავოს, თუმცა მის იდეალურ კონდიციებამდე ჯერ გარკვეული დროა დარჩენილი.

გვახსოვს, "ერთა ლიგის" ჯგუფურ ეტაპზე ჩაკვეტაძე შეტევას იწყებდა და აგვირგვინებდა კიდეც.

პირველი გოლის ეპიზოდში ჩაკვეტაძე საკამათო ეპიზოდში, თუმცა საკუთარ კართან ახლოს დაჯარიმდა, რასაც მამარდაშვილის კარის აღება მოჰყვა.

გიორგი მიქაუტაძე (5.5) - შეხვედრის დასაწყისში "სერენის" ფორვარდი ყველა გზას ეძებდა, რათა მეტოქის კარი აეღო. შემდეგ კი ბურთს მასთან მისვლა უჭირდა.

"ჟორჟი" უკან იხევდა და რამდენჯერმე შეტევის წამოწყება სცადა, რაც კარგად არ გამოუვიდა.

ზურიკო დავითაშვილი (6.0) - ზურიკო მძიმე სანაკრებო მატჩებს ცოტათი ამსუბუქებდა. მას დიდი ჟინი და მონდომება ეტყობოდა და მაქსიმალურად ცდილობდა, გუნდისთვის სარგებელი მოეტანა.

Sportall.Ge

დავითაშვილმა რაც ესპანეთთან ვერ შეძლო, ბულგარეთში გამოუვიდა - გოლი გაიტანა.

გიორგი აბურჯანია (5.0) - კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ საქართველოს ნაკრებში გიორგი განსხვავებული სტილის ნახევარმცველია - მისი შემოსვლის შემდეგ ბურთის კონტროლსა და დაცვითი ზღუდეებიდან ამოსვლას უკეთ ვახერხებდით, თუმცა ამით განსაკუთრებული ხიფათის შექმნა ვერ შევძელით.

ვლადიმერ მამუჩაშვილი, გიორგი ქვილითაია
- მოედანზე არც ისე ბევრი დრო გაატარეს, განსაკუთრებულის შეთავაზება კი ვერ მოახერხეს.

ვილი სანიოლი (5.0) - საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი ექსპერიმენტებში ზედმეტად აიხლართა. ამხანაგური მატჩი ზუსტად ამიტომაცაა, თუმცა ფრანგ სპეციალისტს მოთამაშეების საკმარისად მოტივირება ისევ გაუჭირდა, დაცვის ახალმა სისტემამ ბევრი შეცდომა განაპირობა, ხოლო შეტევაში კომბინირება გვიჭირდა.

სანიოლმა, მატჩის შემდეგ, უკეთეს მომავალზე ისაუბრა, რაც პირველ რიგში, ალბათ, ლიდერების დაბრუნებით წარმოუდგენია.

alt"სანიოლს თუ არ უნდა სხვა მწვრთნელებივით აქედან შერცხვენილი წავიდეს, ერთ უფასო რჩევას მივცემდი..." - მერაბ მეტრეველი ნაკრების განვლილ 3 შეხვედრას გამოეხმაურა

altარასათანადო განწყობა, ექსპერიმენტები, ცუდი შედეგები - სანიოლმა მიზნიდან გადაუხვია

მკითხველის კომენტარები / 11 /
თუ ყველა ფეხბურთელი სათანადო ფორმაშია ნაკრებმა უნდა ითამაშოს შემდეგი შემადგენლობით:
ლორია
კაკაბაძე კაშია ხოჭოლავა გიორბელიძე
კიტეიშვილი კვეკვესკირი (კანკავა)
წიტაიშვილი კიტეიშვილი ჩაკვეტაძე კვარა
ოქრი (ვაკო)

გამოძახებას იმსახურებენ ჩაბრაძე, აზაროვი, შენგელია, ლობჟანიძე, ქვილითაია. დანარჩენი ყველა ერთი დონეა ვინც გინდა გინდა.
semi
10 სექტემბერი 2021 15:20
23
მადლობთ, აუცილებლად გავითვალისწინებთ. კარგია, რომ ოპტიმალური შემადგენლობა შეგვარჩევინეთ.
სფფ
11 სექტემბერი 2021 09:08
0
შენ სად დაფრინავ?
დემე
11 სექტემბერი 2021 02:33
0
ზუკა ჯიგარიხარ,გენაცვალე გულში და სულში,რა გინდა ამ ჯოგთან?ნერვებს მოგიშლიან,,წარმატებები შენ პირადად,,
გია
10 სექტემბერი 2021 11:40
26
ჩემი აზრით, ლორია აქედან 2 ბურთს აიღებდა, მამარდაშვილი შებოჭილი სჩანდა შენელებული რეაქციით, დაცვის სუსტი თამაშის გამო ალბათ
aleksandre
10 სექტემბერი 2021 11:28
4
მეც ასე ვფიქრობ, დაცვის ძალიან სუსტი თამაშის გამო.
გიორგი
10 სექტემბერი 2021 15:08
0
ამ ეტაპზე ჩვენი ლიგიდან გამოძახებულებმა აშკარად არ გაამართლეს. თავის თავზე მეტი უნდა იმუშაონ, ისევ ძველი შემადგენლობით შეიძლება რაღაც მინიმალური წარმატების მიხწევა
ალეკო
10 სექტემბერი 2021 11:19
0
ღირსეულად დავმარცხდით :D
:D :D
10 სექტემბერი 2021 11:06
4
არაა ეგეც აღარ გვაქვს რომ ვთქვათ ღირსეულად დავმარცხდითო, ადრე მაგას მაინც ვამბობდით არ ვიმსახურებით მარცხსო
dato
10 სექტემბერი 2021 11:26
2
ნუ ეგეც ვნახეთ, ეროვნული ლიგიდან არავინა გამოსაძახებელი, უნდა დაბრუნოს კვეკვესკირი ბერიძე შენგელია ტაბიძე დვალი და კარში ყველა ვარიანტში ლორია, იმედია ძველი ჩაკვეტაძე დაგვიბრუნდება პლუს კვარაცხელია ლობჟანიძე და კიტეიშვილი
გოგა
10 სექტემბერი 2021 10:53
8
შეიძლება დავეთანხმო ყველა შეფასებას, მაგრამ პირველი გოლი - ჯარიმიდან სიზუსტესთან ერთად სიძლიერით გამოირჩა და იმიტომაც ვერ მიწვდა გიორგი. თუმცა მართალია - ჩვეული სეივები ვერ გვაჩვენა და კარი ვერ გადაარჩინა.
უფრო მეტად მაფიქრებს - რატომ იყვნენ ფეხბურთელები ასეთ ცუდ ფორმაში მარტის თამაშებთან შედარებით. ადრე ყოფილა - გუნდში სრულიად უთამაშებელ ფეხბურთელს უთამაშია ნორმალურად ვაისის ნაკრებში, ეხლა სულ უთამაშებელი ფეხბურთელი მხოლოდ გიორბელიძე იყო, სხვები შეცვლებზე მაინც გამოდიოდნენ თავიანთ კლუბებში.
საქართველოს ჩემპიონატის ფეხბურთელები ვერ ქაჩავენ, მათ შორის ჩაბრაძე ვერც წინ და ვერც უკან, აზაროვი დაცვაში სუსტია, თორემ წინ არაუშავს.
არჩი
10 სექტემბერი 2021 10:48
4

სიახლეები პოპულარული