ალექსანდრე იაშვილი: ძალიან ცუდი სექტემბერი გვქონდა - ოქტომბერში ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და სანაკრებო კურატორი ალექსანდრე იაშვილი პირველი არხის გადაცემა "ტაიმ-აუტის" სტუმარი იყო და სექტემბერში ეროვნული გუნდის წარუმატებელ ასპარეზობაზე ისაუბრა:

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, კოსოვო დაგვემარცხებინა და 3 ქულა მოგვეპოვება. ძალიან ცუდი შეხვედრა გამოდგა, როგორც შედეგის, ასევე თამაშის ხარისხის თვალსაზრისით.

ვიცი ყველა ფეხბურთელის დამოკიდებულების შესახებ და ისინი სამშობლოს სახელის დასაცავად მაქსიმუმს აკეთებენ.

ფაქტია, ვერაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რათა კოსოვოსთან კარგად გვეთამაშა. შემდეგ ეს ნეგატიური განწყობა გაგვყვა და კატასტროფული შედეგი და თამაშის ხარისხი გამოვიდა.

ჩვენი მიზანია, ანალიზი სწრაფად გავაკეთოთ, ფეხბურთელებიც თვითკრიტიკულნი
არიან და დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის მატჩებში წარმატებას მივაღწევთ.

რაც შეეხება ესპანეთთან გამოყვანილ ძირითად შემადგენლობას, მაგალითად, წიტაიშვილი ბოლო დროს ცოტას თამაშობდა და მისთვის რთული იქნებოდა, სამ დღეში ორი მატჩი ჩაეტარებინა.

შვედეთთან მატჩი გვახსოვს, როცა სანიოლი უამრავ დებიუტანტს დაეყრდნო...

ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი და საბა ლობჟანიძე ჩვენთვის დიდი ძალაა, თუმცა თავის მართლებას, რომ მათთან ერთად უკეთ ვითამაშებდით, აზრი არ აქვს. ჩვენ ნებისმიერი ფეხბურთელის გვწამს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ვიწვევთ.

იმედი მაქვს, უახლოეს შეკრებაზე ყველა ფეხბურთელი მზად იქნება, ის მოთამაშეები დაგვიბრუნდებიან, რომლებიც ახლა დაგვაკლდნენ. ყველა ფეხბურთელს აქვს უფლება, შეხვედრა ჩააგდოს, მთავარი თვითკრიტიკაა.

ჩვენ ოქტომბერში ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ. ყველას გათავისებული აქვს, რომ ძალიან ცუდი სექტემბერი გვქონდა და ეს უნდა გამოსწორდეს.

როცა გუნდი კარგად თამაშობს, ადაპტაცია დებიუტანტსაც უმარტივდება. ახლა ყველა
ფეხბურთელი, მათ შორის დებიუტანტები, უკმაყოფილონი არიან.

დარწმუნებული ვარ, ყველა მოთამაშისთვის ეროვნულ ნაკრებში თამაში უმნიშვნელოვანესია. სამწუხაროდ, ოპტიმალური შემადგენლობა თამაში არასდროს გამოგვდის.

თუ ჩაკვეტაძე მაქსიმალურად ბევრს ითამაშებს, ოპტიმალურ ფორმას მალე დაუბრუნდება, მნიშვნელოვანია ის კლუბში უფრო მეტად დაიტვირთოს.

დიდი სურვილი გვაქვს, 9 ოქტომბერს, საბერძნეთის წინააღმდეგ სავსე ტრიბუნებით ჩავატაროთ. ეს ფეხბურთელებს ძალიან დაეხმარება".

მკითხველის კომენტარები / 36 /
ამ მწვრთნელის და ფედერაციის იმედი მე არ მაქვს. მაგათ ხელში ვერაფერს მიაღწევს ნაკრები.
ალექსანდრე
19:43 04-10-2021
0
უნდა მივხვდეთ -,,სჯობს გვიან ვიდრე არასდროს". საქართველოში ფეხბურთი მკვდარია, ვერ გაცოცხლდება. საჭიროა ძირეული შეცვლა სტაფის და სხვა მიდგომა , როგორც პოლიციის (ზოგისთვის მტკივნეული) რეფორმა იყო თავის დროზე. კოსმეტიკით არაფერი გვეშველება.....
გუსანი
14:36 11-09-2021
0

სიახლეები პოპულარული