ქართული ფეხბურთი

ეროვნული ნაკრები

გრიგოლ ვაშაძე: 250 მილიონი დაგვიჯდა 91-ე ადგილი FIFA-ს რეიტინგში

AutoSharing Option
საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა,  პარტია "მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა,  გრიგოლ ვაშაძემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში ბიუჯეტის თანხების პოპულისტური მიზნებისთვის ხარჯვაზე ისაუბრა და საფეხბურთო თემასაც შეეხო:

"არ შეიძლება პოპულისტური მიზნებისთვის ბიუჯეტის თანხების არჩევნებისთვის მოსროლა. მტკივნეულ თემაზე არ ვლაპარაკობ, ეგერ 0:3-ს რომ აგებენ, 250 მილიონი რომ დაგვიჯდა 91-ე ადგილი FIFA-ს რეიტინგში და ისევ ბოლო ადგილზე ვართ ჯგუფში".

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ ოთხი მარცხი განიცადა და მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე B ჯგუფის აუტსაიდერია.

ასევე დაგაინტერესებთ