"სანიოლს თუ არ უნდა სხვა მწვრთნელებივით აქედან შერცხვენილი წავიდეს, ერთ უფასო რჩევას მივცემდი..." - მერაბ მეტრეველი ნაკრების განვლილ 3 შეხვედრას გამოეხმაურა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ნოემბრის თვეში 3 მატჩიან წაგებას პალიტრანიუსის ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი გამოეხმაურა.

"ადრე ნაკრების წაგების მერე ვბრაზდებოდით მაინც, გულშემატკივარი იგინებოდა, ჟურნალისტები კრიტიკულ წერილებს წერდნენ, ახლა კი ისე შევეჩვიეთ ჩვენი ნაკრების ცუდ თამაშს, რომ ჟურნალისტებს კრიტიკის წერა და გულშემატკივრებს გინებაც კი ეზარებათ.

გაბრაზებასაც კი აზრი აღარ აქვს. ახლა ხალხი ჩვენს ნაკრებზე უბრალოდ ღადაობს. ეს მათ თამაშზე უკვე ერთადერთი რეაქციაა. ნაკრებზე რამდენიმე გამოუსწორებელი ოპტიმისტის გარდა ყველას ხელი აქვს ჩაქნეული. საქართველოში გაჩნდა ფეხბურთის გულშემატკივრები, რომლებიც ნაკრების თამაშს საერთოდ არც უყურებენ. წარმოიდგინე, ფეხბურთის გულშემატივარი
ხარ, მაგრამ შენი ქვეყნის ნაკრების თამაში არ გაინტერესებს, რადგან მისგან არაფერს ელი, წინასწარ იცი ჩაისვრიან.

თუმცა ჩვენი ნაკრების მთავარი პრობლემა ჩასვრა კი არაა (ვის არ ჩაუსვრია), არამედ ის რომ ქართველ ფეხბურთელებს ამ ჩასვრილის სუნი არც კი აწუხებთ.

გაზაფხულზე მეტ-ნაკლებად კარგად ჩატარებული თამაშების მერე ნაკრების შემორჩენილ გულშემატკივრებს შორის, ცოტა იმედი გაჩნდა. მაშინ რამდენიმე პოსტი დავწერე, სადაც მიუხედავად ნაკრების კარგი თამაშისა, სანიოლი გავაკრიტკე, რის გამოც კომენტარებში ბევრი საყვედური მივიღე. ახლა ის ხალხი ალბათ თავად ლანძღავს ვილის, მაგრამ ახლა მას კრიტიკა კი არა გამხნევება და ფსიქოლოგთან სარეაბილატაციო კურსის გავლა უფრო სჭირდება.

ის ფეხბურთი, რაც ნაკრებმა ბოლო სამ თამაშში აჩვენა, მწვრთნელის ბრალი ვერ იქნება. ნაკრების თავკაცის დამსახურება შეიძლება ბევრი რამე იყოს, მაგრამ არა ის, რაც კოსოვოსთან, ესპანეთთან და ბულგარეთან ვიხილეთ. გავიმეორებ, ბევრჯერ თქმულა ჩვენს ნაკრებთან დაკავშირებით: ასე ნაკრებში გამოძახებულმა ფეხბურთელებმა მაშინაც კი არ უნდა ითამაშონ,  მწვრთნელი საერთოდ რომ არ ყავდეთ, თორემ სანიოლს საკრიტიკო დიახაც ბევრი აქვს, მაგრამ ასეთ ვითარებაში რა აზრი აქვს მის გაკიცხვას?

საქართველოს ნაკრებში ბოლო 30 წლის განმავლობაში იცვლებოდა თაობები, მაგრამ არ იცვლებოდა ერთი - ჩასვრისკენ მიდრეკილება. ყველა თაობა კარგად იწყებდა და ბოლოს მაინც ისვრიდა. ჩვენს ფეხბურთელებს უცხოელი მწვრთნელი კი არა ერთი კარგი კუჭში შესაკრავი საშუალება სჭირდებათ, ან სჭირდებათ მწრთნელი, რომელიც ხელში მათრახს დაიჭერს და ისე აიძულებს სირბილს.

დიახ, გარდა ჩასვრილის მენტალიტეტისა, ჩვენი ფეხბურთელების მთავარი პრობლემა სწორედ სირბილია. არც ნიჭი და არც სხვა რამე, სირბილი. თანამედროვე ფეხბურთი არის მაღალი ტემპი და პრესინგი. ჩირის ფასი აქვს შენს ტექნიკას, თუ პრესინგის თამაში არ შეგიძლია. ამ თამაშების მერე ყველა ჩვენს დაცვას ლანძღავს, არადა თანამედროვე ფეხბურთში შენი კარის უსაფრთხოება იწყება მეტოქის საჯარიმოდან, დიახ, მეტოქისა და არა შენი. ყველა გუნდი სწორედ იქ ცდილობს უკვე ბურთის წართმევას. მხოლოდ საქართველოს ნაკრებია ერთადერთი, რომელიც ცენტრს საკუთარი ნებით თმობს. რატომ ხდება ასე? ესაა მთავარი კითხვა, რომელსაც ნაკრების მესვეურებმა და ფეხბურთელებმა უნდა უპასუხონ. მწვრნთელი არ თხოვს? როგორ დავიჯერო, რომ სანიოლმა, რომელსაც დიდი ფეხბურთი უთამაშია, არ იცის პრესინგის მნიშვნელობა? ეს ხომ გამორიცხულია? მაშინ რაშია საქმე? ქეცბაია ამბობს იმ ცნობილ ვიდეოში, რომ ქართველ ფეხბურთელებს სირბილი არ შეუძლიათ და იმიტომ, თორემ ერთ კვადრატულ მეტრში ბურთს არ დაგანახებენო. იმის მერე კიდევ გამოიცვალა თაობა ჩვენს ნაკრებში და ამ ახალ თაობასაც იგივე პრობლემა აქვს? რატომ? რატომ არის ეს ჩვენთვის გადაულახავი პრობლემა? თუ ყველა სხვა ქვეყნის ფეხბურთელი დარბის, ჩვენ რა გვჭირს?

სანიოლს თუ არ უნდა სხვა მწვრთნელებივით აქედან შერცხვენილი წავიდეს, ერთ უფასო რჩევას მივცემდი: ნაკრებში ფეხბურთელები იმის მიხედვით შეარჩიოს, ვისაც სირბილი შეუძლია. ნაკრებში უნდა ხვდებოდეს ფეხბურთელი, რომელსაც 90 წუთი სირბილის ძალა შესწევს. აქ არ უნდა არსებობდეს გამონაკლისი. მერე ხელში მათრახი დაიჭიროს და მოითხოვოს პრესინგის თამაში. ამან იქნებ რაღაც შედეგი გამოიღოს”.

შეგახსენებთ, ჩვენმა ნაკრებმა მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის 2 (კოსოვოსთან 0:1 და ესპანეთთან 0:4) წააგო, გუშინ, 8 სექტემბერს კი ბულგარეთთან ამხანაგური მატჩი 1:4 დათმო.

მკითხველის კომენტარები / 47 /
ერთი იშტოიანის ნაირი ფეხბურთელი არ დაიბადა ამ საქართველოში აბა რა უნდა გეშველოთ
sergo
09 სექტემბერი 2021 20:17
17
იშტოიანი გერმანიაში იყო 2დღის წინ გაისეირნა 6:0
რეზი
09 სექტემბერი 2021 21:39
2
ჩაგეთვალა სეროჟ! საღოლ ძმაო
გიორგი
09 სექტემბერი 2021 20:48
6
გვეშველება რამე?
კოკო
09 სექტემბერი 2021 19:55
1
ვითომ მაგის პასუხი არ იცოდე...))))
zaza
09 სექტემბერი 2021 23:52
0
ბიჭო, ნეტა იყონ ისეთები ერთ კვადრატში ბურთი არ დაგანახონ, საერთოდ არ დავკარგავდით ბურთს უაზროდ.
sddd
09 სექტემბერი 2021 19:39
3
სანიოლი არაფერ შუაშია. გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც თავიანთ გუნდებში ძირითადში ვერ ხვდებიან, ე. ი. ფეხბურთელებად არ ვარგიან. ერთად-ერთი ის ფეხბურთელები თამაშობენ ძირითადში, რომლებიც ეროვნული ჩემპიონატიდან არიან გამოძახებულები, რა სიძლიერის ეროვნული ჩემპიონტიც გვაქვს კი იცით. იმის იძულებული რომ გახდება ნაკრების მწვრთნელი, სათადარიგო სკამზე მჯდომი ფეხბურთელი ნაკრებში გამოიძახოს, რა შედეგი უნდა მოსთხოვო?
ჟორა გაბრიჭიძე
09 სექტემბერი 2021 19:34
1
ესენი საიდან ამოძვრნენ? ეს, სანაია და მისნაირები, პოლიტიკაში, ეკონომიკაში, საზოგადოებრის საკითხებში ხომ არიან სუპერ ექსპერტები, ახლა აქ მოინდომეს ლექციების კითხვა.

წაით ბიძია "ტელევიზორში" ან "სახში", ან "ბუკეტში" იქ წაიკითხეთ ლექციები, იქ არის თქვენი აუდიტორია დრევლი
ლევანი
09 სექტემბერი 2021 19:02
36
ამისთვისაც მადლობა რო გაბედეთ და თქვით და ისიც გეთქვათ ბარემ ამათ სირბილი ვინ შეიძლება ასწავლოს თორე ბავშვების მშობლები ასეთ მწვრთნელს ვერ პოულობენ
შოკირებული გულშემატკივარი
09 სექტემბერი 2021 18:42
2
მიჭირს ამის დაწერა მარა, სანამ ფედერაციის მაფია ცოცხლობს, ნურაფრის იმედი ნუ გექნებათ, შედეგი? დიდი ფული, ღარიბი გუნდები და ღატაკი ფეხბურთელები... აი შედეგი!
მართლა შედეგი თუ გვინდა, სულ ათი დოლარი დაჯდება. „ჭხ“ და ფედერაციის თავკაცი არარ არის, მერე ნახეთ ნაკრების თამაში... არ ითამაშებენ? „ჭხ“ და სეიცვლებიან, შეუცვლელი არავინ არ არის, გარდა ქვილითაიასი...
კ ო მ ბ ლ ე
09 სექტემბერი 2021 18:34
4
რატომ უნდა გამოიძახო აწი რომელიმე ვინც ბოლო სამი თამაში ითამაშა, არ უნდა გამოიძახო, გამოიძახებ ჩამოვა, ნამუსი არ შეაწუხებს, აბსოლუტურად ახალი გუნდია დასაარსებელი, ნამუსიანი ბიჭებით მინიმუმ და მერე........
?
09 სექტემბერი 2021 18:23
2
რჩევების მიცემას და კომენტარების წერას სჯობს საქართველოს პირველობის თამაშებზე იაროთ. ახალგაზრდა ფეხბურთელებს მოტივაცია მაინც გავუჩინოთ, რომ ვინმეს აინტერესებს მათი თამაში და ჭეშმარიტად გულშემატკივრობს...
tngh
09 სექტემბერი 2021 18:09
10
მართალია მერაბი.. ეროვნულ ნაკრებში როცა გიძახებენ მოედანზე ცეცხლი უნდა დაანთო და იბრძოლო შენი ქვეყნისთვის. ესპანეთმა უფრო მეტი ჯარიმა აიღო-ეს ნიშნავს რომ არ ვიბრძოდით, წაქცევაც არ შეგვიძლია როცა გვჭირდება...
ბათუმი
09 სექტემბერი 2021 18:03
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული