ალექსანდრე იაშვილი: ძალიან ცუდი სექტემბერი გვქონდა - ოქტომბერში ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ

AutoSharing Option
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი და სანაკრებო კურატორი ალექსანდრე იაშვილი პირველი არხის გადაცემა "ტაიმ-აუტის" სტუმარი იყო და სექტემბერში ეროვნული გუნდის წარუმატებელ ასპარეზობაზე ისაუბრა:

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო, კოსოვო დაგვემარცხებინა და 3 ქულა მოგვეპოვება. ძალიან ცუდი შეხვედრა გამოდგა, როგორც შედეგის, ასევე თამაშის ხარისხის თვალსაზრისით.

ვიცი ყველა ფეხბურთელის დამოკიდებულების შესახებ და ისინი სამშობლოს სახელის დასაცავად მაქსიმუმს აკეთებენ.

ფაქტია, ვერაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რათა კოსოვოსთან კარგად გვეთამაშა. შემდეგ ეს ნეგატიური განწყობა გაგვყვა და კატასტროფული შედეგი და თამაშის ხარისხი გამოვიდა.

ჩვენი მიზანია, ანალიზი სწრაფად გავაკეთოთ, ფეხბურთელებიც თვითკრიტიკულნი
არიან და დარწმუნებული ვარ, ოქტომბრის მატჩებში წარმატებას მივაღწევთ.

რაც შეეხება ესპანეთთან გამოყვანილ ძირითად შემადგენლობას, მაგალითად, წიტაიშვილი ბოლო დროს ცოტას თამაშობდა და მისთვის რთული იქნებოდა, სამ დღეში ორი მატჩი ჩაეტარებინა.

შვედეთთან მატჩი გვახსოვს, როცა სანიოლი უამრავ დებიუტანტს დაეყრდნო...

ხვიჩა კვარაცხელია, ოთარ კიტეიშვილი და საბა ლობჟანიძე ჩვენთვის დიდი ძალაა, თუმცა თავის მართლებას, რომ მათთან ერთად უკეთ ვითამაშებდით, აზრი არ აქვს. ჩვენ ნებისმიერი ფეხბურთელის გვწამს, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში ვიწვევთ.

იმედი მაქვს, უახლოეს შეკრებაზე ყველა ფეხბურთელი მზად იქნება, ის მოთამაშეები დაგვიბრუნდებიან, რომლებიც ახლა დაგვაკლდნენ. ყველა ფეხბურთელს აქვს უფლება, შეხვედრა ჩააგდოს, მთავარი თვითკრიტიკაა.

ჩვენ ოქტომბერში ორივე მატჩში უნდა გავიმარჯვოთ. ყველას გათავისებული აქვს, რომ ძალიან ცუდი სექტემბერი გვქონდა და ეს უნდა გამოსწორდეს.

როცა გუნდი კარგად თამაშობს, ადაპტაცია დებიუტანტსაც უმარტივდება. ახლა ყველა
ფეხბურთელი, მათ შორის დებიუტანტები, უკმაყოფილონი არიან.

დარწმუნებული ვარ, ყველა მოთამაშისთვის ეროვნულ ნაკრებში თამაში უმნიშვნელოვანესია. სამწუხაროდ, ოპტიმალური შემადგენლობა თამაში არასდროს გამოგვდის.

თუ ჩაკვეტაძე მაქსიმალურად ბევრს ითამაშებს, ოპტიმალურ ფორმას მალე დაუბრუნდება, მნიშვნელოვანია ის კლუბში უფრო მეტად დაიტვირთოს.

დიდი სურვილი გვაქვს, 9 ოქტომბერს, საბერძნეთის წინააღმდეგ სავსე ტრიბუნებით ჩავატაროთ. ეს ფეხბურთელებს ძალიან დაეხმარება".

მკითხველის კომენტარები / 36 /
ამ დაპირებას მივიღებდით, პასუხისმგებლობის გრძნობაც რომ ჩანდეს. ანუ თუ ოქტომბერში მართლა 6 ქულა ვერ აიღეთ, დაახვიეთ ფედერაციიდან!
რა გვეშველება?
11 სექტემბერი 2021 04:28
2
მე ერთი რაღაც ვერ გავიგე თუ იძახებს მწვრთნელი შიდა ჩემპიონატიდან ფეხბურთელებს რატომ იძახებს ფაქტიურად ერთი გუნდიდან ყველას ხვადაგიანის გარდა ყველა იყო ბათუმის დინამოს ფეხბურთელი მე ძალიან მომწონს ბათუმის დინამო ვხედავ მათ პროგრეს ვგულშემატკივრობ,მაგრამ ეს არ არის სამართლიანი დანარჩენმა 9 გუნდმა რა დაშავა? იგივე ლოკომოტივში ვერავინ დაინახესს საბურთალოში გორის დილაში და დიანო თბილისში ერთი ხვადაგიანი გავიგე მაგრამ სხვა ვინმე მე ვფიქრობ რომ ეს გამოძახება შიდა ჩემპიონატის "ფეხბურთელების" ერთი კონკრეტული ქართული კლუბის პიარი და იმ კლუბის ფეხბურთელების რეკლამა უფრო იყო ვიდრე შიდა ჩემპიონატიდან ფეხბურთელების გამოძახება და შიდა ჩემპიონატის ყურადღება.
ზურა
11 სექტემბერი 2021 03:14
6
უტიფარი ზოგადი სიტყვები. არც ერთ კონკრეტულ კითხვას არ უპასუხა.
ამას ქართული ფეხბურთი და სფფ პირადი ბოსტანი გონია.
მართლა ბოსტანშია გასაშვები. როგორ ფუჭდება ხალხი ხელისუფლებას რომ ჩაიგდებს ხელში!
გია
11 სექტემბერი 2021 01:46
0
ესაა თქვენი 7 წლის მუშაობის შედეგი. შიდა ჩემპიონატი ბანგლადეშის დონის,თავის ჩაწყობილი თამაშებით,ნაკრები ერთი კაცის იმედზე,ასაკობრივები ერთი შინაურული სააგენტოს მიერ დაკომპლექტებული და რა გიკვირთ?? სხვა შედეგს ელოდით? შემდეგ არჩევნებზე წესით,არც უნდა იფიქროთ ფედერაციაში დარჩენა თუ სინდისი გაქვთ.
koba
11 სექტემბერი 2021 00:57
1
ცუდი სექტემბერი თორემ, ზაფხულში დაგლიჯეს კლუბებმა ევროთასების საკვალიფიკაციო ეტაპი.
სოსო
11 სექტემბერი 2021 00:22
1
ამათ მართლა დებილები ვგონივართ,ეხლა გვაბოლებენ რომ ოქტომბერში ორივე თამაშს მოვიგებთო, შემდეგ პოლიტიკისა და ფეხბურთის ტოპ მენეჯერი კობი დაგვაბოლებს ნოემბერში ყველას გადაუვლითო და ეს ციკლიც გადაგორდება. გაზაფხულიდან კი იგივე წრეზე წავალთ.... და ასე დაუსრულებლად.
me
11 სექტემბერი 2021 00:19
1
მოიცა.... რა უნდა ქნათ? თქვენ მაიც გჯერათ რასაც ამბობთ? ვის აბოლებთ,რას აბოლებთ,აზრზე ხართ საერთოდ?
სერგია
11 სექტემბერი 2021 00:11
0
ორივეს მოვუგებთო?მომეშვა გულზე,ახლა კარგად დამეძინება.
აწი გინდა 5-0 მოიგეთ,ან 0-7 წააგეთ,რა აზრი აქვს?
Levani
11 სექტემბერი 2021 00:02
0
Მოაზროვნე იაშკა
Ნიკოლოზი
11 სექტემბერი 2021 00:00
0
კარგი ფეხბურთელები, ცუდი მენედჯერები. ერთად ერთი “მიღწევა” ამ ფედერაციის უეფას თანასწორების ჯილდო 2018. ეტყობა ეს არის მათი ზღვარი.
გიგი
10 სექტემბერი 2021 23:49
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული